სელფი
სელფი (ინგლ. selfie, self - საკუთარი თავი) — ავტოპორტრეტული ფოტოსურათი, რომელიც, როგორც წესი, გადაღებულია ხელში მოთავსებული ციფრული ან მობილური ტელეფონის კამერით. სელფის ტიპის სურათებს ხშირად აზიარებენ სოციალურ ქსელებში, როგორიც არის Instagram, Snapchat და Tumblr. ასეთი სურათები ხშირად ერთმანეთს ჰგავს - ავტორს კამერა უკავია წინ გამოშვერილი ხელით და უღებს საკუთარ თავს, ხშირად - სარკის წინ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობერტ კორნელიუსი, ფოტოგრაფიის ამერიკელი პიონერი, ითვლება ავტოპორტრეტული ფოტოსურათების პირველ შემთხვევად. 1839 წელს მან საკუთარ თავს ფოტოსურათები გადაუღო. ვინაიდან პროცესი ნელი იყო, მას ლინზის სახურავი მოხსნა, კამერის წინ დადგა ერთი ან მეტი წუთით, შემდეგ კი ლინზის სახურავი შეცვლა. ფოტოსურათის უკან მან დაწერა - „პირველი ფოტოსურათი შუქზე. 1839“[1][2]
პორტატული Kodak Brownie-ის 1900 წელს გამოჩენას მოჰყვა ავტოპორტრეტული ფოტოსურათების უფრო ფართოდ გავრცელება. ძირითადად გამოიყენებოდა სარკე და კამერა, რომელიც დამაგრებული იყო ან ახლოს მდებარე რამე ნივთზე, ან სამფეხზე, ხოლო კადრის დაგეგმვა ხდებოდა კამერის მოდელზე არსებული ვიზირით.[3] ანასტასია რომანოვა 13 წლის ასაკში იყო ერთ-ერთი პირველი მოზარდი, რომელმაც საკუთარ თავს სარკეში ფოტოსურათი გადაუღო და მეგობარს გაუგზავნა, 1914 წელს. თანმხლებ წერილში ეწერა: „საკუთარ თავს სარკეში ეს სურათი გადავუღე. ძალიან რთული იყო, რადგან ხელები მიკანკალებდა.“[4]
ჯგუფური ავტოპორტრეტი ფოტოსურათების (ამჟამად ისინი ცნობილია, როგორც სუპერ-სელფები) ინტერნეტში ატვირთვის ტრადიცია, ფოტოკამერით ან მობილური ტელეფონით, სათავეს იღებს 2001 წლის სექტემბერში, ავსტრალიელების მიერ შექმნილი საიტიდან. შეიძლება ჩაითვალოს 1990-იანი წლების ბოლოს გადაღებული ფოტოსურათები (ინტერნეტ-არქივმა ისინი 2004 წლის აპრილში შეინახა).[5][6][7] სიტყვა სელფის ყველაზე პირველი გამოყენება შეიმჩნევა 2002 წელს. იგი პირველად გამოჩნდა ავსტრალიურ ინტერნეტ ფორუმზე (ABC Online), 2002 წლის 13 სექტემბერს.
