ნორვეგია
ნორვეგიის სამეფო | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Alt for Norge (ქართ. ყველაფერი ნორვეგიისთვის) |
||||||
ჰიმნი: „Ja, vi elsker dette landet“ „დიახ, ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა“ |
||||||
ნორვეგიის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ოსლო 59°56′ ჩ. გ. 10°41′ ა. გ. / 59.933° ჩ. გ. 10.683° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ნორვეგიული (ბუკმოლი და ნიუნორსკი) | |||||
მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ჰარალდ V | ||||
- | პრ.-მინისტრი | იონას გარი სტარე (2021–) | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 385 207[1] კმ2 (61-ე) | ||||
- | წყალი (%) | 5.7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2024 შეფასებით | 5 550 203[2] (120-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 14.3 კაცი/კმ2 (211-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $257.4 მილიარდი (მე-40) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $55 600 (მე-3) | ||||
აგი (2022) | 0.966[3] (მაღალი) (მე-2) | |||||
ვალუტა | ნორვეგიული კრონი (NOK ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | NOR | |||||
Internet TLD | .no | |||||
სატელეფონო კოდი | 47 |
ნორვეგია, ოფიციალურად ნორვეგიის სამეფო (ნორვ. Kongeriket Norge, ახალ ნორვეგიულად Kongeriket Noreg) — ჩრდილოეთის ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში. უკავია ნახევარკუნძულის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი, ასევე კუნძული იან-მაიენი და არქტიკული არქიპელაგი შპიცბერგენი. ნორვეგიის სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებს მიეკუთვნება სუბანტარქტიკულ სარტყელში მდებარე ბუვეს კუნძული. აგრეთვე, მის დაქვემდებარებაშია დედოფალ მოდის მიწა და პეტრე I-ის კუნძული.
ნორვეგიის საერთო ფართობი 385,207 კმ2-ს, ხოლო მოსახლეობა 5 367 580-ია (2020 წლის აგვისტოს მონაცემებით). აღმოსავლეთით გრძელი, 1619 კილომეტრის სიგრძის საზღვრით შვედეთს ესაზღვრება. ქვეყანას ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთით ფინეთი და რუსეთი, სამხრეთით — სრაგერაკი, რომლის მეორე მხარეს დანიაა. ქვეყანას გააჩნია ფართო სანაპირო ზოლი, რომელსაც ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანესთან და ბარენცის ზღვასთან ადგენს. ზღვის დიდ გავლენას განიცდის ნორვეგიის კლიმატიც; სანაპირო ზოლი დაბალი ტემპერატურით ხასიათდება, ხოლო ქვეყნის შედარებით შიდა ნაწილში, მიუხედავად იმისა რომ უფრო ცივია, ვხვდებით იმაზე მეტად ზომიერ კლიმატს, ვიდრე მის განედზე მდებარე მსოფლიოს სხვა ქვეყნების შემთხევაშია. პოლარული ღამეების განმავლობაშიც კი, სანაპირო ზოლზე ტემპერატურა სტაბილურად ყინვაზე მაღალია. აგრეთვე, ზღვის გავლენის გამო ქვეყნის ზოგიერთ რაინში იცის ძლიერი წვიმა და თოვლი.
ნორვეგიის ამჟამინდელი მონარქი არის გლიუქსბურგების წარმომადგენელი ჰარალდ V. 2013 წელს პრემიერ მინისტრის პოსტზე იენს სტოლტენბერგი ერნა სულბერგმა ჩაანაცვლა და მას შემდეგ სწორედ იგი იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. როგორც უნიტარული სუვერენული სახელმწიფო კონსტიტუციური მონარქიით, ნორვეგია ხელისუფლების ძალებს სამ ნაწილად, სტორთინგად, სახელმწიფო საბჭოდ და უზენაეს სასამართლოდ, ჰყოფს; აღნიშნული დანაწილება განსაზღვრულია 1814 წლის კონსტიტუციით. სამეფო 872 წელს, მრავალი მცირე სამეფოს შერწყმის შედეგად დაარსდა და 1148 წელია განუწყვეტლივ არსებობს. 1537–1814 წლებში იყო დანია-ნორვეგიის სამეფოს ნაწილი, ხოლო 1814–1905 წლებში — შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ნეიტრალური ტერიტორია. იგი ნეიტრალურ ტერიტორიად რჩებოდა 1940 წლამდე — მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყანაში გერმანია შემოიჭრა და დაიპყრო იგი.
