პრინს-ედუარდის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Prince Edward Islands | |
---|---|
პრინს-ედუარდის კუნძულების ცენტრის ორთოგრაფიული პროექცია | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 46°45′00″ ს. გ. 37°53′00″ ა. გ. / 46.75000° ს. გ. 37.88333° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 2 |
მთავარი კუნძული | მარიონ-აილენდი |
ფართობი | 335 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1242 მ |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | |
პროვინცია | დასავლეთი კაპლანდი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2015) |
პრინს-ედუარდის კუნძულები (ინგლ. Prince Edward Islands) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორი პატარა ვულკანური კუნძული ინდოეთის ოკეანეში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორივე კუნძული 1663 წლის 4 მარტს აღმოაჩინა ჰოლანდიურმა გემმა Maerseveen-მა კაპიტან ბარენტ ბარენცზოონ ლამის (ან ჰამის, დადასტურებული გვარი უცნობია: ნიდერლ. Barent Barentszoon Lam (Ham)) ხელმძღვანელობით[1][2], მაგრამ კოორდინატები საკმაოდ არაზუსტად იქნა დაფიქსირებული (დიდ კუნძულს დაარქვეს — მარსევეენი, ხოლო პატარას — დინა). 1772 წლის 13 იანვარს ფრანგმა კაპიტანმა მარკ ჟოზეფ მარიონ-დიუფრენმა ხელმეორედ აღმოაჩინა კუნძულები[3], მაგრამ იქ არ გადასულა. მარიონ-დიუფრენმა დიდ კუნძულს დაარქვა ფრანგ. Île de l'Espérance (იმედის კუნძული, რადგანაც თავიდან იმედი ჰქონდა, რომ მან აღმოაჩინა არა კუნძული, არამედ სამხრეთი უცნობი მიწის ნაწილი), ხოლო პატარას — ფრანგ. Île de la Caverne (გამოქვაბულის კუნძული, კუნძულის აღსანიშნავი ობიექტის მიხედვით).[2] 1776 წლის 12 დეკემბერს კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა იპოვა კუნძულები და მას, დიდი ბრიტანეთის მონარქის ჯორჯ III-ის მეოთხე ვაჟის — ედუარდ ავგუსტის პატივსაცემად, დაარქვა პრინს-ედუარდი (ინგლ. Prince Edward Islands).[3][4] შემდგომში დიდ კუნძულს სახელად ეწოდა მარიონ-აილენდი.
კუნძულზე პირველი დარეგისტრირებული გადასვლა მოხდა 1803 წელს. ესენი იყვნენ სელაპებზე მონადირენი, რომლებმაც კუნძულზე მიაგნეს ადამიანის ყოფნის კვალს. სავარაუდოდ ესენი იყვნენ ან სელაპებზე სხვა მონადირენი, ან ვეშაპებზე მონადირეები.
1947—1948 წლებში მარიონ-აილენდის კუნძულის აღმოსავლეთით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ააშენა მეტეოროლოგიური სადგური, ხოლო კუნძულები გამოაცხადა ქვეყნის ნაწილად.[5]
1979 წლის 22 სექტემბერს კუნძულის სიახლოვეს ხელოვნური თანამგზავრიდან დაფიქსირდა გამოსხივება, რომელიც კლასიფიცირებული იქნა, როგორც ბირთვული იარაღის გამოცდა. აფეთქებაზე არც ერთ ქვეყანას არ აუღია პასუხისმგებლობა. უფრო ხშირად ამტკიცებდნენ, რომ აფეთქებებს ახორციელებდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მაგრამ დღეისათვის თვლიან, რომ იმ მომენტში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას არ შეეძლო ქონებოდა ბირთვული იარაღი. სხვა ვერსიით, გამოცდას აწარმოებდა ისრაელი. ასევე არსებობს ვერსია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და ისრაელის ერთობლივ გამოცდაზე. ასევე არ არის გამორიცხული ბუნებრივი მიზეზი: დიდი მეტეორიტის ჩამოვარდნა[6].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდ კუნძულს ჰქვია მარიონ-აილენდის კუნძული (46°52′ ს. გ. 37°51′ ა. გ. / 46.867° ს. გ. 37.850° ა. გ.), ხოლო მისგან 22 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პატარა კუნძულს კი პრინს-ედუარდი (46°38′ ს. გ. 37°56′ ა. გ. / 46.633° ს. გ. 37.933° ა. გ.). კუნძულებთან ახლოს განლაგებულის რამდენიმე კლდე.
მარიონ-აილენდის კუნძულის ზომებია 25×17 კმ, სანაპირო ზოლის სიგრძე 72 კმ-ია, ხოლო მისი ფართობი შეადგენს დაახლოებით 290 კმ²-ს. კუნძულის უმაღლესი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან — 1242 მეტრზე (მარიონ-აილენდის ვულკანი). ამოფრქვევა მოხდა 2004 წელს[7].
პრინს-ედუარდის კუნძული მდებარეობს მარიონ-აილენდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. კუნძულის ფართობია — დაახლოებით 45 კმ², ხოლო მისი ზომებია 10×6,6 კმ. კუნძულის უმაღლესი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან — 672 მეტრზე[8].
