სამხედრო დოქტრინა
იერსახე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სამხედრო დოქტრინა — სახელმწიფოს მიერ დროის გარკვეული მონაკვეთისათვის (ძირითადად ათი წლით) მიღებული ოფიციალური შეხედულებათა სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ძალადობის საშუალებების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისათვის. დოქტრინაში კონცენტრირებულია ქვეყნის სამხედრო პოლიტიკა, მის წინაშე მდგარი სამხედრო ამოცანები, საფრთხეები და მათი გადაწყვეტის ხერხები. დოქტრინის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა და საგარეო ვითარება, ძალთა ბალანსი მსოფლიოში და გეოპოლიტიკური მდგომარეობის თავისებურებები.