შინაარსზე გადასვლა

ტარტუს უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარტუს უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1632 (1710–1802 წწ დახურული)
ტიპი საჯარო
რექტორი ვოლი კალმი
სტუდენტი 13 000[1]
ქალაქი ტარტუ
ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
ფერები თეთრი, ლურჯი
მეტსახელი UT
კავშირები Atomium - European Institute for Science, Media and Democracy, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] , Coimbra Group, Utrecht Network, Guild of European Research-Intensive Universities[3] , DataCite[4] და ELIXIR Estonia[5]
ტარტუს უნივერსიტეტი — დედამიწა
ტარტუს უნივერსიტეტი
https://www.ut.ee

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტ. Tartu Ülikool, ლათ. Universitas Tartuensis) — კლასიკური უნივერსიტეტი ესტონეთში ქალაქ ტარტუში, დააარსა 1632 წელს, შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფმა, ლივონიაში Academia Gustaviana-ს სახელწოდებით. ტარტუს სასწავლებელი გახდა შვედეთის მეორე უნივერსიტეტი - (უპსალის უნივერსიტეტის შემდეგ) — Universitas Gustaviana.

მეფე გუსტავ II ადოლფმა აკადემიის პირველ რექტორად თავისი პირველი მასწავლებელი და დამრიგებელი, ლივონიის, უნგრეთის და კარელიის გენერალ-გუბერნატორი იოჰან შუტე დანიშნა.

XVIII საუკუნეში, ესტონეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ უნივერსიტეტი დაიხურა, თუმცა ალექსანდრე I-მა 1802 წელს კვლავ გახსნა სასწავლებელი.

უნივერსიტეტი გაწევრებულია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში - უტრეხტის ქსელი.

ფაკულტეტები და დეპარტამენტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადღესიოდ უნივერსიტეტში არის 9 ფაკულტეტი (საღვთისმეტყველო, იურიდიული, მედიცინის, ფილისოფიის, ეკონომიკური, მათემატიკა-ინფორმატიკის, ფიზიკური აღზრდის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიის, სოციალური და საგანმანათლებლო მეცნიერებათა ფაკულტეტები) და 5 კოლეჯი (ევროპის, ნარვის, პიარნუს და ტიურის კოლეჯები, აგრეთვე ვილიანდის კულტურის აკადემია). სტუდენტების რიცხვი 2009 წლის ბოლოს 17 000-ზე მეტი იყო (აქედან დაახლოებით 600 უცხოელი სტუდენტი). უნივერსიტეტში მუშაობს 3 200-ზე მეტი ადამიანი (აქედან 180 პროფესორი, აგრეთვე 500-ზე მეტი მკვლევარი).

ტარტუს უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი — ესტონეთის კლასიკური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. შენობა 1804—1809 წლებში არქიტექტორ იოჰან ვილჰემ კრაუზეს პროქტით აშენდა, ძველ მარიამის ტაძრის ადგილზე.

უნივერსიტეტის რექტორი 1892 წელს საიდუმლო მრჩეველი, პროფესორი ოტომარ მეიკოვი იყო.

1821-1853 წლებში უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი ფრიდრიხ კარლ გერმან კრუზე იყო.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო იული ფერდინანდ მაციონი (დ. 1817, 22 აპრილი, რიგა - გ.† 1885, 20 დეკემბერი, კიევი) - ექიმი-თერაპევტი და პათოლოგი,წმიდა ვლადიმირის უნივერსიტეტის პათოლოგიის და პათ. ანატომიის პროფესორი, ალექსანდრიული საავადმყოფოს პირველი დირექტორი (1875 - 1885 წწ).

1886-1896 წლებში ფარმაკოლოგიის და ტოქსიკოლოგიის პროფესორი მედიცინის ფაკულტეტიზე იყო გერმანელი სპეციალისტი რობერტ კუბერტი.