პრინს-ედუარდის კუნძულები მდებარეობენ დაახლოებით 1700 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ პორტ-ელიზაბეთიდან.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულებზე კლიმატი ნოტიო და ქარიანია. ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 2000 მმ-ზე მეტს, პირველ რიგში წვიმის სახით. კუნძულებზე 300 დღეზე უფრო მეტი წვიმს. წელიწადში 100 დღეზე უფრო მეტი წლის საშუალო ქარის სიჩქარე აჭარბებს 100 კმ/სთ-ს, ხოლო ქარბუქების სიჩქარე ზოგჯერ აღწევს 200 კმ/სთ-ს.
ჰაერის ტემპერატურა მერყეობს ზამთარში −5 °C-დან ზაფხულის +18 °C-მდე. თვის საშუალო ტემპერატურებია — +1 °C-დან +10—11 °C-მდე.
კუნძულების ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულებზე ბინადრობენ პინგვინები[9], სელაპები[10] და ზღვის ფრინველები — ალბატროსები და ტაიფუნისებრნი (ლათ. Pterodroma).
1949 წლიდან ადრეულ პერიოდში შემოყვანილ სახლის თაგვებთან საბრძოლველად, რომლებიც კუნძულის ეკოლოგიას ზიანს აყენებდნენ, შემოყვანილი იქნა 5 კატა. მაგრამ, კატები სწრაფად გამრავლდნენ და 1970-იან წლებში მათმა პოპულაციამ მარიონ-აილენდის კუნძულზე შეადგინა 3 ათასზე მეტი ერთეული. მხოლოდ 1991 წელს კატებიდან ზოგი გაანადგურეს, ზოგი დაიჭირეს და სხვაგან გაუშვეს.
ადამიანის ზემოქმედების მეორე მაგალითია — კერგელენის კომბოსტოს (ლათ. Prínglea antiscorbútica), რომელიც კუნძულებზე სწრაფად გამრავლდა, თესლის შემთხვევითი შემოტანა, რომელმაც გამოდევნა ადგილობრივი მცენარეულობის სახეობები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mills, W. J. Exploring Polar Frontiers. A Historical Encyclopedia. Volume 1, A—L / William James Mills. — ABC-CLIO, 2003. — ISBN 1-57607-423-4.
- Rubin, J.. Antarctica / Jeff Rubin. — Lonely Planet, 2008. — 380 P.
- (1990) Volcanoes of the Antarctic Plate and Southern Oceans. American Geophysical Union. ISBN 978-0-87590-172-5.
- Jenkins, Geoffrey (1979). Southtrap. William Collins, Sons and Co Ltd. ISBN 978-0-00-616116-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სადგურ მარიონის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-04-04 საიტზე Wayback Machine.
- მარიონ-აილენდის კუნძული
- ინფორმაცია კუნძულების შესახებ დაარქივებული 2006-05-09 საიტზე Wayback Machine.
- South African Research station on Marion Island დაარქივებული 2014-06-24 საიტზე Wayback Machine. – Official website
- Facebook Pages – Marion Island team publications
- Facebook Groups – Marion Island team discussions
- Marion Island seal research – Official Marion Island Marine Mammal Programme website
- Marion Island killer whale research დაარქივებული 2018-03-18 საიტზე Wayback Machine. – Marion Island's unique killer whales
- No Pathway Here – An account of the annexation of the islands
- Earth Observatory – Image of the Day 18 October 2009
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pieter Arend Leupe: De eilanden Dina en Maerseveen in den Zuider Atlantischen Oceaan; in: Verhandelingen en berigten betrekkelijk het zeewezen, de zeevaartkunde, de hydrographie, de koloniën en de daarmede in verband staande wetenschappen, Jg. 1868, Deel 28, Afd. 2, [No.] 9; Amsterdam 1868 (pp. 242–253); cf. Rubin, Jeff (2008). Antarctica. Lonely Planet, გვ. 233. ISBN 978-1-74104-549-9.
- ↑ 2.0 2.1 Marion Island, South Indian Ocean. Btinternet.com (29 June 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2012-10-09.
- ↑ 3.0 3.1 Keller, Conrad (1901). „XXII – The Prince Edward Isles“, Madagascar, Mauritius and the other East-African islands. S. Sonnenschein & Co., გვ. 224–225. ციტირების თარიღი: 5 October 2010.
- ↑ James Cook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-21. ციტირების თარიღი: 2016-07-31.
- ↑ Google Maps. Maps.google.com (1 January 1970). ციტირების თარიღი: 2012-10-09.
- ↑ The Vela Incident Nuclear Test or Meteoroid?. National Security Archive Electronic Briefing Book No. 190. The National Security Archive (05.05.2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-07. ციტირების თარიღი: 2012-11-04.
- ↑ Marion Island. Global Volcanism Program. ციტირების თარიღი: 2015-04-30.
- ↑ Peakbagger – Van Zinderen Bakker Peak, South Africa
- ↑ Southern Indian Ocean Islands tundra
- ↑ Marion Island Marine Mammal Programme. Marionseals.com. ციტირების თარიღი: 2016-04-28.