სპერქეოსი
იერსახე
სპერქეოსი | |
---|---|
ქვეყანა | საბერძნეთი |
ქალაქები |
მაკრაკომიი ლამია |
სათავე |
ტიმფრისტოსი 38°57′40″ ჩ. გ. 21°55′50″ ა. გ. / 38.961139° ჩ. გ. 21.930694° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | საბერძნეთი |
შესართავი |
ეგეოსის ზღვა 38°51′50″ ჩ. გ. 22°34′35″ ა. გ. / 38.86389° ჩ. გ. 22.57639° ა. გ. |
სიგრძე | 82 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
სპერქეოსი ვიკისაწყობში |
სპერქეოსი (ბერძ. Σπερχειός) — მდინარე ცენტრალურ საბერძნეთში. სათავე აქვს ტიმფრისტოსის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 82 კმ. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ დაბლობზე გამოდის, სადაც ფართო ხეობას ივითარებს. დაბლობზე გასვლისას მდინარის ნაპირზე გაშენებულია ქალაქი მაკრაკომიი, ხოლო შესართავთან ახლოს მდებარეობს ქალაქი ლამია. ერთვის ეგეოსის ზღვის მალიის ყურეს. სპერქეოსის შესართავი ჭაობიანი და წყალ-ჭაობიანია. ქვემო დინებაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ernst Meyer: Spercheios. In: Der Kleine Pauly (KlP). Band 5, Stuttgart 1975, Sp. 303.
- Thermopylen. In: Brockhaus Enzyklopädie, Bd. 18, S. 640, Wiesbaden 1973, ISBN 3-7653-0000-4.