„მმმ, დავთვერი ძმაკაცის 21-ეზე, რაღაცას ფეხი წამოვდე [sic] დავეცი და ტუჩები მივარტყი (წინა კბილები ახლოს მქონდა) საფეხურებს. წინა ტუჩში დაახლოებით 1 სმ-ის სიგრძის ნახვრეტი მქონდა. ფოკუსისთვის ბოდიში, ეს სელფი იყო..[8] “
|
პოპულარობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი სელფი განხილული იქნა ფოტოგრაფ ჯიმ კრაუსის მიერ 2005 წელს,[9] თუმცა ფოტოსურათები სელფის ჟანრში ტერმინის გამოყენებამდეც გავრცელდა. 2000-იანი წლების დასაწყისში, სანამ Facebook იქცეოდა დომინირებად ონლაინ სოციალურ ქსელად, სელფები განსაკუთრებით პოპულარული იყო MySpace-ზე. თუმცა, ავტორი კეიტ ლოსი იხსენებს, რომ 2006-2009 წლებში, როდესაც Facebook პოპულარობით წინ წამოიწია, ე.წ. MySpace-სურათი (როგორც წესი, „სამოყვარულო ავტოპორტრეტი, გადაღებული აბაზანის სარკის წინ“) იქცა Facebook-ის მომხმარებელთა ცუდი გემოვნების მაჩვენებლად. მათთან შედარებით, Facebook-ზე განთავსებული ადრეული ავტოპორტრეტები უფრო დახვეწილი ფოტოფოკუსით იყო წარმოდგენილი და უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა, იყო რა გადაღებული სხვების მიერ, სწორი მანძილიდან. 2009 წელს სურათებისა და ვიდეო ჰოსტინგის საიტზე Flickr მომხმარებლები სელფებს იყენებდნენ მოზარდი გოგონების მიერ გამოქვეყნებული უსასრულო რაოდენობის ფოტოპორტრეტების სინონიმებად.[10] ლოსის თანახმად, გაუმჯობესებული ფოტოსურათები გამოჩნდა 2010 წელს iPhone 4-ის გამოსვლის შემდეგ და სოციალური ქსელების განვითარებით, რამაც სელფის აღორძინება გამოიწვია.[11]
თავდაპირველად სელფი პოპულარული იყო ახალგაზრდებში, მაგრამ დროთა განმავლობაში ფართო პოპულარობა შეიძინა.[12][13] 2012 წლის ბოლოსთვის Time სელფის წლის ერთ-ერთ ტერმინად თვლიდა.[14] 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით 18-35 წლის ასაკის ავსტრალიელი ქალების ორი მესამედი სელფებს იღებდა Facebook-ზე გამოსაქვეყნებლად.[13] მობილური ტელეფონებისა და ფოტო აპარატების მწარმოებელ Samsung-ის გამოკითხვის შედგეად აღმოჩნდა, რომ 18-24 წლის ასაკის პიროვნებათა მიერ გადაღებული ფოტოსურათების 30% სელფებს წარმოადგენს.[15]
2013 წლის ბოლოსთვის სიტყვა სელფი იმდენად პოპულარულად იქცა, რომ იგი ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის ონლაინ ვერსიაში იქნა შეტანილი.[16] 2013 წლის ნოემბერში ლექსიკონის რედაქტორების მიერ სელფი დასახელად წლის სიტყვად, რომელსაც ჰქონდა ავსტრალიური წარმოშობა.[17]
სელფები აგრეთვე გადაღებული იქნა დედამიწის მიღმაც. კოსმოსური სელფი არის სელფი, გადაღებული კოსმოსში. ასეთია ასტრონავტების,[18] კოსმოსური მანქანების[19] მიერ ან ზოგადად კოსმოსში არასტანდარტულად გადაღებული ფოტოსურათები.[20]
2014 წლის იანვარში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას Twitter-ზე პოპულარული იყო ოლიმპიური სელფი - მომხმარებელთა მიერ უცნაურ სიტუაციებში გადაღებული სელფები.[21] ამ ინტერნეტ-მემის გავრცელება მოხდა ჰეშტეგებით #selfiegame და #selfieolympics.[22]
სელფი, რომელიც მოაწყო ოსკარის 86-ე დაჯილდოების წამყვანმა ელენ დეჯენერესმა, 2014 წლის 2 მარტს, ითვლება Twitter-ზე ყველაზე ხშირად გაზიარებულ სურათად.[23][24] დეჯენერესმა თქვა, რომ მერილ სტრიპის რეკორდული 18 ნონიმაციის აღნიშვნა სურდა ახალი რეკორდის დამყარებით, ამიტომ ოსკარის სხვა მონაწილეებიც შემოიერთა. 12 ცნობილი ადამიანისგან შემდგარმა ფოტომ წინა რეკორდი 40 წუთის განმავლობაში მოხსნა და Twitter-ზე პირველი საათის განმავლობაში გაზიარებული იქნა 1.8 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით.[25][26][27] ცერემონიის დასასრულამდე იგი გაზიარებული იქნა 2 მილიონზე, 24-ზე ნაკლებ საათში კი - 2.8 მილიონზე მეტი ასლის სახით.[24][25] 2014 წლის 18 მარტისთვის მისმა გაზიარებებმა 3.400.395 ასლი შეადგინეს.[24] ამან გააუმჯობესა წინა რეკორდი, 778.801, რომელიც დაამყარა ბარაკ ობამამ, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადაღებული ფოტოსურათით.[27][28][29]
2014 წლის აპრილში სარეკლამო სააგენტო iStrategyLabs-მა გამოუშვა სპეციალური სარკე, რომელსაც შეუძლია სახეების ამოცნობა და ფოტოსურათების ავტომატურად Twitter-ზე გამოქვეყნება.[30]
სოციოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სელფების მიმართ ინტერესი გამომდინარეობს იქიდან, თუ რამდენად ადვილია მათი შექმნა და გაზიარება და ის, თუ რამდენად ადვილია საკუთარი თავის წარდგენის კონტროლი. მრავალი სელფი ემსახურება პიროვნების მლიქვნელი სახის შექმნას, განსაკუთრებით, იმ მეგობრებთან, რომელთა მხრიდან მხარდაჭერა სურს ფოტოს ავტორს.[12][13] თუმცა, Facebook-ის მომხმარებელთა 2013 წლის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკუთარი თავის ფოტოსურათების გამოქვეყნება გამოწვეულია Facebook-ის მეგობრების მხრიდან სოციალური დახმარების დაბალი დონით (გარდა ახლო მეგობრებისა).[31] ნაშრომის მთავარი ავტორის აზრით, „Facebook-ზე საკუთარი სურათების ხშირად გამომქვეყნებლები ავნებენ ურთიერთობებს რეალურ ცხოვრებაში.“[32] ფოტო გზავნილების პროგრამა Snapchat აგრეთვე ხშირად გამოიყენება სელფების გასაგზავნად. მისი რამდენიმე მომხმარებელი სპეციალურად ავრცელებს არამიმზიდველ სელფებს, სახუმარო მიზნით.
განგებ არამიმზიდველი სელფების გავრცელება აგრეთვე იქცა პოპულარულ მოვლენად 2010-იანი წლების დასაწყისში - განსაკუთრებით სახუმარო ხასიათის გამო, მაგრამ ხანდახან იგი წარმოადგენს ადამიანის სხეულის გამოსახულების პრობლემების კვლევას ან რეაქციას ნარცისიზმზე ან ტიპური სელფების ზედმეტად სექსუალურობაზე.[33]
გენდერული როლები, სექსუალურობა და პირადულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სელფები პოპულარულია ორივე სქესს შორის. სოციოლოგი ბენ ეგერი თვლის, რომ სელფები წარმოადგენს „მამაკაცურ ჟინს, რომელმაც ფენომენალური პოპულარობა შეიძინა“, ხოლო სოციოლოგი გეილ დაინზი მას უკავშირებს პორნო კულტურის აღმასვლას და იდეას იმისა, რომ სექსუალური მიმზიდველობა არის ქალის წარმოჩენის ერთადერთი გზა.[34] ავტორი ენდრიუ კინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სელფების დანიშნულებაა ფოტოგრაფის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის კონტროლი, საჯაროდ სურათების გამოქვეყნებას ან სხვებთან გაზიარებას შესაძლოა ჰქონდეს უკუეფექტი, მაგალითად, შურისძიების მიზეზით გამოქვეყნებული პორნოგრაფიის სახით, ადამიანების მიერ თავისი ყოფილი შეყვარებულების ფოტოსურათების გავრცელებით.[34] სხვადასხვა ფემინისტის აზრით, სელფი არის თვითგამოხატვის დამღუპველი ფორმა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების სასურველობის ხედვას.[35] სხვა პიროვნებასთან გაზიარებული პირადი სელფების ამოსაღებად შესაძლოა, ეფექტიანი იყოს კანონი საავტორო უფლებებზე.[36]
