შინაარსზე გადასვლა

სვეტონიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვეტონიუსი
ლათ. Caius Suetonius Tranquillus[1]
დაბადების თარიღი 70[2] ან 69[1] [3]
დაბადების ადგილი უცნობი
გარდაცვალების თარიღი 126 ან 140[1]
გარდაცვალების ადგილი რომის იმპერია[4]
საქმიანობა მწერალი[5] , ისტორიკოსი[6] , მდივანი, ბიოგრაფი[7] , პოეტი და antiquarian[7]
ენა ლათინური ენა[7]
მოქალაქეობა ძველი რომი[1]
ჟანრი ბიოგრაფია[7]
Magnum opus 12 კეისარის ცხოვრება

გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (ლათ. Gaius Suetonius Tranquillus; დ. დაახლოებით 75 — გ. 140-ს შემდეგ) — რომაელი ენციკლოპედისტი, ისტორიკოსი, მწერალი, იურისტი და ბიოგრაფი.

სვეტონიუსის დაბადების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ცნობილია რომ მისი მამა სვეტონიუს ლეტუსი მონაწილეობას იღებდა ოტონის ბრძოლაში ვიტელიუსის წინააღმდეგ. როგორც ჩანს იგი მხედართა კლასს მიეკუთვნებოდა. მისი პაპა კი იკავებდა რაღაც მცირე პოსტს ტიბერიუსის და კალიგულას კარზე. ახალგაზრდობაში გაიუსმა მიიღო შესაფერისი განათლება, შემდეგ იგი დაუმეგობრდა გავლენიან სენატორს და ისტორიკოსს პლინიუს უმცროსს. გაიუსის შემდგომი ბიოგრაფია სწორედ მათი მიმოწერიდანაა ცნობილი, რომელმაც დღემდე ფრაგმენტულად მოაღწია.

პლინიუს უმცროსის დახმარებით გაიუსმა აიცილა სამხედრო სამსახური ტრაიანეს დროს და დაინიშნა ტრიბუნად. პლინიუსი ასევე დაეხმარა მას რომის მახლობლად ვილის ყიდვაში. ხოლო იმპერატორ ადრიანეს კანცელარიაში მოეწყო ბიბლიოთეკების ზედამხედველად და შემდეგ „მიმოწერის მრჩევლის“ პოსტიც მიიღო, მაგრამ 122 წელს იმპერატორის ბრძანებით იგი დაითხოვეს.

ამის შემდეგ მისი ცხოვრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის. ზოგი ვერსიით იგი ისევ დაუბრუნდა კანცელარიაში სამსახურს, სხვა ვერსიებით კი ცხოვრების ბოლომდე იგი მხოლოდ მწერლობით იყო დაკავებული.

პლინიუსი თავის მიმოწერაში სვეტონიუსს ახასიათებს როგორც არაპრაქტიკულ, დინჯ და ძალიან განათლებულ ადამიანს, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდეში წიგნებთან მუშაობა. მის მიერ დაწერილი ნაშრომების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ მან დიდხანს იცხოვრა, ალბათ 140–150 წლებამდე.

სვეტონიუსის ნაწარმოებებიდან შედარებით სრულად ჩვენამდე მხოლოდ 12 კეისარის ცხოვრებამ მოაღწია. ამ ნაშრომზე ძალიან დიდი დავა იყო წამოწეული, ბევრი მიიჩნევს რომ, როგორც ისტორიკოსი პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი მასზე უკეთესია, ხოლო როგორც ბიოგრაფი პლუტარქე.

პლუტარქე ფილოსოფოსი და ფსიქოლოგია, ამრიგად იგი თავის ბიოგრაფიებში ცდილობს ჩაწვდეს პიროვნების არსს და მისი ქმედებები ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ახსნას. ტაციტუსი კი ისტორიკოსია, იგი წერს ისტორიულ მოვლენებზე და მხოლოდ ამ მოვლენების კონტექსტში განიხილავს პიროვნებებს. სვეტონიუსი კი იღებს ცალკეულ პიროვნებას, ისტორიული კონტექსტისგან დამოუკიდებლად და ცალ-ცალკე აფასებს მის ყველა თვისებას და საქმიანობას.

