სურინამი
სურინამის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: "Justitia - Pietas - Fides" (სამართლიანობა, მოვალეობა, ერთგულება) | ||||||
ჰიმნი: God zij met ons Suriname |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | პარამარიბო 5°50′ ჩ. გ. 55°10′ დ. გ. / 5.833° ჩ. გ. 55.167° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ნიდერლანდური ენა, ჰინდი, ინგლისური ენა და სხვ. | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური დემოკრატია | |||||
- | პრეზიდენტი | დეზი ბაუტერსე | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 163 821 კმ2 (91-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1,1 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 აღწერა | 541 638[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 2,9 კაცი/კმ2 (231-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $5 060 მილიარდი[2] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $9,475[2] | ||||
აგი (2007) | 0,716 (მაღალი) (85-ე) | |||||
ვალუტა | სურინამის დოლარი (SRD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-03:00 | |||||
Internet TLD | .sr | |||||
სატელეფონო კოდი | 597 |
სურინამი, ოფიციალურად სურინამის რესპუბლიკა (ნიდერლ. Republiek Suriname) — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნაწილში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საფრანგეთის გვიანა, სამხრეთიდან — ბრაზილია, დასავლეთიდან — გაიანა, ხოლო ჩრდილოეთიდან — ატლანტის ოკეანე. სურინამის ფართობი 165 000 კმ²-ია, რითაც სამხრეთ ამერიკის ყველაზ პატარა სუვერენული სახელმწიფოა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, სურინამის მცხოვრებთა რიცხვია 575,990. მათი უდიდესი ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია დასახლებული, სადაც დედაქალაქი პარამარიბო მდებარეობს. სურინამი კარიბის გაერთიანების წევრია.
სურინამი ერთ-ერთია იმ ოთხ სამხრეთამერიკული ქვეყანას შორის (ბრაზილია, გაიანა, საფრანგეთის გვიანა), სადაც სახელმწიფო ენა ესპანური არ არის. სურინამში სახელმწიფო ენა ნიდერლანდურია, გავრცელებულია ასევე კრეოლის და სრანანტონგოს ენები. ქვეყანაში ჯამში 17 ენასა და დიალექტზე საუბრობენ. სურინამი ერთადერთი ნიდერლანდურენოვანი ქვეყანაა დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელიც არ შედის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში.
XVII საუკუნიდან სურინამი ნიდერლანდების კოლონია იყო. 1863 წელს მონობის გაუქმებამდე ქვეყნის ეკონომიკა პლანტაციებში მომუშავე აფრიკელ მონებზე, ხოლო 1863 წლიდან აზიელ დაქირავებულ მუშახელზე იყო დამყარებული. 1954 წელს სურინამი ნიდერლანდების სამეფოს კონსტიტუციური ქვეყანა გახდა, ხოლო 1975 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა.
სურინამი ტროპიკულ სარტყელში, ეკვატორიდან ოდნავ ჩრდილოეთით მდებარეობს. ქვეყნის დიდი ნაწილი ტყეებითაა დაფარული. სურინამის ეკონომიკის წამმართველი ძალა ბუნებრივი რესურსებია, როგორიცაა ოქრო, ნავთობი, ბოქსიტი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები.
სურინამი ადრე ცნობილი იყო როგორც ნიდერლანდების გაიანა. ქვეყანას სახელი დაერქვა სურინების ტომისგან, რომელიც შემდგომში არავაკის ტომმა განდევნა. ეროვნული დღესასწაულია 25 ნოემბერი — დამოუკიდებლობის მოპოვების დღე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურინამის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები ძვ. წ. 3000 წლით თარიღდება. უძველესი და უდიდესი ტომები იყვნენ არავაკები, სანაპიროზე მომთაბარე ხალხები, რომლებიც თევზაობითა და ნადირობით ირჩენდნენ თავს. დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს სურინამის ტერიტორიაზე კარიბები შემოვიდნენ, რომლებიც მდინარე მარონის სათავესთან დასახლდნენ.