ნორვეგიის ორივე, ადმინისტრაციული და პოლიტიკური ქვეყადანოფები ორ დონედაა დაყოფილი: საგრაფოებად და მუნიციპალიტეტებად. მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს როგორც ევროკავშირთან, ასევე შეერთებულ შტატებთან. ნორვეგია ასევე არის გაეროს, ნატო-ს, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის, ევროპის საბჭოს, ანტარქტიდის ხელშეკრულებისა და ჩრდილოეთის საბჭოს დამფუძნებელი წევრი; ევროპის ეკონომიკური ტერიტორიის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი; და შენგენის ზონის ნაწილი.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სიებში ნორვეგია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ოდენობით მეოთხე ადგილს იკავებს მსოფლიოში.[4] ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიხედვით ნორვეგია ერთი სული მოსახლის მშპ-ით (PPP), 2015 წლის შეფასებით, მეთერთმეტე პოზიციაზეა.[5] აქვს მსოფლიოში უდიდესი სუვენერული სიმდიდრის ფონდი, რომლის ღირებულება 1 ტრილიონი აშშ-ის დოლარია.[6] 2009 წლიდან მოყოლებული ნორვეგიას მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანის განვითარების ინდექსის რეიტინგი აქვს; აღნიშნულ პოზიციას იკავებდა 2001–2006 წლებშიც.[3] ნორვეგიაში ასევე ფიქსირდება მსოფლიოში კრიმინალის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.[7]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალური - ნორვეგიის სამეფო. ეროვნული - Kongeriket Norge. სახელწოდება პრანორვეგიულ ენაზე Norvegr ნიშნავს „ჩრდილოეთის გზას“, თანამედროვე ნორვეგიულში იგი მიღებულია ძირებიდან northr და rike, რომლის მნიშვნელობაა „ჩრდილოეთის სამეფო“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1905 წელს ნორვეგიამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, გაწყვიტა რა უნია შვედეთთან. რეფერენდუმმა განსაზღვრა მმართველობის ფორმა — მონარქია. მეფედ მოიწვიეს დანიის პრინცი კარლი, რომელმაც მიიღო სახელი ჰოკონ VII.
ადრეული ეპოქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე ნორვეგიელთა წინაპრებმა ფინური ტომები ჩრდილოეთით გადარეკეს და ახლანდელი ტერიტორიები დაიკავეს, თუმცა, იმდროის ნორვეგიელები განსხვავებულ სკანდინავიურ ტომებს ეკუთვნოდნენ, რომლებიც დანიელებსა და ანგლებს ენათესავებოდნენ.
ბოლომდე გაურკვეველი რჩება, თუ როგორ დასახლდა ნორვეგია. ერთი ვერსიით, ქვეყანა ჩრდილოეთიდან სახლდებოდა, შემდგომ ცენტრალური და დასავლეთი იქნა ათვისებული. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით კი, დასახლება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მოხდა. ამ მოსაზრებას არქეოლოგიური გათხრები ამყარებენ. საგების თანახმად, ნორვეგიელები ვიკეს ყურიდან დრონტჰეიმამდე იკავებდნენ მიწებს (წინანდელი სახელი ნიდაროსე), მაგრამ,მათ, ისევე როგორც გოთებსა და შვედებს, ცენტრალიზებული ხელისუფლება არ გააჩნდათ. მოსახლეობა 20-30 სხვადასხვა ჯგუფად იყოფოდა, ნორვეგიულად ფილკე (ნორვ. fylke, ხალხი). ყოველ ფილკეს თავისი მეფე ან ბელადი ჰყავდა. ერთიანი სახელმწიფოს შექმნის მიზნით, რამდენიმე მათგანი გაერთიანდა და ერთიან ყრილობად — თინგად (Thing) გადაიქცა. თინგი ყოველი კონკრეტული საჭიროებისას იკრიბებოდა, მასზე დასწრება ნებისმიერ თავისუფალ მოქალაქეს შეეძლო, მაგრამ საქმეს მეფის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირები განაგებდნენ. თინგი უმაღლესი საბჭოსი და უმაღლესი სასამართლოს სახეს ატარებდა. თინგის უფლებამოსილთა შორის მეფეზე დამოკიდებული პიროვნებები დაშვებულნი არ იყვნენ.
მოგვიანებით ქვეყანა ოთხ უდიდეს ოლქად გაიყო, ყოველ კუთხეს თავისი თინგი ჰქონდა. სოგნეფიორდის ჩრდილოეთით მდებარე ფილკეები — ფროსტატბინგი, სამხრეთ-დასავლეთის ფილკეების, ასევე უპლანდისა და ვიკეს თინგების მომცველი გულათინგი, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური მთის სისტემის ჩათვლით — ეიძათინგე და ბოლოს თავად ვიკე, რომელიც განცალკევებულ თინგად ჩამოყალიბდა.
თავად ფიულკი ასად — herad იყოფოდა და თითოეულ ჰერადს hersir (ჰერსირი) ედგა სათავეში, რომლის თანამდებობა მემკვიდრეობით ხასიათს ატარებდა და მას მხარის სამოქალაქო და რელიგიური საკითხების გადაჭრა შეეძლო. მეფეები, რომლებიც წოდება yngling-ს ატარებდნენ, ღვთიური წარმოშობისად მიიჩნეოდნენ და თავიანთი ფილკეების საგარეო წარმომადგენლები იყვნენ, ჯარს სარდლობდნენ და უფლებებიც პირადული ხარისხითა და სამფლობელოს ფართით განესაზღვრებოდათ. აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა დანარჩენი მნიშვნელოვანი საქმის გადამწყვეტი თავად ხალხი, უბრალოდ გლეხები და თინგი იყო. გლეხები მშვიდობის დარღვევის შემთხვევაში მეფეს ბეგარას უხდიდნენ, მათ ასევე შეეძლოთ ნებაყოფლობითი ძღვენიც მიერთმიათ გვირგვინოსნისთვის. თუკი „მეფე ავსა იქმდა წესისა წინააღმდეგ“ მაშინ მთელ ფილკეს ისრები ეგზავნებოდა, ნიშნად იმისა, რომ მეფე დასაჭერი და მოსაკლავი იყო. თუკი მეფის ლიკვიდირება ვერ ხერხდებოდა, მაშინ მას საუკუნოდ აძევებდნენ ქვეყნიდან. ასეთ შემთხვევაში, ტახტის უფლება როგორც კანონიერ, ისევე უკანონო კავშირის შედეგად შეძენილ მემკვიდრეებს ეძლეოდათ, რკინით გამოცდის შემდეგ.
ძველნორვეგიული საზოგადოება ორი ფენისგან: არისტოკრატებისა და თავისუფალი მოსახლეების — გლეხებისგან შედგებოდა. მათ დაქვემდებარებაში თავისუფლებააყრილი ხალხი ან მონები შედიოდნენ, რომელთაც, უნდა აღინიშნოს, რომ პატრონები სასტიკად არ ექცეოდნენ. უუფლებონი მეტწილად ტუსაღები იყვნენ. მიწიერ ცხოვრებაში ისინი თავიანთ მფლობელებს ეკუთვნოდნენ, გარდაცვალების შემდეგ კი არ მიიშვებოდნენ ვალჰალთან, სადაც იღებდნენ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც ბრძლისას იყვნენ დაღუპულნი. ორი ძირითადი კასტა ერთმანეთზე არ იყო დამოკიდებული, გლეხის წოდება საამაყოც კი იყო. მეფის სამსახურში შესვლა ზოგჯერ სამარცხვინო საქმედ მიიჩნეოდა და დასჯის შემთხვევაში გამოიყენებოდა ხოლმე. მეფე ყველაზე დიდი მიწათმფლობელი იყო და თავის მამულებში ამუშავებდა პირებს, რომელთაც armadr ეწოდებოდათ. მეფის კარზე მეომართა პოლკი ცხოვრობდა. ისინი ნარჩევი, მამაცი რაინდები იყვნენ და შინა ხალხი ეწოდებოდათ. ისინი მეფეზე დამოკიდებულებად მიიჩნეოდნენ, ამიტომაც, მათ თავისუფალ ადამიანებად არ თვლიდნენ, იმის მიუხედავად, რომ მეომრები ყველანაირი პირადი თავისუფლებით სარგებლობდნენ.
ძველნორვეგიელთა საყვარელი საქმიანობა ომი, ძარცვა, სამხედრო ვარჯიში და ნადირობა იყო. ისინი ფარიკაობებს მართავდნენ, სადაც მანდილოსნების მიწვევა აუცილებელობას წარმოადგენდა. უყვარდათ მოლხენა, თუმცა, მუდამ გმირულად დაღუპვის მონატრულნი იყვნენ. შერკინებაში ქალებიც კი გადიოდნენ.
ვიკინგთა ეპოქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაკლებნაყოფიერმა ნიადაგმა და მწირმა ბუნებრივმა პირობებმა უბიძგა ნორვეგიელებს, უცხო მიწების დალაშქვრით დაეკმაყოფილებინათ განდიდებისა და გამდიდრების წადილი. ჯერ კიდევ ადრეულ შუა საკუნეებში დაიწყეს ნორვეგიელებმა უცხო მიწებზე თავდასხმები და ამით მეზობელი ქვეყნებისათვის უბედურების დატეხვა. ასეთი შორეული ექსპედიციები უკვე VIII საუკუნიდან ეწყობოდა. IX საუკუნის დამლევს ნორვეგიაში მსხვილი სახელმწიფოები იწყებენ ჩამოყალიბებას, რომელთა მეფეები მეზობელი მიწების ათვისების ყველანაირი ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. შორეულ ლაშქრობებში წამსვლელთა რიცხვი კი დღითი-დღე მატულობდა. ხანდახან მხოლოდ დაპყრობისა და დარბევის მიზნით იგზავნებოდა ხომალდები შორეულ ზღვებში თავად მეფეების სარდლობით. ვიკინგთა ექსპედიციების ორ პერიოდს განარჩევენ: პირველში ნორვეგიელები მცირე რაზმებით ცურავენ, თავს ესხმან სანაპიროებსა და კუნძულებს, არბევენ, სძარცვავენ და დაზამთრებისთანავე შინ ბრუნდებიან; მეორე პერიოდში უფრო დიდი ლაშქრით გადიან ზღვაში, შეჭრილ ქვეყანაშიც უფრო ღრმად შედიან, აღარც ზამთრობით ბრუნდებიან უკან, აგებენ სიმაგრეებს და სახლდებიან დაპყრობილ მიწებზე. ეს პერიოდი ვიკინგთა მიერ მანამდე მონახულებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა დროს იწყება, მაგალითად ირლანდიაში 835 წელს, საფრანგეთში, ლუარის ხეობაში იგივე დროს, ხოლო ინგლისში 851 წლიდან.