სიახლეების ბლოგი Jezebel აკრიტიკებს სელფებს, ვინაიდან, მისი აზრით, ისინი ზღუდავენ თვითგანმტკიცების საშუალებებს.[37] მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი იმაზე, რომ სელფები ასახავენ ქალების სხვების წინაშე წარმოჩენას და ყველაზე მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური მიმზიდველობა.[38] ავტორი ერინ გლორია რაიანი აცხადებს, რომ სელფები უფრო მეტად სოციალურ მედიაში გამოიყენება, გარემოში, სადაც ხალხს მოუწოდებენ მათი „მოწონებისა“ და გამოხმაურებისკენ.[39] Jezebel-ის სტატიამ მედიაში დიდი ყურადღება მიიქცია, ხოლო ავტორი მარია გიდო იცავდა სელფების ფენომენს, აცხადებდა რა, რომ დასაშვებია საკუთარი თავის სურათების გადაღება და ამის მოწონება, ვინაიდან საზოგადოება და რეკლამის საშუალებები მუდმივად გმობენ ქალებს იმის გამო, რომ ისინი „არ არიან საკმარისად კარგები, ლამაზები [ან] გამხდრები.“[40] ბლოგმა გაავრცელა ჰეშტეგი #feministselfie, რასაც მოჰყვა ჯგუფი Flickr-ზე, სახელწოდებით #365feministselfie, სადაც ქალები ყოველდღე აქვეყნებენ სელფებს და იცავენ სილამაზის ახალ, უჩვეულო და ინდივიდუალურ სტანდარტებს[40]
ცნობილი პიროვნებების სელფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრავალი ცნობილი პიროვნება - განსაკუთრებით სექს-სიმბოლო - სოციალურ მედიაში აქვეყნებს სელფებს მათთვის, ვინც მათ გვერდებს თვალს ადევნებს. პროვოკაციული ან სხვა მხრივ საინტერესო სელფები წარმოადგენენ პრესის მიერ განხილვის საგანს. სხვადასხვა კომენტატორი, როგორიც არის The Telegraph, თვლის, რომ ცნობილი (ან ნაკლებად ცნობილი) პიროვნებების სექსუალური სელფები თვითგანმტკიცების საშუალებას იძლევა, მაგრამ საზიანოა ზოგადად ქალებისთვის, ვინაიდან ხდება ქალების სექსუალურ ობიექტებად წარმოჩენა.[41] მსახიობმა და სელფების ხშირმა ავტორმა ჯეიმზ ფრანკომ The New York Times-ს მისწერა ღია წერილი, სადაც იცავს Instagram-ის საკუთარ გვერდზე სელფების ხშირად გამოქვეყნების პრაქტიკას.[42] ფრანკო იცავს ავტოპორტრეტებს, ვინაიდან, მისი აზრით, ისინი არ უნდა ჩაითვალოს ეგოცენტრულ ქმედებად, არამედ უნდა განიხილონ, როგორც ჟურნალისტური მომენტი, ვინაიდან იგი განავითარებს „ვიზუალურ კულტურას, სელფი სწრაფად და მარტივად გიჩვენებთ და არა მოგითხრობთ, თუ როგორ გრძნობთ თავს, სად იმყოფებით, რას აკეთებთ, ისევე, როგორც ამას ფოტოჟურნალისტური სურათი აკეთებს“.[42] შემდეგ ფრანკომ აღნიშნა, თუ როგორია ხალხის სოციალური ცხოვრება - „უფრო მეტად ელექტრონულია, რითაც უფრო გვიზიდავს სოციალური მედია. და რაც უფრო მეტად ელექტრონული გახდება ჩვენი ცხოვრება, მით უფრო მეტად მიგვიზიდავს სოციალური მედიაც.[42] ტექსტური მიმოწერა შესაძლოა, ვერ ასახავდეს, თუ როგორ გრძნობ თავას, მაგრამ სელფი ყველაფერს ერთ წამში ნათელს ხდის.[42] სელფი წარმოადგენს უფრო მეტად ურთიერთობის საშუალებას, ვიდრე ამაოებას (თუმცა, რა თქმა უნდა, ის შესაძლოა, ოდნავ ამაოც იყოს)”.[42]
