შინაარსზე გადასვლა

სამხრეთ სუდანის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ სუდანის დროშა
სამხრეთი სუდანი
მიღებულია 9 ივლისი 2005
კომპიუტერული
დიზაინი
მართკუთხა ქსოვილი, რომელიც შედგება სამი თანაბარი ზომის ჰორიზონტალური შავი (ზევით), წითელი (შუაში) და მწვანე (დაბლა) ზოლისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ვიწრო თეთრი ზოლებით და ტოლგვერდა ლურჯი სამკუთხედისაგან (მარცხნივ), რომელშიც ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავია გამოსახული.

სამხრეთ სუდანის დროშასამხრეთი სუდანის სახელმწიფო და ეროვნული სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. მიღებულ იქნა ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რითაც დასრულდა სუდანის მეორე სამოქალაქო ომი. მანამდე გამოიყენებოდა, როგორც სუდანის სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროშა.

სიმბოლური მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ სუდანის მთავრობას მითითებული აქვს დროშის ფერების მნიშვნელობა.

  • შავი — აღნიშნავს შავ აფრიკულ კანს.
  • წითელი — გამოხატავს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღვრილ მოწამეობრივ სისხლს.
  • მწვანე — აღნიშნავს ქვეყნის ბუნებრივ რესურსებსა და მწვანე მიწას.
  • თეთრი — მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მიღწეულ მშვიდობას განასახიერებს.
  • ლურჯი — აღნიშნავს მდინარე ნილოსის წყალს, რომელსაც ქვეყნისათვის სიცოცხლე მოაქვს.
  • ოქროსფერი — სამხრეთ სუდანის ერთიანობას გამოხატავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]