ნორვეგიელები ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთშიც აღწევდნენ და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიასაც ესხმოდნენ თავს კონსტანტინეპოლის სიმდიდრით მოხიბლულნი, რომელსაც ისინი მიუკლგორდს უწოდებდნენ. IX საუკუნის დამლევს ნორვეგია ერთიან სახელმწიფოდ იქცა, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ისეთი საისტორიო წყაროების გამოჩენა, რომლებიც დღევანდელი გადასახედიდან გაცილებით სარწმუნოა და ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან. ვიკის დასავლეთ სანაპიროზე ვესტფიოლდის მომცრო მხარე მდებარეობდა, რომელსაც, ხალხის გადმოცემით, ის მეფეები მართავდნენ, რომლებიც ერთ დროს უფსალაში მეფობდნენ. ვესტფიორდის პირველი მეფე, რომელიც ისტორიას შემორჩა, ჰაფდან შავი იყო; მან როგორც ოჯახური კავშირებით, ასევე საკუთარი ძალისხმევით, ქვეყნის შიდა ტერიტორიები ტბა მიეზენამდე შემოიერთა. ჰაფდანი ადრე გარდაიცვალა, მას 10 წლის მემკვიდრე ჰარალდ ჰორფაგრე დარჩა. ამ უკანასკნელმა მამამისის მიერ წამოწყებული საქმიანობა განაგრძო და ერთიან ნორვეგიას დაუმორჩილა ყველა მეზობელი მცირე სამეფო თუ სათავადო და დაამყარა ერთხელისუფლებიანობა. ბევრი აზნაური და სარდალი ცდილობდა, არ დამორჩილებოდა მეფეს, რადგან წინათ მის სწორად მიიჩნეოდნენ და არ ეთმობოდათ ძველი მდგომარეობა, თუმცა, მცდელობა მარცხით დასრულდა და უმეტესობას ზღვით ქვეყნის დატოვება მოუხდა. ჰარალდმა ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ წყობაში სრული გადატრიალება მოახდინა. ახალი წესებით უკმაყოფილოთა მასები ისლანდიაში, შეტლანდიის, ჰებრიდის და ორკნეის კუნძულებზე გაემგზავრნენ. ჰარალდმა სიცოცხლის ბოლოს სახელმწიფო წყობა შეცვალა, თავის ვაჟებს მცირე სამეფოებად დაუყო ქვეყანა, ცოლის მხრიდან მემკვიდრეებს კი საგრაფოები ჩამოურიგა. სულ 16 სამეფო შეიქმნა, რომელთა შეკავშირებას ჰარალდი უფროსი ვაჟის ერიხის მთავარ მეფედ გამოცხადებით აპირებდა. ჰარალდი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ერიხმა ერთიანი მონარქიის აღდგენა სცადა და ძმები ამოჟლიტა, რისთვისაც მან „პირსისხლიანის“ მეტსახელი მიიღო. ერიხის მმართველობის პერიოდში ნორვეგიაში ვნებათაღელვა დაიწყო. მამამისის გარდაცვალების შემდეგ მას ტახტის შემცილეც გამოუჩნდა, მხევლისგან შობილი ჰოკონი, რომელიც ინგლისელ ეთელსტანთან ჰყავდათ აღსაზრდელად გაბარებული. ჰოკონი მეფედ მას მერე აირჩიეს, რაც მან საზეიმოდ დადო დაპირება, რომ გლეხებს, ძველი წესის თანახმად, მამულებსა და უფლებებს აღუდგენდა. ერიხს ინგლისს გამგზავრება ებრძანა. ჰოკონ კეთილად წოდებულმა მეფემ დანაპირები პირნათლად შეასრულა. ეთელსტანის კარზე მონათლულმა მონარქმა ნორვეგიაშიც ისურვა ქრისტიანობის გავრცელება, თუმცა, გლეხობის მხრიდან სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. მდაბიონი მეფისგან გადაჭრით მოითხოვდნენ კერპთაყვანისმცემლური რიტუალების აღვლენას. ამან კინაღამ დიდი განხეთქილება გამოიწვია მეფესა და ქვეშევრდომებს შორის. ჰოკონის შემდგომმა მეფეებმაც სცადეს ქვეყანაში ქრისტიანობის შეტანა: ულავ I ტრიუგვასონი (995–1001) და ულავ II სქელი (1015–1024) ამაოდ დაშვრნენ; პიროვნული თვისებების წყალობით, ულავ ტრიუგვასონი ნორვეგიის ისტორიაში საყვარელ გმირად არის წოდებული. ულავ II სქელი კი სიკვდილის შემდგომ წმინდანად შერაცხეს და ნორვეგიის მფარველის ტიტულიც არგუნეს. ის ჰარალდ ჰორფაგრეს შვილთაშვილი იყო. მან გააერთიანა ნორვეგია, აღაშენა ულავ ტრიუგვასონის მიერ აგებული და შემდგომ დანგრეული ნიდაროსი და სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია. ქრისტიანობის დამკვიდრებით, ულავმა ქვეყნის კანონები ცხოვრების ახალი წესის მიხედვით შეცვალა და საეკლესიო წესდება შეადგინა. მან თანამდებობის მემკვიდრებით გადაცემას ბოლო მოუღო და ყველა ნაზირ-ვეზირი დაიქვემდებარა. მეზობელი ქვეყნების — შვედეთისა და დანიის მეფეები ყველანაირად ცდილობდნენ ნორვეგიის მეფის ვნებას. მართალია შვედეთის მეფე ოლაფ საყვარელი ბოლოსდაბოლოს შეეგუა მის მმართველობას და ქალიშვილიც კი მიათხოვა, დანიის მეფე კანუტი მაინც შეურიგებელი დარჩა და ინსურგენტების დახმარებით, მის წინააღმდეგ პერიოდულად ამბოხებებსაც აწყობდა. ულავმა კანუტის რომს გამგზავრებით ისარგებლა და დანიას დაესხა თავს, თუმცა, მობრუნებულმა კანუტმა მომხვდურის ალაგმვა მოახერხა და მომდევნო წელს თავად აიღო გეზი ნორვეგიისკენ. ულავის თავნება მმართველობით თავმობეზრებული ხალხი მეფეს გადაუდგა, ამიტომ მას კიევის რუსეთის მთავარ იაროსლავთან მოუხდა გაქცევა. 1029 წელს მან ჯარი შეჰყარა და ნორვეგიისკენ გაეშურა ტახტის დასაბრუნებლად, მაგრამ სტიკლესტადთან ნორვეგიელთა სიმძლავრით სამჯერ აღმატებული ჯარი შეეგება, ამ ბრძოლაში ულავი სასიკვდილოდ დაიჭრა. კანუტმა ნორვეგიაში ადგილნაცვლად საკუთარი ვაჟი სვენი დასვა. თუმცა, მისმა სასტიკმა მოპყრობამ და შევიწროვებამ ნორვეგიელებს ულავი სინანულით გაახსენა. კიევის რუსეთიდან მისი 10 წლის ვაჟი მაგნუსი ჩამოიყვანეს და მეფედ აკურთხეს. სვენი სამშობლოში იქნა ოტებული, ამიტომ, დანიასთან შეთანხმება დაიდო: მაგნუსი დანიის მეფე უნდა შექმნილიყო ჰარდიკანუტის გარდაცვალებისთანავე. როდესდაც ეს უკანასკნელი მიიცვალა, მაგნუსის მეფობა დანიაში მართლაც აღიარეს. მან თავის ადგილნაცვლად სვენი დანიშნა, თუმცა, მან ერთი წლის თავზე დამორჩილებაზე უარი განუცხადა. მაგნუსმა რამდენიმე ბრძოლაში კი გაიმარჯვა, მაგრამ 1047 წელს კუნძულ ზელანდიაზე გამართულ შეტაკებაში დაიღუპა.
მისმა მემკვიდრე ჰარალდ სასტიკმა დანიელებთან უწყვეტი ბრძოლები წამოიწყო: მას ჩრდილოეთის გაელვებას და დანიური კუნძულების მაოხრებელს უწოდებდნენ. ის ინგლისის დაპყრობის სურვილმა შეიპყრო. გასცურა ალბიონისკენ და დაიღუპა. ამის შემდეგ ქვეყანაში შედარებით წყნარმა ცხოვრებამ დაისადგურა. ეს კი ულავ მშვიდად წოდებული მეფის 27 წლიანმა მმართველობამ მოიტანა. იმხანად ნორვეგიამ მნიშვნელოვან კეთილდღეობას მიაღწია. 1095 წელს, ულავის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა ისევ ორ სახელმწიფოდ გაიყო და შინაომების კერად იქცა, სანამ ერთ-ერთი მეფე — მაგნუს ბარფუდი კვლავ ერთიანი ნორვეგიის ხელმწიფე არ გახდა. მან შორეული ლაშქრობის შედეგად, ჰებრიდის და ორკადის კუნძულები, ასევე ინგლისის კუნძული მენი დაიპყრო, 1103 წელს კი ირლანდიაში სიკვდილით დაეცა.
მას მემკვიდრეებად ვაჟები — ერიხი და სიგურდი დარჩა. პირველი ბრძნული მმართველობით უწყობდა ხელს ნორვეგიისთვის ახალი მხარეების მიერთებას, აგებდა ეკლესიებსა და მონასტრებს. სიგურდი კი პირიქით, ძველი ვიკინგების დარად გამბედავი და მამაცი სულით გამოირჩეოდა. 1107–1111 წლებში მან აღმოსავლეთის მიწებზე ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო და დიდი ნადავლითაც დაბრუნდა. იერუსალიმში მან ვალად იდვა ნორვეგიაში საეპისკოპოსო დაეარსებინა და აღასრულა კიდეც დავალებული. მისი სიკვდილის შემდეგ 1130 წლიდან ისევ შინაომები იწყება. ნორვეგია ხან მცირე სამეფოებად ქუცმაცდებოდა, ხან ისევ ერთიანი სახელმწიფო ხდებოდა. სასულიერო პირებმა არეული დრო საკუთარი უფლებების გასაფართოვებლად გამოიყენეს. ამან სამეფო ხელისუფლება საგრძნობლად დაასუსტა, რომელსაც ისედაც არასდროს ჰქონია იმხელა გავლენა საკუთარ ხალხზე, როგორც დანარჩენ ევროპაში, რადგან, თავისუფლების მოყვარე ნორვეგიელი ხალხი მუდან იცავდა საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებას. არისტოკრატია სულ უფრო და უფრო სცილდებოდა გლეხობას და ქრისტიანობის შემოღების შემდეგ სასულიერო პირებთან ლამობდა დაახლოვებას იმ მიზნით, რომ როგორმე ჩაეგდო ხელთ სახელმწიფო მართვის სადავეები. 1161 წელს ჰოკონ ჰარდაბრაიტის მეფობისას ნორვეგია მოიხილა რომის პაპის ლეგატმა, რომელმაც რიგი რეფორმების გატარება და მღვდლებისთვის ქორწინების უფლების გაუქმება მოახერხა. მან ბერგენში 8 წლის მაგნუსს სცხო მირონი და მეფედ აკურთხა, 1162 ეს უკანასკნელი აირჩიეს კიდეც მმართველად. მაგნუსი ჰარალდ ჰორფაგრეს შთამომავალი იყო დედის მხრიდან; ეკლესიამ როგორც მას, ასევე სამეფო წარმომავლობის ბევრ ქალიშვილს დაუმტკიცვა უფლება პრეტენზია განეცხადებინათ ნორვეგიის ტახტზე. მეფე მაგნუსმა 1174 წელს ნიდაროსის არქიეპისკოპოს ეისტეინის შეგონებით გამოაქვეყნა ე. წ. ოქროს კალმის კანონი, სიგელის სახით, რომლის ძალითაც სამღვდელოებას უფლებები კიდევ უფრო უფართოვდებოდა. მაგნუსმა ამ სიგელით საკუთარ თავს ღვთივკურთხეული უწოდა და ეკლესიას იმხელა უფლებები მისცა, რომ არა მხოლოდ ეპისკოპოსების არჩევისას ვერ ჩაერეოდა მეფე, არამედ, ტახტის მემკვიდრის არჩევის უფლებაც კი წმინდა საყდარს ენიჭებოდა. ამგვარად, ტახტის მემკვიდრის საკითხი საერობო ყრილობიდან უკვე სასულიერო პირთა ხელში გადავიდა. ასეთ გადაწყვეტილებას კი ნორვეგიელი ხალხი ვერ შეურიგდებოდა. აღსდგა კიდეც მოსახლეობა ეისტეინ მეილის წინამძღოლობით, რომელიც თავს ერთ-ერთი ნორვეგიელი მეფის ჰარალდ ჰილეს შვილიშვილად რაცხდა.
დაიწყო ბრძოლა ორ პარტიას შორის, რომელთაგან ერთს ბირკებეინერები, მეორეს კი ბაგლერამები ერქვა. ბირკებეინერები სასულიერო პირებისთვის უფლებების გაფართოების წინააღმდეგნი იყვნენ, ბაგლერამები კი უფრო კლერიკალურ პოზიციას იკავებდნენ. ეს ბრძოლა საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა და არაერთი გადატრიალების მიზეზიც გახდა. ბირკებეინერები უკვე დაღუპვის პირას იყვნენ მისულნი, როდესაც სათავეში ეროვნებით ისლანდიელი მღვდელი სვერი ჩაუდგათ, რომელიც თავს მეფე სიგურდ მუნდსის შვილად ასაღებდა. 1184 წელს მაგნუსი მოკლეს, სვერი კი მეფედ აკურთხეს. ნორვეგიის ისტორიაში მისი მეფობა ახალ ეპოქად მოიაზრება; მან ორივე მიმართულებას ჩასცა მახვილი — რელიგიურსაც და არისტოკრატიულსაც და დემოკრატიული საფუძვლებისთვის მოამზადა ნიადაგი. მან თავადური სიძლიერე საგრძნობლად შეარყია, თავკერძა არისტოკრატების ადგილებზე თავისი კაცები დანიშნა. ტიტულები შენარჩუნდა, მაგრამ ნომინალურ დონეზე. სამღვდელოება აუჯანყდა მას, პაპმა ინოკენტი III-მ მეფე ეკლესიიდანაც კი განკვეთა, ეპისკოპოსებმა ნორვეგია დატოვეს, თუმცა, სვერის მოდრეკვა ვერაფრით შესძლეს. თუკი მან ცენტრალიზაციის საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ არა მხოლოდ შინა, გარე მტერსაც გამუდმებით ებრძოდა. ბრძოლამ მისი სიკვდილის შემდგომაც გასტანა (1202), როგორც მისი ვაჟის ჰოკონის, ასევე ორმეფობის დროსაც, როცა ბირკებეინერები ერთ მეფეს ნიშნავდნენ, სამღვდელოება კი მეორეს, სანამ სვერის გარე შვილიშვილი ჰოკონი ორივე პარტიის მიერ არ იქნა აღიარებული მეფედ ბერგენში საერობო ყრილობაზე. ნორვეგიისთვის მშვიდობიანი განვითარების ჟამმა ჩამოჰკრა. ჰოკონმა ოქროს კალმის სიგელი არ სცნო, მაგრამ გლეხობასა და სამღვდელოებას შორის შემრიგებლის როლი იკისრა. სამღვდელოებას იურიდიულ საქმიანობაში სამოქალაქო სასამართლოსგან სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. საეკლესიო მამულები სამხედრო მორჩილებისგან გათავისუფლდა. ამის სამადლობლოდ, სამღვდელოება ჰოკონს ისლანდიისა და გრენლანდიის სრულად დაპყრობაში დაეხმარა. მისი ვაჟი მაგნუს VI ტახტზე 1263 წელს ავიდა, ოღონდ არა თინგის ნებართვით, არამედ მამამისის არჩევით, რომელმაც ეს ქმედება ახალი კანონის გატარების შედეგად მოახერხა. მაგნუსი სახელმწიფოს შიგნით და მეზობელ სამეფოებთან მშვიდობას ინარჩუნებდა, ამიტომაც, მას (Laegebaetr) კანონების გამაუმჯობესებელი ეწოდა. მან ერთიანი კანონები შემოიღო მთელი სამეფოსთვის, რასაც ქვეყნის ძველი კანონმდებლობა გულათინგი, ფროსტათინგი და მსგავსნი მათნი დაუდო საფუძვლად. სასჯელები შემსუბუქდა, დაწესდა დაზუსტებული კანონები ტახტის გადაცემასთან დაკავშირებით, რაც მეფობის არა არჩევითობას, არამედ მემკვიდრეობითობას ითვალისწინებდა. მეფის მსახურთა საერთო პრესტიჟი და მეფის ხელისუფლების ძალმოსილება უფრო ამაღლდა. მეფე ჰოკონმა (1319) ლენდერმერთა წოდება ისე გააუქმა, რომ მცირე წინააღდეგობასაც არ გადასწყდომია. გაუქმდა მსხილი მიწათმფლობელობა. ნორვეგია გლეხების — წვრილი მემამულეების ქვეყნად დარჩა. ჰოკონი მამრობითი სქესის მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა. დედის მხრიდან მისი ნათესავი შვედი უფლისწული მაგნუს ერიქსონი იყო, რომელიც ნორვეგიელებმა მეფედ შერაცხეს: ნორვეგიის ტახტი შვედეთის ხაზზე გადავიდა, თუმცა, ორივე ქვეყანამ საკუთარი კანონმდებლობა და საბჭოები შეინარჩუნა. ნორვეგიაში ოთხი საბჭო ორეთინგი (Orething) და ერთი საერთო საბჭო იყო, რომელიც მეტწილად ბერგენში იკრიბებოდა. უფრო მსხილ ქალაქებს საკუთარი თვითმმართველობა გააჩნდათ.