პოლიტიკური სელფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოხვდა ახალ ამბებში მას შემდეგ, რაც ნელსონ მანდელას ხსოვნის ცერემონიაზე, იოჰანესბურგის FNB სტადიონზე სხვადასხვა მსოფლიო ლიდერთან გაღიმებული სელფები გადაიღო. მათ შორის იყვნენ დანიის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები ჰელე თორნინგ-შმიდტი და დევიდ კემერონი, ჩამოსულები მანდელას ხსოვნისადმი პატივის მისაგებლად.[43] სელფების გადაღების გადაწყვეტილება ცუდ გემოვნებად ჩაითვალა. ბრიტანელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა განაცხადა, რომ ეს იყო იდიოტური საქციელი, ვინაიდან ისინი „ხალისობდნენ, როგორც მაპეტები“.[43] ფოტოსურათებზე აგრეთვე გამოსახულია აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა, რომელიც იქვე ზის, „გააფთრებული და შეურაცხყოფილი“.[43] მიუხედავად ასეთი კრიტიკისა, რობერტო შმიდტი, ცერემონიის ერთ-ერთი ოფიციალური ფოტოგრაფი აცხადებდა, რომ ეს იყო თავად ცერემონიის მხიარული ნაწილი.[44]
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის ფოტო პოპულარული გახდა 2014 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა სელფი, რომელიც ადასტურებდა, რომ იგი ესაუბრებოდა თეთრ სახლს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.[45] Twitter-ზე მისი სურათის გაზიარებამ ვირუსული სტატუსი შეიძინა. ორიგინალურ სურათს ახლდა ტექსტი: „@BarackObama-ს ვესაუბრები უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე. ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის ქმედებებს.“[45] რამდენიმე ცნობილმა პიროვნებამ გამოაქვეყნა ფოტოსურათის პაროდია. მათ შორის იყო რობ დელეინი, რომელსაც კბილის პასტა ეკავა ტელეფონივით. ხოლო მსახიობმა სერ პატრიკ სტიუარტმა გაავრცელა ფოტოსურათი, რომელზეც ყურთან Wet Wipes-ის შეფუთვა ჰქონდა მიდებული.[45]
კანდიდატმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ნარენდრა მოდიმ გაავრცელა სელფი განდინაგარში ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, რაც ასევე იქცა პოპულარულ სურათად Twitter-ში.[46]
სელფები დაკრძალვების დროს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Tumblr-ის ბლოგში Selfies at Funerals ქვეყნდებოდა სელფები, გადაღებული დაკრძალვების დროს, ძირითადად აბაზანებში, რაც ჩაითვალა თაობა Y-ის ეგოიზმის მაგალითად.[47][48] ნელსონ მანდელას ხსოვნის ცერემონიისას ობამას მიერ გადაღებული სელფის შემდეგ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება მისი დახურვის შესახებ: „ობამამ გადაიღო სელფი დაკრძალვისას, ჩვენი საქმიანობა დასრულდა.“[48]
პოპულარულ კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2013 წლის აგვისტოში Guardian-მა გამოუშვა სერიალი Thinkfluencer[49], რომელშიც ბრიტანეთში სელფების კულტურის პოპულარობა განიხილება.
- ამერიკულმა საცეკვაო დუეტმა The Chainsmokers 2014 წელს გამოუშვა სინგლი #SELFIE.
