შინაარსზე გადასვლა

სასამართლო ხელისუფლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასამართლო ხელისუფლებახელისუფლების მესამე შტო დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებში, რომელსაც ევალება ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულება. სასამართლო ხელისუფლება ხასიათდება სამი ძირითადი ნიშნით: პირველი და ძირითადი ნიშანი არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. მართლმსაჯულების აღსრულება მოითხოვს სასამართლოს სრულ დაუინტერესებლობასა და მის გადაწყვეტილებებში სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტების ჩაურევლობას. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს გარანტირებულია კონსტიტუციით. სასამართლო ხელისუფლების მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა კანონმდებლობის, მათ შორის, კონსტიტუციური ნორმების დაცვის განხორციელება. როგორც წესი, ქვეყნების უმრავლესობაში ამ ფუნქციას კონსტიტუციური სასამართლო ახორციელებს. დასასრულ, სასამართლო ხელისუფლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე ზედამხედველობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმასრულებელი ხელისუფლება. საქმოქალაქო განათლების ლექსიკონი. სპებ (2008).


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.