სალტჰოლმი
იერსახე
მშობ. სახელი: Saltholm | |
---|---|
მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ერესუნის სრუტე |
კოორდინატები | 55°38′ ჩ. გ. 12°46′ ა. გ. / 55.633° ჩ. გ. 12.767° ა. გ. |
ფართობი | 16 კმ² |
სიგრძე | 7 კმ |
სიგანე | 3 კმ |
დანია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 5 (2008) |
სალტჰოლმი (დან. Saltholm) — დანიის კუნძული ერესუნის სრუტეში, დანიასა და შვედეთს შორის. მდებარეობს კუნძულ ამაგერის აღმოსავლეთით, ტორნბის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 7 კმ-ია, სიგანე 3, მთლიანი ფართობი კი 16 კმ², რის შედეგადაც იგი დანიის სიდიდით 21-ე კუნძულია. სალტჰოლმის ზედაპირი ძალიან ბრტყელია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მხოლოდ 2 მეტრზე მდებარეობს, რის გამოც აღმოსავლეთის ქარების დროს ის ხშირად იტბორება.[1] გარშემორტყმულია თავთხელი წყლებით (სიღრმე 2 მეტრი). სამხრეთით მრავლადაა ბოლო გამყინვარების დროს ჩამოყალიბებული პატარა კუნძულები და კლდოვანი დეპოზიტები.[2]
კუნძულის ფლორაში ბალახი დომინირებს, ძალიან ცოტაა ხეები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Saltholm - af Jørn Waneck, Nationalkomiteen for Geologi, fra naturnet.dk
- Skov-og Naturstyrelsens side om Saltholm
- Saltholms ejerlaug დაარქივებული 2020-10-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Aage Aagesen, Niels Nielsen, Kongelige Danske geografiske selskab, Atlas over Danmark, p. 117. H. Hagerup, 1992
- ↑ Saltholm. The Sound Water Cooperation. Øresundsvandsamarbejdet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2009-01-14.