ომლეტი
ომლეტი არის კერძი[1], რომელიც მზადდება ათქვეფილი კვერცხით, რომელიც დამდნარ კარაქზე ან ზეთზე იწვება ტაფაში (ტაფაში მორევის ან ათქვეფის გარეშე). იშვიათად, ომლეტს მარტო მიირთმევენ, მაგრამ უფრო ხშირად ისეთ დანამატებთან ერთად, როგორიცაა ყველი, ხახვი, ბოსტნეული, სოკო, ხორცი (ხშირად ლორი ან ბეკონი), ან ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს კომბინაცია. მთლიან კვერცხს ან კვერცხის ცილას ხშირად ურევენ მცირე რაოდენობით რძეს, ნაღებს, ფქვილს ან წყალს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავარაუდოდ, თავდაპირველად, ომლეტი წარმოიშვა ანტიკურ სპარსეთში[2]. თანამედროვე ომლეტი თითქმის იდენტურია სპარსული "კუკუ საბზი"-სა.
ალან დევიდსონის მიხედვით, ფრანგული სიტყვა ომლეტი (ფრანგ. [Ɔm.lɛt]) პირველად გამოყენებულ იქნა XVI საუკუნის შუა პერიოდში, მაგრამ ამ სიტყვის სხვა ვერსიები არსებობდა 1393 წელსაც, მაგ. alumelle.
ბესიერში არსებული უზარმაზარი სააღდგომო ომლეტის ტრადიცია, ლეგენდის თანახმად, დაარსდა როდესაც ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი ჯარი სამხრეთ საფრანგეთში გაემგზავრნენ და მათ გადაწყვიტეს ღამის გატარება ქალაქ ბესიერესთან. ნაპოლეონმა მიირთვა სახლის დიასახლისის მიერ მომზადებული ომლეტი და ნამდვილი სიამოვნება მიიღო. მან უბრძანა ქალაქში მხოვრებლებს, შეგროვებულუყვნენ, შეეკრიბათ სოფელში ყველა კვერცხი და მეორე დღეს მოემზადებინათ უზარმაზარი ომლეტი ჯარისთვის[3].
ალექსანდრე დიუმაც ახსენებს ომლეტის რამდენიმე ვარიანტს მის წიგნში "Grand dictionnaire de cuisine"[4]. ერთ-ერთი სახის ომლეტი მზადდება ახალი მწვანილით (ოხრახუში, პრასი და ტარხუნა), მეორე სახის - სოკოთი, რომელსაც შეიძლება დაემატოს მწვანე ბარდა, ასკილი, ისპანახი, მჟაუნა ან ტრიუფელიც. "კირშის ომლეტი" (ან რომის ომლეტი) არის ტკბილი ომლეტი, რომელიც მზადდება შაქრით და ალკოჰოლური სასმელებით, მაგ. კირშით ან რომით. ომლეტს რულეტის მსგავსად ახვევენ და ზემოდან დაფქვილ შაქარს აყრიან. კიდევ ერთი სახის ტკბილი ომლეტი, რომლის შექმნაც უკავშირდება პრუსიის სამეფო ტახტის მზარეულს, მზადდება ვაშლით და ყავისფერი შაქრის მინანქრით. ომლეტი მზადდება სირაქლემას კვერცხით და მიირთმევენ პომიდვრის და წიწაკის სოუსით.
ნაირსხვაობები ქვეყნების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა.შ.შ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დენვერის ომლეტი, ასევე ცნობილი როგორც სამხრეთ-დასავლეთური ომლეტი ან დასავლური ომლეტი[5], არის შიგნიდან ამოვსებული კუბიკებად დაჭრილი ლორით, ხახვითა და მწვანე ბულგარული წიწაკით, თუმცა შიგთავსის მრავალი ვარიანტი არსებობს. ხშირად მიირთმევა სამხრეთ-დასავლეთ შტატებში. ამ ომლეტს ზოგჯერ ზემოდან ყველს ურთავენ და შემწვარი კარტოფილით ან კარტოფილის კატლეტებთან ერთად მიირთმევენ საუზმეზე[6].
ჰენგთაუნის შემწვარი არის ომლეტი ბეკონით და პურიანი ოსტრით. ის საკმაოდ განსხვავებული ომლეტია და წარმოიშვა პლაკერვილში, კალიფორნიაში, ოქროს ციებ-ცხელების დროს.
კვერცხის ცილის ომლეტი არის ომლეტის ვარიანტი, რომელიც განაცალკევებს კვერცხის ცილას გულისაგან, ცხიმისა და ქოლესტერინის მოსაშორებლად, რომლებიც მხოლოდ კვერცხის გულიან ნაწილშია[7].
იაპონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონიაში ტამაგოიაკი არის ტრადიციული ომლეტი, რომელშიც კვერცხებს ურევენ მირინს, სოიოს სოუსს, ბონიტოს ფანტელებს, შაქარს, წყალს და ამზადებენ სპეციალურ მართკუთხა ტაფაზე. ჯერ წვავენ ომლეტის ძირს, როგორც კი საკმაოდ შეიწვება, საკვები ჩხირებით ზემოთ მოაქცევენ და ა.შ, სანამ ომლეტის ყველა ნაწილი არ შეიწვება, რის შედეგადაც მკვრივი ომლეტი შეიცავს უამრავ წვრილ ფენას.
ომურიცა (ინგლისური სიტყვებიდან "ომლეტი" და "ბრინჯი"-"rice") არის ომლეტი, რომელიც ამოვსებულია ბრინჯით და ჩვეულებრივ მიირთმევა დიდი რაოდენობით პომიდვრის კეტჩუპის თანხლებით.
ომუ-სობა არის ომლეტი, რომელიც შეიცავს პასტას ან სხვადასხვა სახის მაკარონს[8].
ტენშინდონი არის იაპონურ-ჩინური კერძი, ბრინჯზე დადებული ომლეტი კიბორჩხალას ხორცით[9].
იტალია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრიტატა არის ერთგვარი გადახსნილი იტალიური ომლეტი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ყველს, ბოსტნეულს ან მაკარონსაც კი. ფრიტატა ნელა მზადდება. ზეთის გარდა, ყველა ინგრედიენტი სრულად ირევა კვერცხში კერძის შეწვამდე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ განმარტება
- ↑ ოქსფორდის დამხმარე კერძებზე გვ. 571 (ინგლისური)
- ↑ ნაპოლეონი და ომლეტი (ინგლისური)
- ↑ Alexandre Dumas' Dictionary of Cuisine, 1873
- ↑ https://books.google.com/books?id=NoicAQAAQBAJ&pg=PA115 (ინგლისური)
- ↑ დენვერის კვერცხები (ინგლისური)
- ↑ დაბალ-ქოლესტერინიანი რეცეპტები გვ.94 (ინგლისური)
- ↑ ომო-სუბა რეცეპტი (ინგლისური)
- ↑ ტენშინდონი (ინგლისურად)