ჟაკ ბერტენი
ჟაკ ბერტენი | |
---|---|
ფრანგ. Jacques Bertin | |
დაბ. თარიღი | 27 ივლისი 1918 |
დაბ. ადგილი | მეზონ-ლაფიტი |
გარდ. თარიღი | 3 მაისი 2010 |
გარდ. ადგილი | პარიზი[1] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | კარტოგრაფი[2] , გეოგრაფი და ისტორიკოსი[2] |
მუშაობის ადგილი | სოციალური მეცნიერებების უმაღლესი სკოლა და უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლა |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | მერკატორის მედალი და Carl Mannerfelt Gold Medal |
ხელმოწერა | |
ჟაკ ბერტენი (ფრანგ. Jacques Bertin; დ. 27 ივლისი 1918 — გ. 3 მაისი 2010) — ფრანგი კარტოგრაფ-თეორეტიკოსი. სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი (1967).
1960-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით გეოგრაფიულ მეცნიერებაში გატარდა ფუნდამენტური კვლევები გრაფიკული სახვითი საშუალებების გამოყენებაზე. 1957–85 წლებში იყო მის მიერვე დაარსებული „კარტოგრაფიული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი. ცნობილია თავისი მონუმენტური მონოგრაფიით „გრაფიკული სემიოლოგია“ (1967), რომელშიც განხილულია გრაფიკული სახვითი საშუალებების ვიზუალური აღქმის სინტაქსური და ლოგიკური წესები. ნაშრომი გერმანულად ენაზე გამოიცა 1974 წელს, ხოლო ინგლისურ ენაზე 1983 წელს. სხვა ნაშრომებიდან მნიშვნელოვანია „გრაფიკა და ინფორმაციის გრაფიკული დამუშავება“ (თანაავტ., 1977), „უნივერსალური ისტორიული ატლასი“ (თანაავტ., 1997) და სხვა.[3]
ჟაკ ბერტენმა თავის შრომებში არსებითი წვლილი შეიტანა კარტოგრაფიის თეორიაში, დაასაბუთა გრაფიკული სახვითი საშუალებების გამოყენების სინტაქტიკური და ლოგიკური წესები მათი ვიზუალური აღქმის კანონების საფუძველზე, რითაც შექმნა გრაფოლოგიური გამოთვლის სისტემის საფუძვლები.[4]
ბერტენმა მეცნიერულ-თეორიული და გამოყენებითი კვლევები კარტოგრაფიაში თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. იგი, მიხეილ ბოჩაროვთან და ალექსანდრე ასლანიკაშვილთან ერთად კარტოსემიოტიკის პიონერად მიიჩნევა.[5]
1993 წელს გერმანიის კარტოგრაფიულმა საზოგადოებამ გადასცა მერკატორის მედალი, ხოლო 1999 წელს საერთაშორისო კარტოგრაფიულმა ასოციაციამ დააჯილდოვა კარლ მანერფელტის ოქროს მედლით.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #12156469X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Jacques Bertin | Service Des Archives
- ↑ La Sémiologie graphique de Jacques Bertin a cinquante ans !
- ↑ Володченко А., Картосемиотика, Дрезден: e-LEXIKON, 2009.
- ↑ Satzung der Deutschen Gesellschaft für Kartographie e.V.