რამ ნარაიანი
იერსახე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
რამ ნარაიანი | |
---|---|
ნარაიანი ინგლისში, 2007 წლის მაისი. | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 25 დეკემბერი, 1927 |
დაბ. ადგილი | უდაიპური |
გარდ. თარიღი | უდაიპური, მევარი, ბრიტანეთის ინდოეთი. |
ჟანრ(ებ)ი | ინდური კლასიკური მუსიკა |
ინსტრუმენტ(ებ)ი | სარანგი |
აქტიური | 1944–დღემდე |
საიტი | ოფიც. საიტი |
რამ ნარაიანი ვიკისაწყობში |
რამ ნარაიანი (ჰინ. राम नारायण; დ. 25 დეკემბერი , 1927) — ინდოელი მუსიკოსი, რომელმაც პოპულარიზება გაუკეთა ინსტრუმენტ სარანგის ინდური კლასიკური მუსიკის ჟანრის სოლო-საკონცერტო შესრულებისათვის. ის პირველი საერთაშორისო მუსიკოსი გახდა, რომელიც ამ ინსტრუმენტზე უკრავს.
დაიბადა ქალაქ უდაიპურში და ადრეულ ასაკიდანვე დაიწყო სარანგის შესწავლა. შემდგომში მუშაობდა ჯერ მასწავლებლად, 1944 წელს კი – აკომპანიატორად რადიოში. ინდოეთის დაყოფის შემდეგ, 1947 წელს, გადავიდა ქალაქ დელში, სადაც გადაწყვიტა რომ აკომპანიატორის როლი მისთვის ცოტა იყო. 1949 წელს ის გადავიდა მუმბაიში ინდურ კინოში სამუშაოდ.