ოსტგუთები
ოსტგუთები, ოსტგოთები, ოსტროგოთები, გროიტუნგები (ლათ. Ostrogothi ან Austrogothi; ბერძ. Οστρογότθοι) — ძველი გერმანელი ტომის გუთების აღმოსავლური შტო. ახ. წ. III საუკუნეში დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დნეპრსა და დონს შორის, ნაწილობრივ ყირიმში. IV საუკუნის II ნახევარში ოსტგუთებმა ერმანარიხის მეთაურობით შექმნეს ტომთა დიდი გაერთიანება, რომლებშიც გერმანელ ტომებთან ერთად სკვითურ-სარმატული და სლავური ტომებიც შედიოდნენ. 375 წელს ჰუნებმა დაიმორჩილეს ოსტგუთები და მათი ძირითადი მასა ჰუნებთან ერთად დასავლეთისაკენ დაიძრა. ჰუნების იმპერიის დაშლის შემდეგ (453) ოსტგუთები დასახლდნენ პანონიაში აღმოსავლეთ რომის იმპერიის სუვერენობით. 488 წელს იმპერატორმა ზენონმა ოსტგუთები იტალიელი გამგებლის ოდოაკრის წინააღმდეგ მიმართა. ოსტგუთებმა თეოდორიხის წინამძღოლობით გაანადგურეს ოდოაკრის დაქირავებული ჯარი და 493 წელს შექმნეს თავიანთი სამეფო (დედაქალაქი - რავენა). ოსტგუთების სამეფო მოიცავდა იტალიას, სიცილიას, ალპების მთისწინეთს, დალმაციასა და პროვანსს. მსოფლიო მონათმფლობელობის ყოფილ ცენტრში ოსტგუთების დასახლებამ დააჩქარა ოსტგუთებში თემურ-გვაროვნული წყობილების რღვევა და მონათმფლობელი არისტოკრატიის წარმოშობა. თეოდორიხის შემდეგ ბიზანტიის ორიენტაციის პოლიტიკას ატარებდა მისი ქალიშვილი ამალასუნთა, რომლის მკვლელობა იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ოსტგუთების წინააღმდეგ ომის საბაბად გამოიყენა (535). მიუხედავად ოსტგუთების და მათი მეფეების (ვიტიგისი, 536-539; ტოტილა, 541-552; ტეია, 552) მედგარი წინააღმდეგობისა ბიზანტიის ჯარებმა ჯერ ველისარიუსის, შემდეგ კი ნარსესის სარდლობით გაანადგურეს ოსტგუთების სამეფო და მის დასახმარებლად მოსული ფრანკ-ალემანთა ლაშქარი (554).
ოსტგუთების მეფეთა სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თეოდორიხ დიდი - 489-526
- ათალარიხი 526-534
- თეოდატი 534-536
- ვიტიგესი 536-540
- ილდიბადი 540-541
- ერარიხი 541
- ტოტილა 541-552
- ტეია 552-553
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Amory, Patrick. People and Identity in Ostrogothic Italy, 489–554. Cambridge: Cambridge University Press, 2003. ISBN 0-52152-635-3.
- Burns, Thomas S. (1984). A History of the Ostrogoths. Bloomington: Indiana University Press. ISBN 0 253 32831 4.
- Cantor, Norman F. (1994). The Civilization of the Middle Ages. Harper Perennial. ISBN 0 06 092553 1.
- Heather, Peter (1996). The Goths. Oxford: Blackwell Publishers. ISBN 0 631 16536 3.
- Heather, Peter. "Theoderic, king of the Goths." Early Medieval Europe, Volume 4, Issue 2 (Sep., 1995), pp. 145–173.
- Mierow, Charles Christopher (translator). The Gothic History of Jordanes. In English Version with an Introduction and a Commentary. 1915. Reprinted by Evolution Publishing, 2006. ISBN 1-889758-77-9.
- Wallace-Hadrill, John Michael. The Barbarian West, 400–1000. 3rd ed. London: Hutchison, 1967.
- Wolfram, Herwig. History of the Goths. Thomas J. Dunlap, trans. Berkeley: University of California Press, 1988.