პიტერ ფინჩი
პიტერ ფინჩი | |
---|---|
ფინჩი 1955 წელს | |
დაბადების სახელი | ფრედერიკ ჯორჯ პიტერ ინგლ ფინჩი |
დაბადების თარიღი |
28 სექტემბერი, 1916 ლონდონი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
14 იანვარი, 1977 (60 წლის) ბევერლი ჰილზი, აშშ |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1934-1977 |
ჯილდოები | ოსკარი, BAFTA (5), ოქროს გლობუსი |
პიტერ ფინჩი (ინგლ. Peter Finch), დაბადების სახელი ფრედერიკ ჯორჯ პიტერ ინგლ ფინჩი (ინგლ. Frederick George Peter Ingle Finch;[1] დ. 28 სექტემბერი, 1916, ლონდონი — გ. 14 იანვარი, 1977, ბევერლი ჰილზი) — ინგლისში დაბადებული ავსტრალიელი კინოსა და თეატრის მსახიობი.[2][3]
დაიბადა 1916 წლის 28 სექტემბერს ლონდონში. 1926 წელს საცხორებლად გადავიდა ავსტრალიაში. სკოლის დასრულების შემდეგ ადგილობრივ გაზეთ „The Sun“-ში დაიწყო მუშაობა. 1933 წელს მიიღო პირველი როლი სპექტაკლში „Caprice“.[4] პარალელურად იგი მუშაობდა რადიოში. მისი დებიუტი კინოში შედგა 1935 წელს, კონკიას ზღაპარზე დაფუძნებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჯადოსნური ფეხსაცმელი“ (ინგლ. The Magic Shoes). 1938 წელს მონაწილეობა მიიღო მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „Dad and Dave Come to Town“, ამას მოჰყვა როლები ფილმებში „Mr. Chedworth Steps Out“ (1939) და „The Power and the Glory“ (1941).
1941 წლის 2 ივნისს ავსტრალიის არმიაში ჩაირიცხა.[5] ომის პერიოდში მას ნება დართეს, ემუშავა რადიოში, თეატრსა და კინოში. 1942-1944 წლებში მონაწილეობდა რამდენიმე პროპაგანდისტულ საომარ ფილმში. ომიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ კინოკარიერას მიჰყო ხელი, ხოლო 1948 წელს დატოვა ავსტრალია და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო რიგ ფილმებში.
მისი კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელია ჰაუარდ ბილის როლი 1976 წლის ფილმში „ქსელი“ (1976).[3] იმავე წელს უკანასკნელად განასახიერა ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის იცხაკ რაბინის როლი ტელეფილმში „რეიდი ენტებეზე“. პიტერ ფინჩი 1977 წლის 14 ნოემბერს, ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ სასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა.[6] დაკრძალულია ჰოლივუდში.[3]
პიტერ ფინჩს მიღებული აქვს რიგი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის — ოსკარის (სიკვდილის შემდგომ),[7][8] ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვისა და BAFTA-ს ხუთი ჯილდო.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1935 | ფ | ჯადოსნური ფეხსაცმელი | The Magic Shoes | პრინცი ჩერმინგი |
1938 | ფ | მამა და დეივი მოდიან ქალაქში | Dad and Dave Come to Town | ბილ რაიანი |
1939 | ფ | — | Mr. Chedworth Steps Out | ართურ ჯეიკობსი |
1941 | ფ | სანამ დრო არის | While There is Still Time | ჯიმი |
1941 | ფ | ძალა და დიდება | The Power and the Glory | ფრენკ მილერი |
1942 | ფ | მორიგი ბარიერი | Another Threshold | — |
1943 | ფ | წყნაროკეანური სამხრეთ-დასავლეთი | South West Pacific | RAAF-ის პილოტი |
1943 | ფ | ეს ვარსკვლავები ჩემია | These Stars Are Mine | რეინოლდსი |
1944 | ფ | ტორბრუკის ვირთხები | The Rats of Tobruk | პიტერ ლინტონი |
1946 | ფ | შვილი დაიბადა | A Son Is Born | პოლ გრეჰემი |
1948 | ფ | დილის წითელი მზე | Red Sky at Morning | მაიკლი |
1949 | ფ | — | Eureka Stockade | ჰამფრი |
1949 | ფ | — | Train of Events | ფილიპ მეისონი |
1950 | ფ | ხის ცხენი | The Wooden Horse | ავსტრალიელი ჰოსპიტალში |
1950 | ფ | მინივერის ისტორია | The Miniver Story | პოლონელი ოფიცერი |
1952 | ფ | რობინ ჰუდისა და მხიარული მამაკაცების ისტორია | The Story of Robin Hood and His Merrie Men | შერიფი ნოტინგემიდან |
1953 | ფ | გილბერტისა და სალივანის ისტორია | The Story of Gilbert and Sullivan | რიჩარდ დ'ოილი კარტი |
1953 | ფ | — | The Heart of the Matter | მამა რენკი |
1954 | ფ | სპილოების ბილიკი | Elephant Walk | ჯონ უილი |
1954 | ფ | მამა ბრაუნი | Father Brown | ფლამბო |
1954 | ფ | გამიკეთე შემოთავაზება | Make Me an Offer | ჩარლი |
1955 | ფ | ბნელი შურისმაძიებელი | The Dark Avenger | გრაფ დევილი |
1955 | ფ | ჯოზეფინა და მამაკაცი | Josephine and Men | დევიდ ჰიუერი |
