სინტ-ნიკლასი
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
სინტ-ნიკლასი | |||||
| |||||
ქვეყანა | ბელგია | ||||
კოორდინატები | 51°09′52″ ჩ. გ. 4°08′21″ ა. გ. / 51.16444° ჩ. გ. 4.13917° ა. გ. | ||||
მმართველი | Lieven Dehandschutter | ||||
ფართობი | 84.2 კვადრატული კილომეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ნიდერლანდური ენა | ||||
მოსახლეობა | 80 167 (1 იანვარი, 2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 03 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9100[2] , 9111[2] და 9112[2] | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.sint-niklaas.be/ | ||||
სინტ-ნიკლასი — ქალაქი ბელგიაში, აღმოსავლეთ ფლანდრიაში. მას ვასლანდის მხარის დედაქალაქადაც მოიაზრებენ და ითვლის 75208 მაცხოვრებელს. ქალაქი ცნობილია თავისი სავაჭრო მოედნით, რომელიც ყველაზე დიდია ბელგიაში (3,19 ჰექტარი)[3].
სახელი სინტ-ნიკლასი წარმოიშვა წმინდა ნიკოლოზისაგან, რომელიც ქალაქის მფარველ წმინდანად ითვლება. XIII საუკუნეში მის პატივსაცემად დაარსდა სამრევლო და აშენდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინტ-ნიკლასის დაარსებას საფუძვლად რომაული პერიოდის აქტივობები უდევს, როდესაც ამ ტერიტორიაზე, პროვინცია ვასმუნსტერის ახლოს რომაული ოლქის ცენტრი მდებარეობდა. მისი ისტორია იწყება 1217 წლიდან, როდესაც ბელგიის ქალაქ დორნიკის ეპისკოპოსმა ადგილობრივი სასულიერო პირების რჩევით იქ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ააშენა. სამრევლო XVI საუკუნემდე დორნიკის ეპარქიის გავლენის ქვეშ რჩებოდა. პოლიტიკურად კი ფლანდრიის საგრაფო მართავდა, რომელმაც ქალაქში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.
1241 წელს ფლანდრიის გრაფი ბუდევეინ მეცხრეს უფროსი შვილის, იოჰანა ვან კონსტანტინოპელის მიერ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი მიენიჭა. დაინიშნა მთავარი გამგებელი და შვიდი საერო მოსამართლე ბეილიფებად და თავმჯდომარეებად. ეს მოხდა იმიტომ რომ რეგიონი ყოფილიყო ისე კარგად ორგანიზებული, რომ კონკურენცია გაეწია ქალაქ ბევერენისთვის.
1248 წლის დოკუმენტი აღწერს, რომ მარგარიტა II დამატებით ექვსი ჰეკტარი მიწა უსახსოვრა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ტერიტორიას იმ პირობით, რომ ეს ტერიტორია დაუყოფელი დარჩებოდა და მის ადგილას არაფერს ააშენებდნენ. ზუსტად ეს დადებული პირობა ამტკიცებს თანამედროვე სინტ-ნიკლასის მოედნის განსხვავებულობას, რაც მის სიდიდეში გამოიხატება.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდი ბრიტანეთი, აბინგდონი
- საფრანგეთი, კოლმარი
- ბელარუსი, ბრესტი
- ნიდერლანდები, გორკუმი
- იტალია, ლუკა
- გერმანია, შონგაუ
- ჩეხეთი, თაბორი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sint-Niklaas, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bevolking per gemeente op 1 januari 2022 — Statbel.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Crossroad Bank of Enterprises
- ↑ Sint-Niklaas, hart van het Waasland[მკვდარი ბმული]