შინაარსზე გადასვლა

პაულ ჰაუსერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაულ ჰაუსერი

პაულ ჰაუსერი, მეტსახელად „მამა“ (გერმ. Paul „Papa“ Hausser; დ. 7 ოქტომბერი, 1880, ბრანდენბურგი ჰაველზე, გერმანია — გ. 21 დეკემბერი, 1972, ლუდვიგსბურგი, გერმანია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „SS“-ის ობერსტგრუპენფიურერი და „Waffen-SS“-ის გენერალ-პოლკოვნიკი, „Waffen-SS“-ის დამაარსებელი.

პაულ ჰაუსერი იყო პრუსიელი მაიორის კურტ ჰაუსერის შვილი. 1892 წელს 12 წლის ასაკში პაული პრუსიის კადეტთა სკოლაში ჩაირიცხა. 1899 წელს მიიღო ლეიტენანტის წოდება. 1912 წელს იქორწინა ელისაბედ ჯერარდზე. 1913 წელს მიიღო კაპიტნის წოდება. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა მაიორი. 1935 წელს გახდა ესესის ობერფიურერი. 1939 წელს გენერალ-მაიორი. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობას იღებდა პოლონეთის,ბალკანეთისა და საბჭოთა კავშირის კამპანიებში. 1941 წელს გახდა სს-ის ობერგრუპენფიურერი. ამ ჩინით ჰაუსერი რანგით ყველაზე მაღალი ოფიცერი იყო ესესში იოზეფ დიტრიხთან ერთად. სტალინგრადის მარცხის შემდეგ ჰაუსერი აღმოსავლეთ ფრონტზე გადაიყვანეს. ხარკივის ბრძოლაში იგნორირება გაუწია ჰიტლერის ბრძანებას, უკანასკნელ კაცამდე დაეცვა ქალაქი. ჰაუსერმა გაიყვანა სამხედრო შენაერთები ხარკივიდან, რათა წითელარმიელების ალყაში არ მოხვედრილიყვნენ. ბრძანების შეუსრულებლობის გამო ჰიტლერმა ის აღარ დააწინაურა. თუმცა 1943 წლის 28 ივლისს, როდესაც ჰაუსერმა ხარკივი აიღო, ჰიტლერმა ის რკინის ჯვრითა და მუხის ფოთლის ორდენით დააჯილდოვა. ომის შემდეგ ჰაუსერი ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს. 2 წლიანი ტყვეობის შემდეგ ის გაათავისუფლეს. ჰაუსერი 1972 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათი უმრავლესობა მისი ყოფილი ჯარისკაცები იყვნენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andreas Schulz, Günter Wegmann: Deutschlands Generale und Admirale: Die Generale der Waffen-SS und der Polizei Band: 2; Biblio-Verl., 2003 aus der Reihe: Deutschlands Generale und Admirale; Hrsg. von Dermot Bradley in Verbindung mit Markus Rövekamp. Unter Mitarb. von Ernest Henriot; ISBN 3-7648-2592-8, S. 79–90.
  • Hellmuth Auerbach: Waffen-SS. In: Wolfgang Benz (Hrsg.): Legenden, Lügen, Vorurteile. Ein Wörterbuch zur Zeitgeschichte. dtv, München 1992, ISBN 3-423-03295-2.