შინაარსზე გადასვლა

სემისისი (ოქრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანასტასიოს I-ის მიერ მოჭრილი სემისისი

სემისისი (ლათ: Semissis, Semi - ლათინურად - ნახევარი) — რომაული ოქროს მონეტა. შეადგენს სოლიდუსის 1/2-ს. მისი წონა იყო 2.24 გრ. სუფთა ოქრო. მიმოქცევაში იყო გვიანდელ რომის იმპერიაში და შემდგომ ბიზანტიაში. არ უნდა აგვერიოს სემისში. რომაულ ბრინჯაოს მონეტაში, რომელიც მიმოქცევიდან იმპერატორ ადრიანეს დროს ამოიღეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]