1955 | ფ | საიმონი და ლაურა | Simon and Laura | საიმონ ფოსტერი |
1955 | ფ | — | Passage Home | ლაკი რაილენდი |
1956 | ფ | ალისას მსგავსი ქალაქი | A Town Like Alice | ჯო ჰერმანი |
1956 | ფ | რივერ-პლეიტის ბრძოლა | The Battle of the River Plate | კაპიტანი ლანგსდორფი, ადმირალი შპეე |
1957 | ფ | შირალი | The Shiralee | ჯიმ მაკოლეი |
1957 | ფ | უინდომის გზა | Windom's Way | ალეკ უინდომი |
1957 | ფ | — | Robbery Under Arms | კაპიტანი სტარლაიტი |
1959 | ფ | ოპერაცია ამსტერდამი | Operation Amsterdam | იენ სმითი |
1959 | ფ | ისტორია მონაზონზე | The Nun's Story | დოქტორი ფორტუნატი |
1960 | ფ | მოტაცებული | Kidnapped | ალან ბრეკ სტიუარტი |
1960 | ფ | ოსკარ უაილდის პროცესი | The Trials of Oscar Wilde | ოსკარ უაილდი |
1961 | ფ | რეიჩელ კეიდი ცოდვები | The Sins of Rachel Cade | პოლკოვნიკი ჰენრი დეროუდი |
1961 | ფ | არ არის სიყვარული ჯონისთვის | No Love for Johnnie | ჯონი ბირნი |
1962 | ფ | — | I Thank a Fool | სტივენ დეინი |
1963 | ფ | დილის სიგრილეში | In the Cool of the Day | მარი ლოგანი |
1964 | ფ | გოგრის მჭამელი | The Pumpkin Eater | ჯეიკ ერმიტაჟი |
1964 | ფ | გოგონა მწვანე თვალებით | Girl with Green Eyes | იუჯინ გალარდი |
1964 | ფ | პირველი ადამიანები მთვარეზე | First Men in the Moon | დამხმარე |
1965 | ფ | ფენიქსის აფრენა | The Flight of the Phoenix | კაპიტანი ჰარისი |
1966 | ფ | ჯუდითი | Judith | აარონ სტელინი |
1966 | ფ | ზაფხული, თერთმეტის ნახევარზე | 10:30 P.M. Summer | პოლი |
1967 | ფ | — | Come Spy with Me | კამეო გამოჩენა |
1967 | ფ | გადარეული ბრბოსაგან შორს | Far from the Madding Crowd | უილიამ ბოლდვუდი |
1968 | ფ | ლეგენდა ლაილა კლერზე | The Legend of Lylah Clare | ლუის ზარკენი |
1969 | ფ | წითელი კარავი | Красная палатка | უმბერტო ნობილე |
1969 | ფ | — | The Greatest Mother of Them All | შონ ჰაუარდი |
1971 | ფ | კვირა, დაწყევლილი კვირა | Sunday Bloody Sunday | დოქტორი დენიელ ჰირში |
1972 | ფ | — | Something to Hide | ჰარი ფილდი |
1973 | ფ | დაკარგული ჰორიზონტი | Lost Horizon | რიჩარდ კონვეი |
1973 | ფ | — | Bequest to the Nation | ჰორაციო ნელსონი |
1973 | ფ | ინგლისმა შემქმნა მე | England Made Me | ერიკ კრო |
1974 | ფ | — | The Abdication | კარდინალი აცოლინო |
1976 | ფ | ქსელი | Network | ჰაუარდ ბილი |
1976 | ტფ | რეიდი ენტებეზე | Raid on Entebbe | იცხაკ რაბინი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პიტერ ფინჩი
- პიტერ ფინჩი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- პიტერ ფინჩი — „ავსტრალიის ბიოგრაფიული ლექსიკონი“
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Index entry. FreeBMD. ONS. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2011.
- ↑ Obituary Variety Obituaries, 19 იანვარი, 1977, p. 94.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Finch, Frederick George Peter Ingle (1916–1977). Australian Dictionary of Biography Online Edition. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2008.
- ↑ „The Repertory Theatre“. The Sydney Morning Herald. 16 დეკემბერი, 1933. p. 8. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2012 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ World War II Nominal Roll. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-28. ციტირების თარიღი: 2020-09-20.
- ↑ "Actor Peter Finch, 60, Starring in 'Network,' Dies", The Washington Post, 15 იანვარი, 1977
- ↑ ABC Eyewitness News; 23 თებერვალი, 2009; Midnight broadcast
- ↑ 'Slumdog Millionaire' fulfills its Oscar destiny. TODAY.com.
|
- დაბადებული 28 სექტემბერი
- დაბადებული 1916
- გარდაცვლილი 14 იანვარი
- გარდაცვლილი 1977
- ავსტრალიელი მამაკაცი კინომსახიობები
- ავსტრალიელი მამაკაცი რადიოწამყვანები
- ავსტრალიელი მამაკაცი თეატრის მსახიობები
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები
- ოსკარის მფლობელი კინომსახიობები
- BAFTA-ს გამარჯვებულები (პიროვნებები)
- ოქროს გლობუსის გამარჯვებულები
- ვერცხლის დათვი საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის
- პრაიმტაიმის ემის ჯილდოს მფლობელები
- XX საუკუნის ავსტრალიელი მამაკაცი მსახიობები