ტომასო ალბინონი
ტომასო ჯოვანი ალბინონი (დ. 8 ივნისი, 1671, ვენეცია — გ. 17 იანვარი, 1751,იქვე) — ბაროკოს ეპოქის ვენეციელი კომპოზიტორი და ვირტუოზი მევიოლინე. დღეისთვის განთქმულია მისი ოპერებით და „ადაჟიო სოლ მინორით“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბინონიზე ცოტა რამ არის ცნობილი. დაიბადა ვენეციაში, მამამისი ანტონიო შეძლებული გამყიდველი იყო. ტომასო ბავშვობიდანვე სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას და სიმღერას. 1691 მისი პირველი ოპუსი პიეტრო ოტობონის მიუძღვნა. ცნობილია რომ ოტობონი მუსიკის დიდი მოყვარული იყო და უვლიდა ისეთ კომპოზიტორებს, როგორიც არქანჯელო კორელი.
სავარაუდოდ, ალბინონიმ მევიოლინედ მუშაობა 1700 წელს ჩარლზ IVსთან დაიწყო, რომელსაც მეორე ოპუსი მიუძღვნა. 1701 წელს მან დაწერა განთქმული სუიტები - მესამე ოპუსი, რომლებიც კოსიმო III დე მედიჩის მიუძღვნა.
1705 წელს ის დაქორწინდა. ამ დროს მან სახელი ოპერებით გაითქვა როგორც ვენეციაში, ისე გენოაში, ბოლონიაში და ნეაპოლში. ამ დროს მან ასევე დაწერა სოლო სონატები და კონცერტები ჰობოისათვის.
სხვა კომპოზიტორის განსხვავებით, ალბინონი არასოდეს არ მოღვაწეობდა ეკლესიაში და არ წერდა საეკლესიო მესებს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მუსიკას დამოუკიდებლად წერდა.
დაახლოებით 1740 წელს პირველად დაიბეჭდა ალბინონის სავიოლინო სონატები.
მუსიკა და გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მან დაწერა 50 ოპერა, რომლიდანაც 28 დაიწერა ვენეციაში 1723 - 1740 წლებში. ალბინონის მუსიკამ ბახის ყურადღება მიიქცია და მის ნაწარმოებებზე 2 ფუგა დაწერა. ალბინონის ნაწარმოებების დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა.
დაბეჭდილი ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოპ.1 (1694): სონატა
- ოპ.2 (1700): 6 სიმფონია.
- ოპ.3 (1701): 12 „ბალეტი ა ტრე“
- ოპ.4 (1702): 12 „კანტატე დი კამერა ა ვოჩე სოლა“
- ოპ.5 (1707): 12 Concerti a cinque
- ოპ.6 (1711): „ტრატენიმენტი არმონიჩი პერ კამერა“
- ოპ.7 (1715): 12 Concerti a cinque
- ოპ.8 (1722): 6 „ბალეტი" და 6 "სონატა ა ტრე“
- ოპ.9 (1722): 12 Concerti a cinque
- ოპ.10 (1735/36): 12 Concerti a cinque
ოპერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზენობია (1694)
- ილ პროდიგიო დელ'ინოცენზა (1695)
- ზენონე (1696)
- ტიგრანე (1697)
- პრიმისლაო (1697)
- ლ'ინგრატიტუდე გასტიგატა (1698)
- ილ რადამისტო(1698)
- დიომედე პუნიტო და ალციდე (1700)
- ლ'ინგანო ინოცენტე (1702)
- ლ'არტე ინ გარა კონ ლ'არტე (1702)
- ლა გრისელდა (Apostolo Zeno librettos, 1703)
- ლა ფედე ტრა გლ'ინგანი (1707)
- ელიო სეიანო (1707)
- ასტარტო (1708)
- პიმპინონე(intermezzo, 1708)
- ტრადიმენტო ტრადიო (1708)
- ილ ნასიმენტო დელ'ავრორა (1708)
- ენგელბერტა (1709)
- ცირო(1709)
- ილ ტირანო ეროე (1710)
- ილ გიუსტინო (1711)
- ალარიკო (1712)
- ამორ დი ფიგლიო ნონ კონოსიუტო (1715)
- ილ ვინტო ტრიონფატე დელ ვინიციტორე (1717)
- ეუმენე (1717)
- კლეომენე (1718)
- ი ვერი ამიჩი(1722)
- Gli eccessi della gelosia (1722)
- ერმენგარდა(1723)
- Eumene (Apostolo Zeno librettos, 1723)
- Laodice (1724)
- Antigono (1724)
- Scipione nelle Spagne (Apostolo Zeno librettos, 1724)
- Didone abbandonata (Pietro Metastasio librettos, tragedia, 1725)
- Alcina delusa (1725)
- Lucio Vero (1725)
- Il trionfo d'Armida (1726)
- L'incostanza schernita (1727)
- Le due rivali in amore (1728)
- Il concilio dei planeti (serenate, 1729)
- Elenia (1730)
- Li stratagemmi amorosi (1730)
- Il più fedel tra gli amanti (1731)
- არდელინდა (1732)
- Candalide (1734)
- არტამენე (1740)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალბინონი — უფასო ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)