საფონდო ბირჟა
საფონდო ბირჟა – ორგანიზებული ბაზარი, რომელიც მისი წევრი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით უზრუნველყოფს სავაჭრო სისტემაში დაშვებულ (ლისტინგი) ფასიან ქაღალდებზე ვაჭრობისა და დადებული გარიგებების შესრულების ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
საფონდო ბირჟა, როგორც საჯარო ვაჭრობის ინსტიტუტი, ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსებისა და მათი მიმოქცევის ორგანიზების გზით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფასიანი ქაღალდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფასიანი ქაღალდი არის მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომლებიც არსებობს წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების (ან მათი კომბინირებული ვარიანტის) სახით ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად ან რომლებიც არიან ასეთების შეძენის უფლების მატარებლები, აგრეთვე საინვესტიციო ხელშეკრულებები და ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები.
საბაზრო კაპიტალიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა) კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია: კომპანიის ფასიანი ქაღალდების მთლიანი რაოდენობის ნამრავლი მათ მიმდინარე საბაზრო ფასზე. ბ) საფონდო ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია: საფონდო ბირჟაზე კოტირებული ყველა ფასიანი ქაღალდის საბაზრო ღირებულებათა ჯამი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს საფონდო ბირჟა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სს "საქართველოს საფონდო ბირჟა" (სსბ) არის საქართველოში მოქმედი ერთადერთი ლიცენზირებული საფონდო ბირჟა. სსბ დაფუძნდა 1999 წლის 12 იანვარს წამყვანი საბროკერო კომპანიების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების ინიციატივით. სსბ-ის წესები, პროცედურები და სისტემები შემუშავდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით. 2000 წლის 14 იანვარს ფასიანი ქაღალდების ბაზრის სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანომ განახორციელა სსბ-ის ლიცენზირება და იმავდროულად მიანიჭა მას საქართველოში პირველი თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სტატუსი. 2000 წლის 23 მარტიდან სსბ-ზე მიმდინარეობს რეგულარული საბირჟო ვაჭრობები. 2000 წლის 15 სექტემბერიდან არის ევრაზიის საფონდო ბირჟების ფედერაციის (FEAS) ნამდვილი წევრი. 2010 წლიდან სსბ-ზე სავაჭროდ დაშვებული 10 კომპანიის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციის საფუძველზე იანგარიშება საქართველოს საფონდო ბირჟის GSX ინდექსი.
2013 წლის ბოლოს მდგომარეობით სსბ-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 1.9 მილიარდ ლარს (1.2 მილიარდ აშშ დოლარს). სსბ-ზე სავაჭროდ დაშვებულია 129 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, მათ შორის A და B ლისტინგის კატეგორიაში, შესაბამისად, „საქართველოს ბანკის“და „ლიბერთი ბანკის“ აქციები.
სსბ-ზე ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგებების კლირინგსა და ანგარიშსწორებას ახორციელებს სს "საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი".
სს “საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი” დაფუძნდა სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ მიერ 1999 წლის 1 ნოემბერს. მისი ძირითადი ფუნქციებია: ა) გახსნას, ამოქმედოს და დახუროს ფასიანი ქაღალდების ანგარიშები; ბ) მიიღოს ფასიანი ქაღალდები და უზრუნველყოს მათი შენახვა; გ) განახორციელოს საბირჟო გარიგებების კლირინგი და ანგარიშსწორება; დ) უზრუნველყოს მის ნომინალურ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის მთლიანობა და უსაფრთხოება; ე) განახორციელოს ფასიანი ქაღალდებზე დადებული გარიგებების ანგარიშსწორება და ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები;
სს “საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარზე” მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზია გაიცა 2000 წლის 1 მარტს და, იმავდროულად მიანიჭა მას თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სტატუსი. მისი წესები, პროცედურები და სისტემები შემუშავდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.