პიტის სასახლე
პიტის სასახლე (იტალ. Palazzo Pitti) — რენესანსის სტილის უზარმაზარი სასახლე ფლორენციაში, იტალიაში. მდებარეობს მდინარე არნოს სამხრეთ სანაპიროზე პონტე ვეკიოს (ძველი ხიდი) სიახლოვეს. სასახლის ძირითადი ნაწილი 1058 წლით თარიღდება და თავდაპირველად ამბიციური ფლორენციელი ბანკირის ლუკა პიტის რეზიდენცია იყო. 1539 წელს მედიჩების ოჯახის მიერ იქნა შესყიდული, როგორც ტოსკანის დიდი საგრაფოს მმართველი ოჯახის ოფიციალური რეზიდენცია.
მე-19 საუკუნეში პალაცო, იმხანად უდიდესი განძთსაცავი, ნაპოლეონ I-ის მიერ საყრდენ ბაზად იქნა გამოყენებული, მოგვიანებით კი როგორც გაერთიანებული იტალიის მთავარი სამეფო სასახლე. მე-20 საუკუნის დასაწყისში პალაცო მისი ქონებითურთ სახალხო საკუთრებაში გადასცა მეფე ვიქტორ ემანუელ III-მ, და შედეგად სასახლის კარები გაიხსნა საზოგადოებისთვის, როგორც ფლორენციის უდიდესი სამხატვრო გალერეა. ამჟამად რამდენიმე მცირე დანამატის გარდა მედიჩების ოჯახის განძთან ერთად სასახლეში სახალხო ბიბლიოთკაცაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gurrieri, Francesco (1996). Palaces of Florence. Rizzoli, გვ. 66–77.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პიტის სასახლე“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- პიტის კომპლექსი
|