შინაარსზე გადასვლა

რესტრიქციის ენდონუკლეაზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რესტრიქციის ენდონუკლეაზები, რესტრიქტაცები (ლათ. restrictio-დან — შეზღუდვა) — ფერმენტების ჯგუფი, რომელიც განეკუთვნება ჰიდროლაზების კლასს და აკატალიზირებს ნუკლეინის მჟავების ჰიდროლიზის რეაქციას.

ეგზონუკლეაზებისგან განსხვავებით, რესტრიქტაზები ნუკლეინის მჟავებს ხლეჩენ არა მოლეკულის ბოლოდან, არამედ შუაში. ამასთანავე თითოეული რესტრიქტაზა სცნობს დნმ-ის გარკვეულ უბანს, რომლის სიგრძე ნუკლეოტიდების ოთხ წყვილზე მეტია, და ხლეჩს ნუკლეოტიდურ ჯაჭვს ამოცნობის უბნის შიგნით ან მის გარედან.

ბაქტერიული გენომის დაცვა საკუთარი რესტრიქტაზისგან ხორციელდება ადენინისა და ციტოზინის ნუკლეოტიდური ნაშთების მეთილირების მეშვეობით (შენიღბვით)[1].

  1. Альбертс Б., Брей Д., Льюис Дж., Рэфф М., Робертс К., Уотсон Дж., Молекулярная биология клетки: в трех томах, 2, ტ. 1, Москва: Мир, 1994. 10000 ეგზ., ISBN 5030019855.