სვეტონიუსი, როგორც ასეთი, ისტორიკოსი არ იყო. მისი ჩვენამდე არმოღწეული ნაწარმოებების ჩამონათვალით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ მას ენციკლოპედიური ხასიათის ინტერესები ჰქონდა და ისტორიის გარდა კიდევ უამრავ თემაზე წერდა, ამრიგად მისი მიზანი იყო არა ზოგადად ისტორიული მოვლენების ასახვა, არამედ კონკრეტული მოვლენების ვიწროდ გაშუქება.

12 კეისარის ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 კეისარის ცხოვრება არის ჩვენამდე ყველაზე სრულად მოღწეული ნაშრომი. ამ წიგნში აღწერილია იულიუს კეისარიდან დომიციანემდე ყველა იმპერატორის ბიოგრაფია. ხელნაწერის დასაწყისი დაკარგულია, სადაც აღწერილია კეისარის წარმოსვება და დაბადება. სვეტონიუსი თავის ნაშრომში არ იცავს ქრონოლოგიას. ყველა ბიოგრაფია დაყოფილია ოთხ ნაწილად: ძალაუფლების მიღწევამდე, მმართველობა, პირადი ცხოვრება, სიკვდილი და დასაფლავება. პირველ და უკანასკნელ ნაწილში იგი ასე თუ ისე იცავს ქრონოლოგიას, ხოლო მმართველობასა და პირად ცხოვრებაში იგი მხოლოდ ფაქტების ჩამონათვალს გვაძლევს, რომლებიც მოცემულ პირივნებას ჯერ დადებითან შემდეგ კი უარყოფითად ახასიათებს. იგი არ ცდილობს გააკეთოს ანალიზი, განსჯა მკითხველისთვის არის მინდობილი.

„თორმეტი კეისრის ცხოვრების“ მიხო მოსულიშვილისეული ქართული თარგმანი დაიბეჭდა 2011 წელს (გამომცემლობა „პეგასი“, თბ., 2011 წელი – ISBN 978-9941-9206-1-5).

არსებობს კიდევ რიგი ნაშრომებისა რომლებიც ჩვენამდე მხოლოდ მცირე ფრაგმენტების სახით არის შემონახული, ხოლო დაკარგული ნაშრომების შესახებ სხვადასხვა ხსენებებიდან არის ცნობილი. მაგალითად ბიზანტიის ბიბლიოთეკურ ჩამონათვალსი „სუდაში“ ჩამოთვლილია ის ნაწარმოებები რამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.

ფრაგმენტულად შემონახული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • De Viris Illustribus („ცნობილი ადამიანების შესახებ“ - ლიტერატურის დარგში) ამას ეკუთვნის:
    • De Illustribus Grammaticis („გრამატიკოსების ცხოვრება“)
    • De Claris Rhetoribus („რიტორიკოსების ცხოვრება“)
    • პოეტების ცხოვრება
სვეტონიუსი. წარმოსახვითი სურათი „ნიურნბერგის ქრონიკიდან“. 1493 (სვეტონიუსის ავთენტური პორტრეტები უცნობია).
  • ცნობილი გეტერების ცხოვრება
  • მეფეთა ბიოგრაფიები
  • Roma ("რომის შესახებ"), ოთხი ნაწილი:
    • რომაელები და მათი წესჩვეულებები
    • რომაული წელი
    • რომაული სანახაობები
    • რომაული ჩაცმულობა
  • ბერძნული თამაშები
  • საჯარო თანამდებობების შესახებ
  • ციცერონის რესპუბლიკის შესახებ
  • ადამიანთა ფიზიკური ნაკლები
  • დროის გამოთვლის მეთოდები
  • ტრაქტატი ბუნების შესახებ
  • ბერძნული სალანძღავი სიტყვები
  • გრამატიკული პრობლემები
  • წიგნებში კრიტიკული შენიშვნები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Varma S. R. Overview // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #118619918 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Żywoty Cezarów — 6 — Wrocław, Warszawa, Kraków, Gdańsk, Łódź: Zakład Narodowy im. Ossolińskich, 1987. — გვ. 7. — 362 გვრ. — ISBN 83-04-01648-6
  4. Varma S. R. Mini Bio // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  5. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  6. Union List of Artist Names — 2011.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Varma S. R. Mini Bio // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.