შინაარსზე გადასვლა

რამონ დიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამონ დიასი
რამონ დიასი 2016 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რამონ ანხელ დიასი
დაბადების
თარიღი
29 აგვისტო, 1959 (1959-08-29) (64 წლის)
დაბადების
ადგილი
ლა-რიოხა, არგენტინა
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1969–1978 რივერ პლეიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1978–1982 რივერ პლეიტი 123 (57)
1982–1983 ნაპოლი 25 (3)
1983–1986 აველინო 78 (22)
1986–1988 ფიორენტინა 53 (17)
1988–1989 ინტერი 33 (12)
1989–1991 მონაკო 60 (24)
1991–1993 რივერ პლეიტი 52 (27)
1993–1995 მარინოსი 75 (52)
სულ 499 (215)
ეროვნული ნაკრები
1979–1982 არგენტინა 22 (10)
სამწვრთნელო კარიერა
1995–2002 რივერ პლეიტი
2004–2005 ოქსფორდ იუნაიტედი
2007–2008 სან-ლორენსო
2008–2009 ამერიკა
2010–2011 სან-ლორენსო
2011–2012 ინდეპენდიენტე
2012–2014 რივერ პლეიტი
2014–2016 პარაგვაი
2016–2018 ალ-ჰილალი
2018 ალ-იტიჰადი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რამონ ანხელ დიასი (ესპ. Ramón Ángel Díaz; დ. 29 აგვისტო, 1959, ლა-რიოხა, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო არგენტინელ მწვრთნელად, რომელმაც მხოლოდ „რივერ პლეიტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ცხრა ოფიციალური ტიტულის მოპოვება შეძლო. კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელთან — მარსელო გალიარდოსთან ერთად, იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია, ხოლო არგენტინის ეროვნულ ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგით — ხოსე მარია მინელას შემდეგ, ანხელ ლაბრუნასთან ერთად, „რივერის“ ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ მწვრთნელად რჩება.[1][2]

1979–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[3] რომლის შემადგენლობაში 22 შეხვედრას ატარებს და 10 ბურთი გააქვს.

მისი სანაკრებო კარიერა იწყება 17 წლამდე ასაკის არგენტინის ჭაბუკთა საფეხბურთო ნაკრებიდან, სადაც წარმატებული ასპარეზობის შემდეგ არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში ინაცვლებს, რომელსაც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი უდგას სათავეში. 1979 წელს ამ ნაკრებთან ერთად იგი მსოფლიო ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე იმარჯვებს და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ბრინჯაოს ბურთისა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მფლობელი ხდება.

არგენტინა
წელი მატჩი გოლი
1979 1 1
1980 9 4
1981 4 1
1982 8 4
ჯამში 22 10

მსოფლიო ჩემპიონატზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამონ დიასმა მსოფლიო ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები რამონ დიასის მონაწილეობით.[4][5][6]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი არგენტინის დროშა 6 თავდამსხმელი 4 1 1 0 3 მეორე რაუნდი
რამონ დიასი „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში. 1981
არგენტინის დროშა რივერ პლეიტი
არგენტინის პრიმერა დივიზიონი
მეტროპოლიტანო
  • ჩემპიონი (2): 1979, 1980
ნასიონალი
  • ჩემპიონი (2): 1979, 1981
აპერტურა
  • ჩემპიონი: 1991
იტალიის დროშა ინტერი
იტალიის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1988–89
საფრანგეთის დროშა მონაკო
საფრანგეთის თასი
  • თასის მფლობელი: 1990–91
არგენტინის დროშა არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები
მსოფლიო ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1979
არგენტინის დროშა რივერ პლეიტი
პრიმერა დივიზიონი
  • აპერტურა (3): 1996, 1997, 1999
  • კლაუსურა (2): 1997, 2002
  • ფინალი: 2014
  • სუპერფინალი: 2014
  • ლიბერტადორესის თასი: 1996
  • ლიბერტადორესის სუპერთასი: 1997
არგენტინის დროშა სან-ლორენსო
პრიმერა დივიზიონი
  • კლაუსურა: 2007
საუდის არაბეთის დროშა ალ-ჰილალი
საუდის არაბეთის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 2016–17
სამეფო თასი
  • თასის მფლობელი: 2017

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: