შინაარსზე გადასვლა

პესო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩილეს პესო 1877 წ. ვერცხლისფერი.

პესო, პეზო (ესპ. peso, სიტყვასიტყვით — წონა < ლათ. pensum — აწონილი), ესპანური ვერცხლის მონეტა მოჭრა დაიწყო XVI საუკუნეში, კარლ V-ის დროს და გრძელდებოდა 1868 წლის ჩართვით, იჭრებოდა 8,4 და 2 რეალის ღირებულებისა. თავდაპირველად პესო ერქვა ვერცხლის თანაბარი ზომის ნაჭრებს, რომლებსაც ესპანელები ამერიკის დაპყრობილ ტერიტორიაზე ფულის ნაცვლად ხმარობდნენ. პესო იჭრებოდა როგორც ესპანეთის, ისე ამერიკის კოლონიების ზარაფხანებში. ევროპაში მას პისტრს უწოდებდნენ. პესოს შუბლზე გამოსახულია საგერბო ფარი, ზარაფხანის აღმნიშვნელი სათინური ასოები და ნომინალური ღირებულება. გარშემოვლებული ლათინური ზედწერილით გადმოცემულია ესპანეთის მეფის სახელი, ტიტულატურა და მონეტის მოჭრის თარიღი. ზურგზე გამოსახულია ჯვარი, რომლის ტოტებს შორის ჩასმულია კასტილიისა და ლეონის გერბები. ზედწერილი აგრძელებს შუბლის წარწერას.

საქართველოში გავრცელდა XVI საუკუნის II ნახევრისა და XVII საუკუნის ესპანეთის მეფეების ფილიპე II-ის (1598-1621) და ფილიპე IV-ის (1621-1665) სახელით მოჭრილი პესოები. აღმოჩენილია როგორც განძების (ახალციხი, ოზურგეთი, ოტობაია, ურთა, უდე), ისე ერთეულების (ლეხაინდრავო, მელექედური, ქუთაისი) სახით.

პესო არგენტინის, ბოლივიის, დომინიკელთა რესპუბლიკის, კოლუმბიის, კუბის, მექსიკის, პარაგვაის, ურუგვაის, ჩილესა და ფილიპინების თანამედროვე ფულადი ერთეული და მონეტა.

ქვეყნები რომლებიც ამჟამად იყენებენ პესოს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყნები ვალუტა ISO 4217 კოდი
არგენტინის დროშა არგენტინა არგენტინული პესო ARS
ჩილეს დროშა ჩილე ჩილეს პესო CLP
კოლუმბიის დროშა კოლუმბია კოლუმბიური პესო COP
კუბის დროშა კუბა კუბური პესო CUP
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა დომინიკელთა რესპუბლიკის პესო DOP
მექსიკის დროშა მექსიკა მექსიკური პესო MXN
ფილიპინების დროშა ფილიპინები ფილიპინური პესო PHP
ურუგვაის დროშა ურუგვაი ურუგვაული პესო UYU

ქვეყნები რომლებიც იყენებდნენ პესოს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პესო“-დან