შინაარსზე გადასვლა

სერჟ თანქიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერჟ თანქიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 აგვისტო, 1967
დაბ. ადგილი ბეირუთი,ლიბანის დროშა ლიბანი
წარმოშობა სომხეთის დროშა სომხეთი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატივული მეტალი, პროგრესული როკი, ჰარდ როკი
საქმიანობა მუსიკოსი,პოეტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი,გიტარა,ბას გიტარა,დრამი და სხვ.
აქტიური 1992-დღემდე
საიტი www.serjtankian.com
სერჟ თანქიანი ვიკისაწყობში

სერჟ თანქიანი (სომხ. Սերժ Թանգեան [ˈsɛɾʒ tʰɑnˈkjɑn]; დ. 21 აგვისტო, 1967) — სომეხი-ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი, პოეტი და პოლიტიკური აქტივისტი. ცნობილია როგორც ალტერნატიური-მეტალ ჯგუფის System of a Down სოლისტი. მისი მუსიკალური კარიერის დროს მან გამოუშვა ხუთი ალბომი „System of a Down“-ის ჩათვლით, ერთი Arto Tunçboyacıyan-სთან ერთად და ასევე სამი სოლო ალბომი „Elect the Dead“, „Imperfect Harmonies“ და „Harakiri“. მის მუსიკას ძირითადად პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

თანქიანი დაიბადა ბეირუთში, ლიბანში. ხუთი წლის ასაკში სერჟ თანქიანი გადავიდა თავის მშობლებთან ლოს-ანჯელესში, კალიფორნია. ის დადიოდა Alex Pilibos-ის სომხურ ორენოვან სკოლაში, სადაც ასევე სწავლობდნენ მისი მომავალი ბენდის System of a down წევრები დარონ მალაქიანი და შავო ოდაჯიანი. თანქიანი მიიღეს კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში Northridge-ში. ეს ეს იყო ადგილი, სადაც მან ისწავლა ინსტრუმენტებზე დაკვრა და დაწერა პირველი სიმღერები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: