ობვალდენის კანტონი
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ობვალდენის კანტონი Kanton Obwalden | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
ადმ. ცენტრი | Sarnen | ||||
შიდა დაყოფა | Alpnach, ენგელბერგი, Giswil, Kerns, Lungern, Sachseln და Sarnen | ||||
კოორდინატები | 46°52′00″ ჩ. გ. 8°02′00″ ა. გ. / 46.86667° ჩ. გ. 8.03333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1291 | ||||
ფართობი | 490,59 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | Swiss High German | ||||
სალაპარაკო ენები | გერმანული | ||||
მოსახლეობა | 35 585 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 73 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | OW | ||||
ოფიციალური საიტი | ow.ch | ||||
ობვალდენი (გერმ. Obwalden) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია ზარნენი. მოიცავს შვეიცარიის გეოგრაფიულ ცენტრს. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 35 585 ადამიანს შეადგენს, რომლის ძირითადი ნაძილი (92,3%) გერმანულენოვანია.[1]
მეზობელ ნიდვალდენის კანტონთან ერთად ობვალდენი შვეიცარიის კონფედერაციას 1291 წელს შეუერთდა.
კანტონის ფართობი 490,5 კმ²-ია, რომლის 40,2% ტყითაა დაფარული. უმაღლესი წერტილია ურნერის ალპებში მდებარე მწვერვალი ტიტლისი (3 238 მ).
შვეიცარიის კონფედერაციაში ობვალდენს ნახევრად კანტონის სტატუსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული კანტონის ყველა უფლება და მოვალეობა აქვს, მაგრამ შვეიცარიის ეროვნულ საბჭოში მხოლოდ ერთი დეპუტატის წარგზავნის უფლება გააჩნია.
კანტონის ეკონომიკაში დომინირებს პატარა და საშუალო ზომის ბიზნესი. ბევრი მათგანი სპეციალიზდება მინიატურულ ძრავებზე, ხელოვნურ ბოჭკოზე, სამედიცინო აღჭურვილობასა და ნანოტექნოლოგიებზე. ასევე მნიშვნელოვანია მეტყევეობა, მასთან დაკავშირებული ბიზნესი და სოფლის მეურნეობა.
თუმცა, ეკონომიკის მთავარი დარგია ტურიზმი, რაც უპირველესად განპირობებულია შვეიცარიის ალპებში ცენტრალური მდებარეობით.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ქალაქი ზარნენი
-
ქალაქი ენგელბერგი
-
ჰაჰნენის მთის ხედი ენგელბერგიდან
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ STAT-TAB Datenwürfel für Thema 40.3 - 2000 დაარქივებული 2013-08-09 საიტზე Wayback Machine. (გერმანული) accessed 2 February 2011
|