კოლონიური პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპიდან ამ ტერიტორიების დაზვერვა ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ნიდერლანდელმა, ფრანგმა, ესპანელმა და ინგლისელმა მოგზაურებმა დაიწყეს. XVII საუკუნეში მრავალი მდინარის სანაპიროზე, გაიანას ნაყოფიერ მიწებზე პირველი ნიდერლანდური და ბრიტანული კოლონიები გაჩნდა. ყველაზე ადრინდელ დოკუმენტურ მასალაში პირველ კოლინიად მოხსენიებულია ინგლისური დასახლება სახელწოდებით მარშალ კრიტი, რომელიც მდინარე სურინამის ნაპირებზე იყო გაშენებული. სურინამის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებისკენ დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები ისწრაფვოდნენ, რამაც ამ ორ ქვეყანას შორის უთანხმოება წარმოშვა. 1667 წელს მათ შორის ბრედის ზავის დაიდო, რომლის საფუძელზეც სურინამის პლანტაციები ნიდერლანდებმა, ინგლისმა კი ქალაქი ახალი ამსტერდამი მიიღო.
1683 წელს ამსტერდამმა სურინამის საზოგადოება დააარსა, რომელსაც კოლონიის მართვა და დაცვა ევალებოდა. კოლონიალისტთა მთავარი საყრდენი აფრიკელ მონათა შრომა იყო, რომლებიც მდინარის ნაპირზე გაშენებულ ყავის, კაკაოს, შაქრის, ლერწმისა და ბამბის პლანტაციებს ამუშავებდნენ. მონათმფლობელები მონებს უაღრესად სასტიკად ეპყრობოდნენ,[3] რის გამოც მრავალი მათგანი პლანტაციებიდან გარბოდა. ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსმა ჩარლზ რალფ ბოქსერმა დაწერა: „სურინამში საზღვრებს გასცა ადამიანის არაადამიანურმა მოპყრობა ადამიანისვე მიმართ.“[4] 1795 წელს მოხდა სურინამის საზოგადოებიზ ნაციონალიზება ბატავიის რესპუბლიკის მიერ, რის შემდეგაც რესპუბლიკა ტერიტორიას როგორც ეროვნულ კოლონიას, ისე მართავდა. 1799-1802 და 1804-1816 წლებში სურინამი გაერთიანებულ სამეფოს ჰქონდა ოკუპირებული.
ტროპიკულ ტყეებში მცხოვრებ მკვიდრ სამხრეთამერიკელთა დახმარებით გაქცეულმა მონებმა თავიანთი კულტურა ჩამოაყალიბეს. ისინი მარონების სახელწოდებით არიან ცნობილნი. ხშირად მარონები პლანტაციებში ჯგუფურად იჭრებოდნენ, რათა ახალი წევრები შეემატებინათ. ისინი იტაცებდნენ ქალებს, იარაღსა და საკვებს, ასევე ხშირად მონათმფლობელებსა და მათი ოჯახის წევრებს კლავდნენ. კოლონიალისტებმა მრონებისგან თავის დასაცავად თავდაცვითი ნაგობები ააგეს,[5] ასევე წარუმატებლად სცადეს შეარაღებული თავდასხმა მათ წინააღმდეგ. საბოლოოდ, საომარი მოქმედებების დასასრულებლად, XVIII საუკუნეში ევროპელმა კოლონიალისტებმა სხვადასხვა ტომებთან სამშვიდობო ხელშეკრულებები დადეს. მათ მარონებს საკუთარ ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება მისცეს და სუვერენული სტატუსი და ავტონომია მიანიჭეს.
მონობის გაუქმება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1861-1863 წლებში, ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში, როცა მონები ქვეყნის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ, აშშ-ს პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი და მისი ადმინისტრაცია ეძებდნენ ტერიტორიებს, სადაც ამერიკის დატოვების მსურველ გათავისუფლებულ მონებს დაასახლებდნენ. მათ სურინამის კოლონიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყეს ნიდერლანდების მთავრობასთან სურინამის, რაც 1864 წელს წარუმატებლად დასრულდა.[6]
ნიდერლანდებმა სურინამში მონათმფლობელობა 1863 წელს გააუქმა, თუმცა ეს გარდამავალი პროცესი იყო. მონებს პლანტაციებში 10 წლის მანძილზე მინიმალური ანაზღაურებით ამუშავებდნენ და შემდეგ ათავისუფლებდნენ, რაც მონათმფლობელთათვის გარკვეული სახის კომპენსაცია იყო. 1873 წლის შემდეგ, გათავისუფლებულ მონათა უმრავლესობამ პლანტაციებში მუშაობა შეწყვიტა. პლანტაციის ზოგიერთი მფლობელი 10 წლის მანძილზე მონებს ანაზღაურების ნაცვლად მიწის საკუთრებას უფლებას აძლევდა.[7]
როგორც კოლონიის, სურინამის ეკონომიკა პლანტაციებში სასაქონლო კულტურების მოყვანასა და დამუშავებაზე იყო დამყარებული. მშრომელთა დეფიციტის აღმოსაფხვრელად ნიდერლანდებმა დაქირავებული მუშახელი ინდოეთიდან და ნიდერლანდების ოსტ-ინდოეთიდან ჩამოიყვანა. აგრეთვე XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მშრომელები, მათ შორის ძირითადად კაცები, ჩინეთიდან და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაიქირავეს.
დეკოლონიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1941 წლის 23 ნოემბერს, აშშ-მ მოკავშირეებისთვის ხელის შესაწყობად ბოქსიტის მაღაროების დაცვის მიზნით, ნიდერლანდების ემიგრირებული მთავრობის თანხმობით სურინამის ოკუპაცია მოახდინა.[8]
1954 წელს სურინამი ნიდერლანდების სამეფოს კონსტიტუციური ქვეყანა გახდა. კონსტიტუციის მიხედვით, ნიდერლანდები ინარჩუნებდა კონტროლს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და პასუხისმგებელი იყო მის თავდაცავზე. 1974 წელს, ადგილობრივმა მთავრობამ, რომლის სათავეშიც სურინამის ეროვნული პარტია იდგა, ნიდერლანდების მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყო დამოუკიდებლობის თაობაზე, რომელიც ქვეყანას 1975 წლის 25 ნოემბერს მიანიჭა. დამოუკიდებლობის პირველ ათლწეულში სურინამის ეკონომიკის წამმართველი ძალა ნიდერლანდების მთავრობის ფულადი დახმარება იყო.
დამოუკიდებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურინამის პირველი პრეზიდენტი იყო იოჰან ფერიე, ხოლო პრემიერ-მინისტრი ― ჰენკ არონი, რომელის სურინამის ეროვნული პარტიის იმჟამინდელი ლიდერი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის მოლაპარაკებების პროცესში, ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი ნიდერლანდებში გადავიდა, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ დამოუკიდებელ სურინამში ბევრად უარესი მდგომარეობა იქნებოდა, ვიდრე, როგორც ნიდერლანდების სამეფოს საკონსტიტუციო ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, პოლიტიკოსთა ხელშეწყობით სურინამი ეთნიკურად პოლარიზებული და კორუფციული ქვეყანა გახდა, ხოლო ეროვნული პარტია ნიდერლანდების მიერ გამოგზავნილ ფულს პარტიზანული მიზნებით იყენებდა. ქვეყნის ლიდერები თაღლითობაში 1977 წლის არჩევნებში ამხილეს, რომელშიც ჰენკ არნონი მეორე ვადით აირჩიეს. მოსახლეობაში უკმაყოფილება სუფევდა, მათი დიდი ნაწილი ნიდერლანდებში გადასულ სურინამელთა საზოგადოებას შეუერთდა.[9]
1980 წლის სამხედრო გადატრიალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980 წლის 25 თებერვალს სამხედრო გადატრიალების შედეგად არნონის მთავრობა ჩამოაგდეს. გადატრიალება 16-მა სერჟანმა წამოიწყო, რომელთაც დეზი ბაუტერსე ხელმძღვანელობდა.[10] სამხედრო რეჟიმის მოწინააღმდგეეებს კონტრშეტევის მცდელობა 1980 წლის აპრილში, 1980 აგვისტოში, 1981 წლის მარტში და 1982 წლის მარტში ჰქონდათ, მათ შორის მეორე კონტრშეტევას მარქსისტ-ლენინისტები ხელმძღვანელობდნენ.[11] 1982 წლის 7 დეკმბერს სამხედრო რეჟიმმა, დეზი ბაუტერსეს მეთაურობით 13 რიგითი მოქალაქე, რომლებიც სამხედრო დიქტატურას ღიად აკრიტიკებდნენ, დააპატიმრეს და პარამარიბოს ციხეში ჩასვეს.[12] მომდევნო სამი დღის მანძილზე ცამეტივე მათგანი სიკვდილით დასაჯეს.