- 2014 წლის მარტში ბრიტანეთში დაიწყო მემის გავრცელება, რომელიც ასახავს სელფის მაკიაჟის გარეშე. კამპანიის ფარგლებში ქალები მაკიაჟის გარეშე მხარს უჭერენ ონკოლოგიური დაავადებების მკვლევარ ორგანიზაციებს.[50]
ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკოლა ბრუნოსა და მარკო ბერტამინის მიერ პარმას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შემდეგად, არაპროფესიონალი ფოტოგრაფების სელფები ასახავენ სელფის გადამღების მარცხენა ლოყის ჩვენებისადმი ერთგვარ მიდრეკილებას.[51] ეს არის იგივე, რაც დამკვიდრდა სხვადასხვა ისტორიული პერიოდისა და სტილის პროფესიონალი მხატვრის მიერ.[52] აღინიშნება, რომ მარცხენა ლოყა გამომდინარეობს ტვინის ლატერალიზაციის ასიმეტრიებიდან, რომლებიც აღბეჭდილია შეგნებულ ნეირომეცნიერებაში. მეორე კვლევაში[53] იგივე ჯგუფმა გამოიკვლია, თუ რამდენად ინარჩუნებენ სელფების ავტორები, გარკვეული ფოტოგადაღების გამოცდილების გარეშე, ფოტოკომპოზიციის ფართოდ გავრცელებულ პრინციპებს, როგორიც არის მესამედის წესი. აღმოჩნდა, რომ ისინი ამას არ ითვალისწინებენ, რაც ნათელს ხდის, რომ ეს წესები უფრო პირობითია, ვიდრე ადამიანის ტვინის შემეცნებაში ღრმად აღბეჭდილი უპირატესობების ნაწილი.
2014 წლის აპრილში მამაკაცი დისმორფოფობიის დიაგნოზით იხსენებდა, რომ იგი დღეში ათ საათს უთმობდა „სწორი“ სელფის გადაღების მცდელობას. წარუმატებლობის შემდეგ მან საკუთარი თავის მოკვლა სცადა.[54]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სელფი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ რობერტ კორნელიუსის ავტოპორტრეტი: პირველი „სელფი“ (1839). The Public Domain Review. Open Knowledge Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-11. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
- ↑ რობერტ კორნელიუსი, ავტოპორტრეტი, აღიარებული ყველაზე პირველ ამერიკულ ავტოპორტრეტულ ფოტოსურათად. Prints & Photographs Online Catalog. Library of Congress. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2013.
- ↑ Brownie Box-ის აპარატის გამოყენების მეგზური დამწყებთათვის.
- ↑ დღიურები და წერილები - დიდ მთავარ ანასტისიას წერილები.
- ↑ bogon.8m.com SelfPix. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-04-13. ციტირების თარიღი: 2014-05-13.
- ↑ bogon.8m.com Out & About. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-10-11. ციტირების თარიღი: 2014-05-13.
- ↑ bogon.8m.com Bogons. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-09-28. ციტირების თარიღი: 2014-05-13.
- ↑ ოქსფორდის ლექსიკონების 2013 წლის სიტყვა არის.... OxfordWords-ის ბლოგი. ოქსფორდის ლექსიკონები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2013.
- ↑ ჯიმ კრაუსი, Photo Idea Index, 2005. გვ. 148.
- ↑ ჰორაცია ჰეროდი (22 მარტი 2009), მსოფლიოს ფოტოალბომი, Sunday Telegraph, p. 18, http://www.telegraph.co.uk/culture/5048643/Flickr-the-worlds-photo-album.html. წაკითხვის თარიღი: 20 ნოემბერი 2013
- ↑ კეიტ ლოსი. სელფის დაბრუნება. The New Yorker. 5 ივნისი 2013
- ↑ 12.0 12.1 ადევუნმი, ბიმ (2 April 2013). „„სელფის“ აღმასვლა და აღმასვლა“. The Guardian. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2013.
- ↑ 13.0 13.1 13.2 მაკჰიუ, ჯილიან (3 აპრილი 2013). „სელფები იმდენად სახიფათოა, როგორც პოზირება“. Bunbury Mail. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2013.
- ↑ შტაინმეცი, ქეიტი (4 დეკემბერი 2012). 10 პოპულარული ტერმინი – 9 სელფი, Time
- ↑ მელანი ჰოლი, "საოჯახო ალბომები ქრება, რადგან ახალგაზრდები სურათებზე მხოლოდ საკუთარ თავს აჩენენ" Telegraph, 13 ივნისი 2013.
- ↑ კოლტჰარდი, ჩარია (7 ივნისი 2013). „ავტოპორტრეტები და სოციალური მედია: სელფის აღმასვლა“. BBC News online. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2013.
- ↑ ოქსფორდის ლექსიკონების 2013 წლის სიტყვა არის... | OxfordWords -ის ბლოგი. Blog.oxforddictionaries.com (18 ნოემბერი 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი 2013.
