მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პენიცილიუმი (ლათ. Penicillium) — უსრული სოკოების გვარი. მოიცავს 250-მდე სახეობას, რომელთაგანაც ზოგიერთს ჩანთიანი სტადია ახასიათებს და ამის გამო პლექტას კალესნაირთა რიგს ეკუთვნის. მიცელიუმზე ვითარდება ფუნჯისებრ დატოტვილი კონიდიათმტარები, რომელზედაც წარმოიქმნება უფერული კონიდიუმების ძეწკვი. პენიცილიუმის სახეობები საპროფიტებია, გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ნიადაგში. ვითარდებიან მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე და აფუჭებენ მათ. ასეთია., მაგ., ციტრუსების ნაყოფის მწვანე ობი და სხვა. პენიცილიუმის ზოგიერთი სახეობა (ლათ. Penicillium chrysogenum და ლათ. Penicillium notatum) პენიცილინის მისაღებად გამოიყენება, ზოგი (ლათ. Penicillium camemberti და ლათ. Penicillium roqueforti) — მეტყეობაში.