პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი (2019)
ხანძარი | |
თარიღი | 15 აპრილი, 2019 |
---|---|
დრო | დაახლ. 18:50 CEST |
ადგილი | პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი |
კოორდინატები | 48°51′11″N 2°20′59″E / 48.8530° ჩ. გ. 2.3498° ა. გ. |
მიზეზი | უცნობია |
გარდაცვალებები | არცერთი |
2019 წლის 15 აპრილს,[1] ადგილობრივი დროით 18:50 საათზე ხანძარი გაჩნდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის სივრცეში.[2]
წინაპირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა,[3] რომელიც 2018 წელს კათოლოკურმა ეკლესიამ მოითხოვა და მიზნად ისახავდა ტაძრის გადარჩენას. ჰაერის დაბინძურების მიზეზით შეჭმული ქვების გამო, 850 წლის გოტიკურ შედევრს ნაპრალები ჰქონდა გაჩენილი.[4] სარესტავრაციო სამუშაოების მზადების დროს ტაძრიდან ჩამოხსნეს ბრინჯაოს ქანდაკებები.[5]
ინციდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალმა შთანთქა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა.[6] კუნძულ ილ-დე-ლა-სიტედან, რომელზეც დგას ღვთისმშობლის ტაძარი, მოსახლეობა ევაკუირებულია.[3][7] პარიზის მერმა, ან იდალგომ მოვლენა მოიხსენია როგორც „საშინელი ხანძარი“.[8] ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს, 18:15 და 19:00 საათს შორის, შენობაში მიმდინარეობდა მესა.[9]
ტაძრის სპიკერმა განაცხადა:
„[მთელი სტრუქტურა] იწვის... აღარაფერი დარჩება. გაურკვეველია მიაღწია თუ არა ხანძარმა კამარამდე, რომელიც იცავს საკათედრო ტაძარს“
| |
([3])
|
ზიანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძრის შპილს ცეცხლი მოედო და ჩამოიქცა.[10] სახურავის უდიდესი ნაწილი დაიწვა.
რეაქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს საღამოს მთავარი გამოსვლა გადადო.[11] პარიზის მერმა, რომელმაც ამ მოვლენას „საშინელი“ უწოდა, ხალხს მოუწოდა, თავი შორს დაეჭირათ ხანძრის ზონიდან, მეხანძრეთა მიერ მონიშნული ადგილიდან .[11]
საერთაშორისო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაპოსტა:
„საშინელებაა უყურო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს! იმედია, მის ჩასაქრობად მფრინავ წყლის ტანკერებს გამოიყენებენ. სწრაფად უნდა იმოქმედონ!“
| |
([11])
|
პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა დაპოსტა:
„გული შემტკივა პარიზის მცხოვრებლებზე, მას შემდეგ, რაც ვნახე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი. ვლოცულობ ყველას უსაფრთხოებისათვის.“
| |
([12])
|
ლონდონის მერმა, სადიქ ამან ხანმა დაპოსტა:
„სულისშემძვრელია ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხილვა. დღეს ლონდონი პარიზთან ერთად დგას ამ მწუხარებაში, მეგობრობაში კი ყოველთვის.“
|
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა:
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი [ნოტრ-დამი — „ჩვენი ლედი“] მთელი ევროპისათვის „ნოტრ-დამია“. დღეს ჩვენ ყველა პარიზთან ერთად ვართ.“
| |
([13])
|
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ოფიციალური საიტი (ფრანგული) (ინგლისური)
- ხანძარმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გაანადგურა – Reuters
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ CNBC. (2019-04-15) Paris' Notre Dame Cathedral on fire. ციტირების თარიღი: 2019-04-15
- ↑ „Important incendie en cours dans la cathédrale Notre-Dame de Paris“ (ფრანგული). 2019-04-15. ციტირების თარიღი: 2019-04-15.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Notre-Dame cathedral on fire in Paris. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
- ↑ „Notre-Dame: Cracks in the cathedral“. BBC News. 5 March 2018. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
- ↑ „Notre-Dame Cathedral spire in Paris collapses, engulfed in flames“. CBC News. Thomson Reuters. 15 April 2019. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
- ↑ 'Significant fire' underway at Notre Dame Cathedral in Paris (15 April 2019). ციტირების თარიღი: 15 April 2019
- ↑ „La catedral de Notre Dame de París sufre un importante incendio“. El País (ესპანური). 15 April 2019. ISSN 1134-6582. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
- ↑ Jarvis, Jacob (15 April 2019). „Notre Dame fire: Huge fire breaks out at world famous cathedral and sends smoke billowing across Paris“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
- ↑ Événements pour avril 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
- ↑ Bacon, John. 'Everything is burning': Famed Notre Dame cathedral ablaze in Paris en. ციტირების თარიღი: 2019-04-15
- ↑ 11.0 11.1 11.2 Andrew Gray. (15 April 2019) Macron postpones speech after Notre Dame fire. ციტირების თარიღი: 15 April 2019
- ↑ Trump, Melania. My heart breaks for the people of Paris after seeing the fire at Notre Dame Cathedral. Praying for everyone’s safety. en (15 April 2019).
- ↑ Notre-Dame de Paris est Notre-Dame de toute l’Europe. We are all with Paris today. fr (15 April 2019).