1987 წლის არჩევნები და კონსტიტუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურინამში 1987 წელს ეროვნული არჩევნები ჩატარდა. ეროვნულმა ასამბლეამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, ბაუტერსეს სამხედრო საქმიანობის შენარჩუნების უფლება მისცეს. ამ უკანასკნელის ძალაუფლება მხოლოდ 1991 წლის არჩევნების შემდეგ შესუსტდა.
1986 წელს სურინამის არმიასა და მარონებს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც 1990-იან წლებამდე გაგრძელდა. სამოქალაქო ომის გამო, 10,000 მეტი სურინამელი, ძირითადად მარონები, საფრანგეთის გაიანაში გადავიდნენ. [13]
1999 წელს ნიდერლანდებმა ბაუტერსი ნარკოტიკების კონტრაბანდაში დაადანაშაულა. იგი დამნაშავედ სცნეს და დააპატიმრეს.[14]
XXI საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის 19 ივლისს ძალაუფლებაში ყოფილი დიქტატორი დეზი ბაუტერსე დაბრუნდა, იგი სურინამის პრეზიდენტად აირჩიეს.[15] არჩევნებში გამარჯვებამდე, ბაუტერსე 24 ადამიანთან ერთად 15 დისიდენტის მკვლელობაში იყო ბრალდებული. 2012 წელს, სასამართლო განაჩენის გამოტანამდე ორი თვით ადრე, ეროვნულმა ასამბლეამ შეცვალა კანონი ამნისტიის შესახებ, რისი საშუალებთაც ბაუტერსეს და მის თანამონაწილეთა შეწყალება მოხდა. 2015 წლის 14 ივლისს იგი ახალი ვადით აირჩიეს.[16] 2019 წელს, სურინამის სასამართლომ მას 1982 წლის დეკემბრის მკვლელობებში ჩართულობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.[17]
2020 წელს სურინამის პრეზიდენტი გახდა ჩან სანტოხი.[18][19]
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურინამის რესპუბლიკის მმართველობის ფორმა წარმომადგენლობითი დემოკრატიაა. ქვეყანაში 1987 წელს მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს. ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანო 51 წევრისგან შემდგარი ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეაა, რომლის არჩევნებიც ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.
სურინამის პრეზიდენტი ეროვნული ასამბლეის მიერ, მის წევრთა ორი მესამედის თანხმობის შემთხევაში ხუთი წლის ვადით ირჩევა.
ხელისუფლების სასამრთლო შტოს სათავეში დგას სურინამის იუსტიციის უმაღლესი სასამართლო. მისი წევრები განუსაზღვრელი ვადით პრეზიდენტის მიერ, ეროვნულ საბჭოსთან და სახელმწიფო მრჩეველთა საბჭოსთან კონსტულტაციის შემდეგ ინიშნებიან.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურინამი სამხრეთ ამერიკის ყველაზე პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მისი ფართობია 165 000 კმ. სურინამი მდებარეობს ჩ.გ. 1° და 6°N და დ. გ. 54° და 58°-ს შორის. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საფრანგეთის გაიანა, სამხრეთიდან ― ბრაზილია, დასავლეთიდან ― გაიანა, ხოლო ჩრდილოეთიდან ― ატლანტის ოკეანე.
ქვეყანა ორ ძირითად გეოგრაფიულ რეგიონად იყოფა. პირველია ჩრდილოეთი, სანაპირო რეგიონი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობაა დასახლებული, ხოლო მეორე, სამხრეთი ნაწილი, რომელიც სურინამის ტერიტორიის 80%-ს იკავებს და შედარებით ნაკლებად დასახლებულია, ტროპიკული ტყეებითა და სავანებითაა დაფარული.
სურინამის უმაღლესი მწვერვალია იულიანატოპი, რომელიც ზღვის დონიდან 1,286 მეტრზე მდებარეობს.
სურინამში ტყის მასივი ტერიტორიის 90.2%-ს იკავებს, რა მონაცემითაც ქვეყანა პირველია მსოფლიოში.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურინამში ცხელი და ნესტიანი ტროპიკული ჰავაა. წლის მანძილზე ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ იცვლება. საშუალო ფარდობითი ტენიანობა 80%-დან 90%-მდეა, ხოლო საშუალო ტემპერატურა 29-დან 34-მდე მერყეობს.
წელიწადისთვის დამახასიათებელია ორი წვიმიანი და ორი მშრალი სეზონი. წვიმიანი სეზონი აპრილიდან აგვისტომდე და ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება, ხოლო მშრალი სეზონი ― აგვისტოდან ნოემბრამდე და თებერვლიდან აპრილამდე.
ნაკრძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალური სურინამის ნაკრძალი, რომელიც ხელუხლებელი ტყის მასივებითა და ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, 2000 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა.
სურინამის ტერიტორიის 16% ეროვნულ პარკებსა და ტბებს უკავია.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურინამის დომინანტური ეკონომიკური ბოქსიტის ინდუსტრია იყო, რომელზეც 2016 წელს მშპ-ს 15%-ზე მეტი, ხოლო ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის 70%-ზე მეტი მოდიოდა. ბოქსიტთან ერთად ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუტებია ბრინჯი, ბანანი და კრევეტები. ცოტა ხნის წინ, ქვეყანამ ნავთობისა და ოქროს გაყიდვაც დაიწყო.[20][21] სურინამის მოსახლეობის 25%-ზე მეტი სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. ქვეყნის ეკონომიკის მთავარი საყრდენი კომერციული სფეროა. მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან ნიდერლანდები, აშშ, კანადა, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, მათ შორის გამორჩეულად ტრინიდადი და ტობაგო და ყოფილი ნიდერლანდების ანტილის კუნძულები.[22]
2010 წლის მონაცემების მიხედვით, სურინამის მშპ 4.794 მილიარდი, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9,900, ხოლო მშპ-ს წლიური ზრდა 3.5% იყო.
2012 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 2.563 მილიარდი იყო, ხოლო იმპორტის საერთო ღირებულებამ 1.782 მილიარდი შეადგინა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის აღწერის მიხედვით, სურინამის მცხოვრებთა რიცხვი 541,638-ია. მათი 90% დედაქალაქ პარამარიბოში ან სანაპიროზეა დასახლებული.
სურინამი ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი ქვეყანაა მსოფლიოში, რაც ხანგრძლივი კოლონიალიზმის შედეგია. მოსახლეობის 37%-ს აფრო-სურინამელები შეადგენენ, რომლებიც ორ ეთნიკურ ჯგუფად, კრეოლებად და მარონებად იყოფიან. სურინამელი მარონები, რომლებიც გაქცეული ტყვეების შთამომავლები არიან, ქვეყნის მოსახლეობის 21.7%-ს შეადგენენ და ექვს ჯგუფად იყოფიან. სურინამელი კრეოლები, რომლებივ აფრიკელი ტყვეებისა და ნიდერლანდელების შთამომავლები არიან, მოსახლეობის 15.7%-ს შეადგენენ.
სხვა მრავალრიცხოვან ეთნიკური ჯგუფს წარმოადგენენ ჩინელები, რომელთა რიცხვიც 2011 წელს 40,000-ზე მეტი იყო; ასევე ლიბანელები, მათ შორის ძირითადად მარონიტები; ებრაელები, კერძოდ, სეფარდები და აშქენაზები; ბრაზილიელები, რომელთა უმრავლესობა ოქროს მაღაროებშია დასაქმებული.[23]
აბორიგენი ტომები ქვეყნის მოსახლეობის 3.7%-ს წარმოადგენენ.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 48.4% ქრისტიანია,[24] მათ შორია 26.7% ― პროტესტანტი და 21.6% ― კათოლიკე. მეორე უდიდესი რელიგია ინდუიზმია, რომელსაც მოსახლეობის 22.3% აღიარებს. ინდუისტთა პროცენტული წილით სურინამი დასავლეთ ნახევარსფეროში გაიანასა და ტრინიდადი და ტობაგოს შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. ისლამის მიმდევრები მოსახლეობის 13.9%-ს შეადგენენ, რა მაჩვენებლითაც ქვეყანა დასავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზეა. 2012 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 7.5% არცერთი რელიგიის მიმდევარი არაა.[24]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურინამში 13 წლიანი და სამსაფეხურიანი ზოგადი განათლების სისტემაა, რომელიც მხოლოდ 12 წლის ასაკამდეა სავალდებულო.[25] დაწყებითი საფეხური ― 6, საბაზო საფეხური ― 4, ხოლო საშუალო საფეხური 3 წელი გრძელდება.
ქვეყნის მთავარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ს ანტონ დე კომის სახელობის უნივერსიტეტი.
ბიომრავალფეროვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურინამში ბიომრავალფეროვნების დონე საკმაოდ მაღალია.[26] 2016 წლის ოქტომბერში, სურინამში ეკოსისტემის საკვლევად 16-მა მეცნიერმა სამკვირიანი ექსპედიცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც მათ 60 სახეობის ბაყაყი და 11 სახეობის თევზი აღმოაჩინეს. ჯამში მეცნიერებმა 1,378 სახეობის ცხოველი აღრიცხეს.[27][28][29][30]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Census of Suriname in 2012
- ↑ 2.0 2.1 Suriname. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
- ↑ Streissguth, Tom (2009). Suriname in Pictures. Twenty-First Century Books, გვ. 23–. ISBN 978-1-57505-964-8.
- ↑ Boxer, C.R. (1990). The Dutch Seaborne Empire. Penguin, გვ. 271–272. ISBN 978-0140136180.
- ↑ Simon M. Mentelle, "Extract of the Dutch Map Representing the Colony of Surinam", c.1777, Digital World Library via Library of Congress. Retrieved 26 May 2013
- ↑ Douma, Michael J. (2015). „The Lincoln Administration's Negotiations to Colonize African Americans in Dutch Suriname“ (PDF). Civil War History. 61 (2): 111–137. doi:10.1353/cwh.2015.0037. ISSN 0009-8078.
- ↑ Suriname View Geschiedenis (30 July 2020).
- ↑ World War II Timeline. Faculty.virginia.edu. Retrieved 15 August 2012.
- ↑ Obituary "The Guardian", 24 January 2001.
- ↑ Suriname. The World Factbook. Central Intelligence Agency (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 4 August 2013.
- ↑ Betty Sedoc-Dahlberg. Refugees from Suriname. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 26 August 2016.
- ↑ Bouterse heeft Daal en Rambocus doodgeschoten. Network Star Suriname, Paramaribo, Suriname (23 March 2012).
- ↑ Panorama de la population immigrée en Guyane. INSEE. ციტირების თარიღი: 2019-02-02.
- ↑ Neilan, Terence (17 July 1999). „World Briefing“. The New York Times. ციტირების თარიღი: 1 May 2010.
- ↑ Suriname ex-strongman Bouterse back in power, In: BBC News, 19 July 2010
- ↑ Suriname's Bouterse Secures Second Presidential Term დაარქივებული 2015-07-15 საიტზე Wayback Machine. , Voice of America News, 14 July 2015
- ↑ The Associated Press (2019-11-29). „Suriname President Convicted in 1982 Killings“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-12-01.
- ↑ „Breaking: NDP dient geen lijst in“. Dagblad Suriname (ნიდერლანდური). ციტირების თარიღი: 8 July 2020.
- ↑ „VHP grote winnaar verkiezingen 25 mei 2020“. GFC Nieuws (ნიდერლანდური). ციტირების თარიღი: 26 May 2020.
- ↑ Rigzone (3 January 2006). Staatsolie Launches Tender for 3 Offshore Blocks
- ↑ Cambior Development of the Gross Rosebel Mine in Suriname. cambior.com
- ↑ Suriname – Foreign trade. Encyclopedia of the Nations (2010). ციტირების თარიღი: 18 August 2012.
- ↑ "Violence erupts in Surinam დაარქივებული 2 January 2010 საიტზე Wayback Machine. ". Radio Netherlands Worldwide. 26 December 2009.
- ↑ 24.0 24.1 2012 Suriname Census Definitive Results დაარქივებული 24 September 2015 საიტზე Wayback Machine. . Algemeen Bureau voor de Statistiek – Suriname.
- ↑ United Nations High Commissioner for Refugees. The UN Refugee Agency. Unhcr.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2011. ციტირების თარიღი: 28 March 2010.
- ↑ Suriname. inaturalist.org.
- ↑ Cocoa frog and lilliputian beetle among 60 new species found in Suriname. The Guardian (3 October 2013). Retrieved 7 October 2013.
- ↑ New species discovered in Surname's mountain rainforests დაარქივებული 2013-10-20 საიტზე Wayback Machine. . The Telegraph (2 October 2013). Retrieved 7 October 2013.
- ↑ Scientists discover scores of species in Suriname's 'Tropical Eden'. NBC News (7 October 2013). Retrieved 7 October 2013.
- ↑ New-Species Pictures: Cowboy Frog, Armored Catfish, More. National Geographic (1 January 2012). Retrieved 7 October 2013.
|