შინაარსზე გადასვლა

სადახლო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სადახლო

წოფის ციხე და სადახლო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი მარნეულის მუნიციპალიტეტი
თემი სადახლო
კოორდინატები 41°14′20″ ჩ. გ. 44°47′16″ ა. გ. / 41.23889° ჩ. გ. 44.78778° ა. გ. / 41.23889; 44.78778
პირველი ხსენება 1771
ცენტრის სიმაღლე 500
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 7337[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 3000[2]
სადახლო — საქართველო
სადახლო
სადახლო — ქვემო ქართლი
სადახლო
სადახლო — მარნეულის მუნიციპალიტეტი
სადახლო

სადახლოსოფელი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხულდარა, მოლაოღლი, თაზაქენდი, ბურმა)[3]. მდებარეობს მდინარეების, დებედასა და ბანოშისწყლის შესართავთან, სომხეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 500 მ, მარნეულიდან 32 კმ. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი. სოფლის ზემოთ, 3 კმ-ში სათავეს იღებს სადახლოს არხი.

საბჭოთა პერიოდში სადახლოს სასოფლო საბჭოში შედიოდა აგრეთვე სოფლები დამია, დამია-გიაურარხი, მამაი, ახლო ლალალო. მოქმედებდა მეთამბაქოეობის მეურნეობა.

სოფლის დასავლეთით 7 კმ-ზე, მდ. ბანოშისწყლის (ძვ. ხოჟირნა) მარცხენა ნაპირზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. ციხე ფუნქციონირებდა VI-XIII საუკუნეებში. სიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. შემორჩენილია ზედა ციხის ნანგრევები და გალავნის ფრაგმენტები. აქვეა საცხოვრებელი კომპლექსების ნაშთები და მცირე ეკლესიის ნანგრევები. წოფის ციხესთან ნასოფლარია. შემორჩენილია ორი დარბაზული ტიპის საყდარი, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7337 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 9486 4750 4736
2014[1] 7337 3724 3613