სერბული დინარი
სერბული დინარი სერბ. динар | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
კოდი ISO 4217 | RSD | ||||
ქვეყანა | სერბეთი | ||||
ოფიციალური მომხმარებლები |
* სერბეთი | ||||
შედგება | 100 პარა | ||||
სიმბოლო | РСД; და RSD | ||||
მონეტები | 1, 2, 5, 10 და 20 სერბული დინარი; | ||||
ბანკნოტები | 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 და 5000 სერბული დინარი; | ||||
ცენტრალური ბანკი | სერბეთის ეროვნული ბანკი | ||||
გაცვლითი კურსი (2011 1 იანვარი თვის) | |||||
1 USD | = 81,9124 RSD | ||||
1 EUR | = 104,456 RSD | ||||
1 GBP | = 127,128 RSD |
სერბული დინარი (სერბ. динар) — ფულის ერთეული სერბეთში.
- 1 სერბული დინარი შედგება 100 პარასგან;
- კოდი ISO 4217 — «RSD»;
- გრაფიკული სიმბოლო РСД; და RSD;
- ამჟამად მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით: 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 და 5000 სერბული დინარი;
- მონეტები ნომინალით: 1, 2, 5, 10 და 20 სერბული დინარი;
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერბული დინარი პირველად ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ მე-XIII საუკუნეში სტეფან პირველშემკობილის ზეობის პერიოდში გვხვდება. ამ პერიოდიდან მოყოლებული დესპოტ სტეფან ლაზარევიჩის ტახტიდან ჩამოგდებამდე, ანუ 1459 წლამდე სერბი მმართველების უმრავლესობა დინარის ვერცხლის მონეტებს ჭრიდა, ხოლო სერბეთის იმპერიის პერიოდში კი დინარი უფრო მყარმა პერპერმა შეცვალა. პერპერი შუა საუკუნეების სერბული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი ატრიბუტი და სიმბოლო იყო.
პირველი შედარებით თანამედროვე დინარი სერბეთში მე-XIX საუკუნიდან გვხვდება. მანამდე, ოტომანთა დაპყრობების შედეგად, ბალკანეთის ამ ტერიტორიაზე მრავალი სხვადასხვა ვალუტა მიმოიქცეოდა, რისი კვალიც სერბულ დინარს დღემდე ეტყობა - მისი ქვევალუტის პარას სახელწოდება იგივეა, რაც თურქული მსგავსი მონეტისა და იგი არაბულად ვერცხლს ნიშნავს. 1868 წელს 1, 5 და 10 პარას დენომინაციის მონეტები გამოუშვეს, რომლის ავერსზეც პრინც მიჰაილო ობრენოვიჩ III-ს პორტრეტი იყო გამოსახული. მოგვიანებით, 1875 წელს ვერცხლის 50 პარა, 1, 2 და 5 დინარი მოიჭრა. ხოლო 1879 წელს კი პირველი ოქროს მონეტები მოიჭრა ჯერ 20, ხოლო მოგვიანებით 10 დინარისათვის. ეს უკანასკნელნი სპეციალურად მილან I-ის კორონაციისთვის 1882 წელს ჩამოასხეს, რის გამოც 10 დინარს ხალხში “მილანდორს” უწოდებდნენ, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც ოქროს მილანი.
სერბული დინარის პირველი ბანკნოტები დაიბეჭდა 1876 წელს. 1873 - 1894 წლებს შორის სერბული დინარი მიბმული იყო ფრანგულ ფრანკთან.
1918 წელს შეიქმნა იუგოსლავიის სამეფო, რომლის შემადგენლბაშიც იყო სერბეთი. სამეფოს შექმნიდან ორი წლის შემდეგ 1920 წელს სერბული დინარი შეცვალა იუგოსლავიურმა დინარმა.
1941 წელს მესამე რეიხის მიერ სერბეთის ოკუპირებული ნაწილებში იუგოსლავიური დინარი შეიცვალა სერბული დინარით, რომელიც მიმოქცევაში იყო 1944 წლამდე, როდესაც იუგოსლავიის სახალხო არმიამ ის შეცვალა იუგოსლავიური დინარით 1 იუგოსლავიური დინარი 20 სერბული დინართან თანაფარდობით.
2003 წელს, როდესაც იუგოსლავია გარდაიქმნა სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფოთა კავშირად მიმოქცევაში შევიდა სერბული დინარი, რომელმაც შეცვალა მისი წინამორბედი იუგოსლავიური დინარი.
ბანკნოტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერბეთში მიმოქცევაშია ბანკნოტები შემდეგი ნომინალით:
ავერსი | რევერსი | ნომინალი | პორტრეტი |
---|---|---|---|
10 დინარი | ვუკ კარაჯიჩი | ||
20 დინარი | პეტრე II პეტროვიჩი | ||
50 დინარი | სტევან მოკრიანიაჩი | ||
100 დინარი | ნიკოლა ტესლა | ||
200 დინარი | ნადეჟდა პეტროვიჩი | ||
500 დინარი | იოვან ცვიიჩი | ||
1000 დინარი | ჯორჯ ვაიფერტი | ||
5000 დინარი | სლობოდან ჯოვანოვიჩი |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერბული დინარის ბანკნოტები 2006 წლის სერია დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- სერბული ბანკნოტების კატალოგი დაარქივებული 2011-09-08 საიტზე Wayback Machine.
|