- ↑ 2013 წლის კოსმოსის 50 საუკეთესო ფოტოსურათი. AOL Weather. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2013.
- ↑ „მარსზე მდებარე უძველესი ტბა, შესაძლოა, სიცოცხლის წყარო ყოფილიყო“. Associated Press. 9 December 2013. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2013.
- ↑ ჰაუელი, ელიზაბეთ (11 ივნისი 2013). „„კოსმოსური სელფი“ ტელესკოპი მიწვდება უცხო პლანეტებსაც...თუ შეგროვდება 2 მილიონი დოლარი“. Universe Today. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2013.
- ↑ ლინგებახი, კრის. (4 იანვარი 2014) ტენდენცია: 2014 წლის ოლიმპიური სელფები იპყრობენ Twitter-ს. CBS Washington. ციტირების თარიღი: 4 იანვარი 2014.
- ↑ ბობოლცი, სარა. (3 იანვარი 2014) „ოლიმპიური სელფები“ მხოლოდ ადასტურებენ, რომ 2014 წელს სელფები უფრო გიჟური იქნება. Huffington Post. ციტირების თარიღი: 4 იანვარი 2014.
- ↑ „სელფი ოსკარებზე ხელმეორე ტვიტების რეკორდს ამყარებს“. BBC News. 3 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 3 მარტი 2014.
- ↑ 24.0 24.1 24.2 დეჯენერესი, ელენ. (2 მარტი 2014) ნეტავი ბრედლის ხელი უფრო გრძელი ყოფილიყო. ყველა დროის საუკეთესო ფოტო. #oscars. Twitter. ციტირების თარიღი: 3 მარტი 2014.
- ↑ 25.0 25.1 #BBCtrending: სელფი ოსკარებზე ამყარებს ხელმეორე ტვიტების რეკორდს. Bbc.com (3 მარტი 2014). წაკითხვა: 12 მარტი 2014.
- ↑ Ellen DeGeneres' სელფი ოსკარებზე რეკორდს ამყარებს და Twitter-ს ანგრევს დაარქივებული 2014-03-03 საიტზე Wayback Machine. , ფოტოზე: ჯარედ ლეტო, ჯენიფერ ლოურენსი, მერილ სტრიპი, ელენ დეჯენერესი, ბრედლი კუპერი, პიტერ ნიონგ'ო უმცროსი, მეორე რიგი, მარცხნიდან: ჩენინგ ტატუმი, ჯულია რობერტსი, კევინ სპეისი, ბრედ პიტი, ლუპიტა ნიონგ'ო და ანჯელინა ჯოლი.
- ↑ 27.0 27.1 ჰაბარდი, ემი. (2 მარტი 2014) 2014 წლის ოსკარი, სელფის წელი: ელენის ტვიტი ხელმეორე ტვიტების რეკორდსმენია. Latimes.com. წაკითხვა: 12 მარტი 2014.
- ↑ „ბარაკ ობამას გამარჯვების ტვიტი ყველაზე გავრცელებული ხელმეორე ტვიტია“. BBC News. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2013.
- ↑ „კიდევ ოთხი წელიწადი“ ბარაკ ობამა Twitter-ზე, 6 ნოემბერი 2012.
- ↑ http://mashable.com/2014/04/10/selfie-mirror/
- ↑ ჰაუტონები, დევიდ და ჯოინსონ, ადამ და კოლდუელ, ნაიჯელ და მერდერ, ბენ (2013) Tagger's delight? Disclosure and liking in Facebook: the effects of sharing photographs amongst multiple known social circles. Discussion Paper. ბირმინგემის უნივერსიტეტი, ბირმინგემი.
- ↑ ახალი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ Facebook-ზე ფოტოსურათების გაზიარება, შესაძლოა, ავნებდეს ურთიერთობებს დაარქივებული 2014-07-13 საიტზე Wayback Machine. . სიახლეები და მოვლენები, ჰერიოტ-უოტის უნივერსიტეტი, ედინბურგი. 9 აგვისტო 2013.
