შინაარსზე გადასვლა

სანტიაგო კანისარესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანტიაგო კანისარესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხოსე სანტიაგო კანისარეს რუისი[1]
დაბადების
თარიღი
18 დეკემბერი, 1969 (1969-12-18) (55 წლის)
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
კალვო სოტელო
1985–1988 რეალ მადრიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1989 რეალ მადრიდი C
1989–1990 რეალ მადრიდი B 35 (0)
1988–1992 რეალ მადრიდი 0 (0)
1990–1991   ელჩე 7 (0)
1991–1992   მერიდა 38 (0)
1992–1994 სელტა 74 (0)
1994–1998 რეალ მადრიდი 41 (0)
1998–2008 ვალენსია 305 (0)
სულ 500 (0)
ეროვნული ნაკრები
1985–1986 ესპანეთი 16-წლ. 10 (0)
1987 ესპანეთი 17-წლ. 1 (0)
1986–1988 ესპანეთი 18-წლ. 8 (0)
1988–1989 ესპანეთი 19-წლ. 5 (0)
1989–1990 ესპანეთი 20-წლ. 6 (0)
1990–1991 ესპანეთი 21-წლ. 3 (0)
1991–1992 ესპანეთი 23-წლ. 6 (0)
1993–2006 ესპანეთი 46 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ხოსე სანტიაგო კანისარეს რუისი (ესპ. José Santiago Cañizares Ruiz; დ. 18 დეკემბერი 1969, მადრიდი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 46 შეხვედრა, მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებზე 1994, 1998 და 2006 წლებში.1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

კანისარესი არის მადრიდის „რეალის“ აღზრდილი. 1988-1998 წლებში თამაშობდა „რეალის“ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. ძირითად გუნდში მოხვედრამდე „რეალის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კანისარესი გაენათხოვრებინათ, ფეხბურთელი არენდის წესით თამაშობდა „ელჩეში“ და „მერიდაში“ 2 წლით კი სელტას რიგებშიც გამოდიოდა. 1994 წელს კლუბმა სანტიაგო დაიტოვა და 4 წლის განმავლობაში სამეფო გუნდის რიგებში ირიცხებოდა. ის მეორე მეკარედ რჩებოდა. ჯერ ფრანსისკო ბუიოს, შემდეგ კი ბოდო ილგნერის შემცვლელი იყო. ძირითადი მეკარე კანისარესი 1997-98 წლის სეზონში გახდა. მან სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, ილგნერმა კი 12.

1998 წელს კანისარესი გადავიდა „ვალენსიაში“, სადაც მან კარიერადამთავრებული ანდონი სუბისარეტა შეცვალა. სანტიაგო „ვალენსიას“ შეუცვლელი და საჭირო ფიგურა გახდა. კანისარესმა 2-ჯერ შეძლო ქვეყნის თასის მოპოვება, 2-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დაეუფლა უეფას თასს. 2007 წლის 20 დეკემბერს კლუბმა უთანხმოების გამო სანტიაგო კანისარესს კონტრაქტი გაუწყვიტა, თუმცა „ვალენსიას“ მეკარეებმა ტიმო ჰილდებრანდმა და ხუან ლუის მორამ ტრავმები მიიღეს, ამის გამო კლუბმა კანისარესთან კონტრაქტი აღადგინა. 2008 წლის 18 მაისს სანტიაგო კანისარესმა ჩაატარა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, რომელშიც „ვალენსიამ“ „ატლეტიკოს“ სძლია.

კანისარესი ნაკრებში ადრეული ასაკიდანვე გამოიძახეს. ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად მან ბარსელონაში 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ეროვნულ ნაკრებში კანისარესს დებიუტი 1993 წლის 17 ნოემბერს ჰქონდა, როდესაც ერთ-ერთ შეხვედრაში ანდონი სუბისარეტამ წითელი ბარათი მიიღო და ახალგაზრდა კანისარესს მოედანზე შესვლა მოუწია. კანისარესმა უდიდესი წვლილი შეიტანა ესპანეთის ნაკრების გამარჯვებაში (1:0)

უფრო ხშირად კანისარესს ნაკრებში მეორე მეკარედ თამაში უწევდა. თავისი ნაკრებში ჩატარებული 46 შეხვედრიდან მან მხოლოდ 5 შეხვედრა ითამაშა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ერთი შეხვედრა კანისარესმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაატარა, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ერთი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე ის იყო განაცხადში 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო 2004-ზე, თუმცა მას ამ ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია, 90-იან წლებში ის სუბისარეტას დუბლიორი იყო, 2004 წლიდან კი იკერ კასილიასის.

ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები

  • ოლიმპიური ჩემპიონი: 1992

მადრიდის რეალი

ვალენსია

  • რიკარდო სამორას თასის მფლობელი: 1993, 2001, 2002, 2004

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Santiago Cañizares inaugura mañana en Puertollano el pabellón con su nombre“ [Santiago Cañizares to inaugurate pavillion in Puertollano named after him tomorrow]. La Información (ესპანური). 20 ივნისი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-15. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)