უნია დანიასთან და შვედეთთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაგნუს ერიქსონის არჩევით ნორვეგიის ისტორია სხვა სკანდინავიური ქვეყნების ისტორიის განუყოფელი ნაწილი ხდება და დამოუკიდებელ მნიშვნელობას კარგავს. ნორვეგია შვედეთის უკან მიმყოლ ქვეყნად გადაიქცა და უამრავ ომშიც ჩაება, მათ შორის, ომში ჰანზასთან, რომელიც ნორვეგიული ვაჭრობას განვითარებას დიდი ხნით აფერხებდა. ნორვეგიაში ხელისუფლება მოხელეთა ხელში გადავიდა, აღარ იყო არც არისტოკრატია, აღარც მუდმივი საერობო ყრილობა, თუმცა, გლეხები და ქალაქები გარკვეულ თავისუფლებებს ინარჩუნებდნენ. 1349 წელს შავი ჭირის ეპიდემია გაჩნდა, რომელმაც მოსახლეობის მესამედი იმსხერპლა. ნორვეგიელები მეფეს ითხოვდნენ და მაგნუსმა 1350 წელს თავისი 12 წლის ვაჟი ჰააკონი გაგზავნა. 1376 წელს შვედეთის სახელმწიფო საბჭომ, არსებულ დინასტიაში მამრობითი სქესის აღარარსებობის გამო, მეფედ ნორვეგიის მეფის — ჰააკონისა და მისი მეუღლის მარგარიტას ოთხი წლის ვაჟი — ოლაფი აირჩია; მარგარიტა კი მოკლე ხანში რეგენტად დაინიშნა. ამის შემდგომ, ჰანზამ ოლაფი დანიის მეფედაც აღიარა.
ამგვარად, სამივე სკანდინავიური სახელმწიფო გაერთიანდა. როდესაც ჰაკონ ნორვეგიელი გაირდაიცვალა 1380 წელს, მარგარიტა დანიელი ნორვეგიის რეგენტად სცნეს. მაგრამ მისი ხელისუფლება ნორვეგიაშიც და დანიაშიც ერთობ სუსტი იყო. 1387 წელს ოლაფი გარდიაცვალა და დანიისა და ნორვეგიის სეიმებმა მარგარიტა დედოფლად შერაცხეს, 1388 წელს კი ის შვედებმა შვედეთის დედოფლად გვირგვინოსანყვეს. დედოფლად არჩევისას ნორვეგიამ მარგარიტა მისი დის შვილიშვილის ერიხ პომერანელის მემკვიდრედ აღიარა. 1396 წელს დანიის სეიმების გადაწყვეტილებით, ერიხს სრულწლოვანების მიღწევასთან ერთად, ორივე ქვეყნის მმართველობის სადავეები უნდა გადასცემოდა, ხოლო სკანდინავიის ქვეყნებს ურთიერთშორის ომი არ უნდა ეწარმოებინათ. თავისი მემკვიდრის მდგომარეობის გასაიოლებლად მარგარიტამ 1397 წელს კალმარში საბჭო იწვია, იმავე წლის ივნისში კი კანონი შემუშავდა კალმარის უნიად სახელდებული. უნიის საფუძველზე სამივე სკანდინავიურ ქვეყანას — დანიას, ნორვეგიას და შვედეთს ერიხის დინასტიიდან პირველშვილიანობის პრინციპით უნდა აერჩიათ მეფე; სკანდიინავიის ქვეყნებს ერთმანეთთან ომი არ უნდა ჰქონოდათ, გარე შეტევის შემთხვევაში კი ერთმანეთის უსაფრთხოება უნდა დაეცვათ. უცხო ქვეყნებთან მოლაპარაკებები ერთიანი პრინციპით უნდა წარმართულიყო. ერთ ქვეყანაში გახორციელებული დანაშაულისთვის სასჯელდებული მეორე და მესამე ქვეყანაშიც სასამართლო დევნის ქვეშ უნდა ყოფილიყო სასჯელის ვადის მოხდამდე. ამასთან, სამივე ქვეყანა თავიანთ განსაკუთრებულ კანონებს შეინარჩუნებდა.