- ↑ ჰილზი, რეიჩელ (29 მარტი 2013). „სიმახინჯე ახალი სილამაზეა: როგორ დაიპყრეს ინტერნეტი არამიმზიდველმა სელფებმა“. New York Magazine. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2013.
- ↑ 34.0 34.1 მერფი, მეგან (3 აპრილი 2013). „სელფი ფენიმინისტური ლინზის ქვეშ“. Georgia Straight. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2013.
- ↑ სიმონსი, რეიჩელ. (20 ნოემბერი 2013) სელფები Instagram-სა და Facebook-ზე არის გოგონების სიამაყის მცირე აფეთქებები. Slate.com. წაკითხვა: 12 მარტი 2014.
- ↑ ჰერტცოგი, ვუდრო (10 მაისი 2013). „როგორ ვებრძოლოთ შურისძიების პორნოგრაფიას“. The Atlantic.
- ↑ რაიანი, ერინ გლორია. სელფები არ განამტკიცებენ საკუთარ თავს. ისინი დახმარების თხოვნას წარმოადგენენ.. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2014.
- ↑ რაიანი, ერინ გლორია. სელფები არ განამტკიცებენ საკუთარ თავს. ისინი დახმარების თხოვნას წარმოადგენენ.. Jezebel.
- ↑ რაიანი, ერინ გლორია. სელფები არ განამტკიცებენ საკუთარ თავს. ისინი დახმარების თხოვნას წარმოადგენენ.. Jezebel. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2014.
- ↑ 40.0 40.1 გიდო, მარია. (განახლებულია) სელფები არ განამტკიცებენ საკუთარ თავს. ისინი დახმარების თხოვნას წარმოადგენენ, Jezebel – #feministselfie. Mommyish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-16. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2014.
- ↑ ბერნეტი, ემა (19 აგვისტო 2013) რატომ არის გოგონების სექსუალური ფოტოსურათები ონლაინში უფრო საზიანო, ვიდრე ქალების ჟურნალები. Telegraph. წაკითხვა: 12 მარტი 2014.
- ↑ 42.0 42.1 42.2 42.3 42.4 ფრანკო, ჯეიმზ. სელფის მნიშვნელობები. The New York Times. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2014.
- ↑ 43.0 43.1 43.2 სოლტისი, ენდი. მიშელ ობამას არ მოეწონა ობამას მემორიალური სელფი. New York Post. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2014.
- ↑ სოუნი, ელენი. როგორია დაკრძალვების დროს „სელფების“ ეტიკეტი?. CNN. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2014.
- ↑ 45.0 45.1 45.2 ჩორლი, მეტ. David Cameron ditches the phone after serious selfie mockery to tweet a picture of himself meeting Bill Clinton face to face. MailOnline. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2014.
- ↑ http://economictimes.indiatimes.com/news/politics-and-nation/narendra-modi-selfie-trends-big-on-twitter/articleshow/34436603.cms
- ↑ სელფები დაკრძალვებზე. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2014.
- ↑ 48.0 48.1 ფიფერი, ჯეისონი. ობამას სელფი დაკრძალვის დროს ჩემი tumblr-ის შესაბამისი დაბოლოებაა - სელფები დაკრძალვების დროს. The Guardian. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2014.
- ↑ #Thinkfluencer episode 1: Selfies – video | Technology. theguardian.com. 29 აგვისტო 2013.
- ↑ No Makeup Selfie
- ↑ ბრუნო, ნ; ბერტამინი, მ (2013). „Self-Portraits: Smartphones Reveal a Side Bias in Non-Artists“. PLOS ONE. 8(2). doi:10.1371/journal.pone.0055141.
- ↑ მაკმანუსი, კ., კ.; ჰამფრი, ნ. (1973). „Turning the left cheek“. Nature. 243: 271–272. doi:10.1038/243271a0.
- ↑ ბრუნო, ნ; გაბრიელ, ვ. ტასო, ტ. და ბერტამინი, მ. (2013). „Selfies reveal systematic deviations from known principles of photographic composition“. Art & Perception.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
- ↑ http://guardianlv.com/2014/04/selfies-cause-narcissism-mental-illness-addiction-and-suicide/