პეტრ გინცი
პეტრ გინცი | |
---|---|
ჩეხ. Petr Ginz | |
დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 1928[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | პრაღა[1] [2] |
გარდაცვალების თარიღი | 29 სექტემბერი, 1944 (16 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი |
საქმიანობა | ესპერანტისტი და მწერალი |
მოქალაქეობა | ჩეხოსლოვაკია |
პეტრ გინცი (ჩეხ. Petr Ginz; დ. 1 თებერვალი, 1928, პრაღა, ჩეხოსლოვაკია — გ. 28 სექტემბერი, 1944, ოსვენციმ-ბირკენაუ, გერმანიის მიერ ოკუპირებული პოლონეთი) — ნახევრად ებრაული წარმოშობის ჩეხოსლოვაკიელი მხატვარი და მწერალი, რომელიც ჰოლოკოსტის დროს გადაასახლეს ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკში (ცნობილი როგორც ტერეზინი, ჩეხეთში). იგი თექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც იგი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს და გაზით გაგუდეს. მისი დღიური გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეტრი დაიბადა ოტო გინცის, პრაღის ტექსტილის კომპანიის ექსპორტის განყოფილების მენეჯერისა და მარი გინცის (ქალ. გვარი დოლანსკა) ოჯახში.[6] პეტრის მამა ებრაელი იყო, დედა კი არა. მისი მშობლები შეხვდნენ ესპერანტიზმის კონგრესზე. დედა ჰრადეც კრალოვიდან იყო, სადაც მამა სოფლის მასწავლებელი იყო. პეტრი ხშირად სტუმრობდა ნათესავებს შობაზე, მათ შორის ბაბუას, რომელიც იუნგმანის მოედანზე ანტიკვარული მაღაზიის მფლობელი იყო, სადაც იშვიათ წიგნებს ყიდდა. პეტრი ძალიან გონიერი ბიჭი იყო; 8 – დან 14 წლამდე მან დაწერა 5 რომანი: პრაღიდან ჩინეთამდე, ჯადოქარი ალტაის მთებიდან, მსოფლიოს გარშემო ერთ წამში და ვიზიტი პრეისტორიიდან. რომანები, მათ შორის Návštěva z pravěku (ვიზიტი პრეისტორიიდან), დაწერილია ჟიულ ვერნის სტილში[7] და ილუსტრირებულია საკუთარი ნახატებით. იგი დაინტერესებული იყო მეცნიერებებით. მშობლების ესპერანტოთი ინტერესის გამო, ეს იყო პეტრის ერთ-ერთი მშობლიური ენა. მესამე რაიხის ანტი-ებრაული კანონების თანახმად, შერეული ქორწინების შეძენილი ბავშვები საკონცენტრაციო ბანაკში უნდა წაეყვანათ 14 წლის ასაკში. ახალგაზრდა პეტრი 1942 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკში. ის ხშირად კითხულობდა ჩამორთმეული წიგნებით სავსე ბიბლიოთეკიდან, სადაც წვდომა ჰქონდა. იგი მოათავსეს დომოვის č.1-ში (სახლი No1, კორპუსი L417). ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება გახდა.[8] მან დააარსა და გამოსაცემად მოამზადა პერიოდული ჟურნალი Vedem, რაც ნიშნავს "ჩვენ მივყავართ". მან ასევე დაწერა ესპერანტო – ჩეხური ლექსიკონი, ასევე დაწერა კიდევ რამდენიმე მოკლე რომანი. ერთ-ერთ ასეთ ნაწერს ჰქვია "The Rambles through Theresienstadt", სადაც იგი ინტერვიუებს და კომენტარებს აკეთებს ადამიანებზე, შენობებზე და კრემატორიუმზეც კი. მისი ინტერესების, შესაძლებლობებისა და ხასიათის სიგანე განისაზღვრება მისი ნაწერებიდან და გადარჩენილი მეგობრების ჩვენებებიდან. მას აინტერესებდა ლიტერატურა, ისტორია, ფერწერა, გეოგრაფია, სოციოლოგია და ასევე ტექნიკური სფეროები. ჟურნალი ვედემი გამოიცემოდა ყოველ პარასკევს ორი წლის განმავლობაში.[7] იგი მოგვიანებით ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა გაზების პალატაში 1944 წელს. მისი დღიური ინგლისურ ენაზე გამოიცა სახელწოდებით: პეტრ გინცის დღიური 1941–1942 წლებში.
ნახატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასტრონავტმა ილან რამონმა, თან წაიღო გინცის ნახატის ასლი მთვარეზე. თუმცა ხომალდი დედამიწის ატმოსფეროში შესვლისას, 2003 წლის 1 თებერვალს აფეთქდა,[9] რითაც განადგურდა გინცის ნახატის ასლი. 2018 წელს, კოსმოსური ხომალდის კოლუმბიის კატასტროფიდან 15 წლის შემდეგ, იად ვაშემმა კიდევ ერთი ასლი გადასცა ილანის ქვრივს, რონას, ასტრონავტ ენდრიუ ფეუსტელს. ფეუსტელმა იგი წაიღო კოსმოსში 56 ექსპედიციის დროს, გინცისა და რამონის ხსოვნისთვის[10][11][12]. 2020 წლის 1 თებერვალს ფეუსტელმა საჩუქრად გადასცა "მთვარის პეიზაჟის" ერთ-ერთი ასლი ჩეხეთის ცენტრის მუზეუმს, ჰიუსტონში.[13] პეტრ გინცის ნახატმა და მისმა საბედისწერო ისტორიამ შთააგონა ხელოვნების სხვა მოღვაწეები. ერთ-ერთი მაგალითია პანამელი მხატვრის, რობერტო პერეს-ფრანკოს, ფერწერა Petr Ginz's Moon Landscape (2008).[14]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The_Diary_of_Petr_GinzThe Diary of Petr Ginz / by Petr Ginz, Chava Pressburger (Editor), Elena Lappin (Translator), Jonathan Safran Foer (Goodreads Author) (Introduction)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პეტრ გინცის დღური (ISBN 0-871-139669 published in English in 2007)
- პეტრ გინცი დაარქივებული 2019-05-20 საიტზე Wayback Machine. - იად ვაშემის მუზეუმში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #131401807 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Czech National Authority Database
- ↑ https://www.holocaust.cz/databaze-obeti/obet/88538-petr-ginz/
- ↑ Database of victims — პრაღა: Terezín Initiative Institute.
- ↑ Database of the Terezín Memorial
- ↑ Petr Ginz's story. Holocaust.cz. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 22, 2012. ციტირების თარიღი: April 14, 2011.
- ↑ 7.0 7.1 Reflex about Ginz cs. Reflex.cz. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 30, 2008. ციტირების თარიღი: April 14, 2011.
- ↑ Kalendová, Helena. (14 January 2017) Petr Ginz a jeho Měsíční krajina: Židovský chlapec, jehož kresbu vynesli do vesmíru Czech. ციტირების თარიღი: 14 November 2018.
- ↑ Columbia tragedy. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 11, 2008. ციტირების თარიღი: 2008-06-11.
- ↑ Fulfilling the dream of Ilan Ramon (in Hebrew). Israel Hayom (31 January 2018).
- ↑ Garcia, Mark. Astronaut Drew Feustel Honors Holocaust Remembrance Day with a Replica of Drawing First Flown in Space by the Late Ilan Ramon (12 April 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 12 April 2018.
- ↑ https://www.jta.org/2018/04/12/news-opinion/united-states/us-astronaut-records-holocaust-remembrance-message-space
- ↑ Landscape- Petr Ginz and an Astronauts Legacy (February 11, 2020).
- ↑ Variation on Petr Ginz's Moon Landscape