პარაფილური ინფანტილიზმი
იერსახე
პარაფილური ინფანტილიზმი — პარაფილიის სახეობაა, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღგზნებას განიცდის მაშინ, როდესაც ბავშვის საფენები აცვია და ბავშვივით ან ჩვილივით ეპყრობიან. ადამიანს, რომელსაც ბავშვის როლი სექსუალურად აღაგზნებს, „ზრდასრული ბავშვი“ ეწოდება (ზბ). ზრდასრულ ბავშვებს შორის, ყოველი მესამედან ერთი „ბავშვის საფენების მოყვარულია“ (სმ). მათ, ზოგადად, „ზბ/სმ“-ს სახელით მოიხსენიებენ. ასეთი მამაკაცების უმეტესობა ჰეტეროსექსუალია.