კალმარის უნიას სკანდინავიისთვის კარგი არაფერი მოუტანია, რადგან სამივე ქვეყანა, მმართველი დინასტიის ნებისამებრ, გაუთავებელ საომარ მოქმედებებში იყო ჩართული. უნიამ ნორდიკულ სახელმწიფოებს უამრავი ადამიანის მსხვერპლი მოუტანა. გაუთავებელი ომებისგან წელში გაწყვეტილი უზარმაზარი სამეფოს მოსახლეობას მოზრდილი ბეგარა დააწვა კისერზე, რათა საომარი ხარჯები დაეფარა. ნორვეგიელებს, მართალია, მეფე არასდროს უნახავთ, მაგრამ მისი აღმატებულების მოხელეები ხალხს ბოლო გროშებამდე ჰგლეჯდნენ. ნორვეგიელები ადგილნაცვლის გაგზავნას ითხოვდნენ თუკი მეფეს არ შეეძლო ჩასვლა. მათ უკვე აღარც საერთო სეიმი გააჩნდათ და აღარც არისტოკრატია, რომელიც სულ ცოტათი მაინც იზრუნებდა ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე. მათი თხოვნა ყურად არავინ იღო. „ჩვენ უცხოტომელი ფოხტები გვმართავენ, აღარც წესრიგი შეგვარჩინეს, არც ადგილნაცვალი, საკუთარი ბეჭედიც კი არ გაგვაჩნია და ბეჭდის დასასმელად საზღვარსგარეთ გვიხდება გამგზავრება“ — ასეთია ნორვეგიელთა 1420 წლით დათარიღებული საჩივარი.
აქედან წამოვიდა საძულველი დამოკიდებულება უცხოელი მეფეებისადმი, რამაც არაერთი ამბოხი გამოიწვია; ხალხი უცხოტომელებს არ ემორჩილებოდა ყოველნაირად ცდილობდა უცხოთა მხრიდან ადგილობრივ ადათ-წესებზე შეტევები უკუეგდო. 1450 წელს დანიაში მომხდარმა ამბოხებამ ნორვეგიელებს საშუალება მისცა თავიანთი თვითმყოფადობა შეენარჩუნებინათ და თანაბარუფლებიანობისთვის მიეღწიათ. თითოეულ სახელმწიფოს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი სახელი, კანონმდებლობა, ხაზინა და ადგილობრივი ხალხისგან დაკომპლექტებული მმართველობა ჰქონოდა. ნორვეგიელთა მიერ არჩეულმა მეფე კარლ კნუდსონმა ტახტი დანიელ ქრისტიან I-ს დაუთმო. გადაწყდა, რომ ამიერიდან ნორვეგიასა და დანიას საერთო მეფე უნდა ჰყოლოდა. ხელმწიფის არჩევა ჰალმშტადში უნდა მომხდარიყო, ხოლო თუკი მეფე ქრისტიანი მემკვიდრეებად ვაჟებს დატოვებდა, მაშინ მათი არჩევა მოხდებოდა. იმდროიდან მოკიდებული ნორვეგიასა და დანიას 1814 წლამდე საერთო მეფეები ჰყავდათ. მთელი XV საუკუნის მანძილზე, ვიდრე 1536 წლამდე, როცა ნორვეგიელთა უფლებები დაკნინებული იყო, ისინი ცდას არ აკლებდნენ საკუთარი უფლებების დაცვას. დანიელ მეფეებს ნორვეგიელები მხოლოდ დიდი ხნის ყოყმანისა და წინააღმდეგობის შემდეგ აღიარებდნენ. ნორვეგიელებს განსაკუთრებით ის გარემოება აღიზიანებდათ, რომ მეტად მნიშვნელოვანი და ძველი კოლონიები — ორკნეისა და შეტლანდიის კუნძულები ქრისტიან I-მა 1468 წელს შოტლანდიის მეფეს მიაგირავა და უკან ჯერაც არ იყო დაბრუნებული. უცხომიწელთა წინააღმდეგ გამუდმებით ხდებოდა შეიარაღებული აჯანყებები. მას მერე რაც დანიიდან განდევნილი მეფე ქრისტიან II ნორვეგიის მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა, დანიის რიგსდაგმა 1536 წელს, კალმარის უნიის დარღვევით, ნორვეგია დამოკიდებულ პროვინციად აქცია. გაუქმდა ნორვეგიის ცალკე არსებული სეიმი, არმია და ფლოტი, ფინანსები და სხვა. ანულირება განიცადა ნორვეგიულმა უმაღლესმა სასამართლომ. ყველა პროცესი კოპენჰაგენში დანიელი მოსამართლეების მიერ წყდებოდა. კოპენჰაგენში ხდებოდა ეპისკოპოსთა ხელდასხმაც; ახალგაზრდობა იქვე იღებდა განათლებას. ნორვეგიელი ჯარისკაცები და მატროსები დანიის ფლოტისა და არმიის რიგებს ავსებდნენ. ნორვეგიის მართვა დანიელ ფოგტებს ევალებოდათ. ერთად-ერთი, რასაც დანიელები ვერ ეხებოდნენ, ეს იყო odelsret — უფლება მიწაზე; პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვამ, ნორვეგიის განვითარებაზე დამთრგუნველად იმოქმედა. ნორვეგია თითქოს ერთ ადგილას გაიყინაო, განსაკუთრთებით რეფორმაციის შემდეგ, რაც ისევე ძალმომრეობით იქნა ქვეყნისათვის თავს მოხვეული, როგორც თავის დროზე ქრისტიანობა. ნორვეგიის ვაჭრობის ჩაძირვა ყოვლისშემძლე ჰანზამ მოახერხა. წარმოება არ ვითარდებოდა. როგორც ფინანსები, ისე ქვეყნის მოსახლეობა შვედეთთან გამუდმებული ომებით პარტახდებოდა, რომლის ჯარისკაცები ყოველნაირად აჩანაგებდნენ მოსაზღვრე მხარეებს. იმხანად შვედეთმა ნორვეგიის სამი პროვინცია: იემტლანდი, ჰერიესდალენი და ბოჰუსლენი დაიკავა. ქვეყნის გონებრივ განვითარებაში სრული სტაგნაცია დაიწყო. შეწყდა ძველი ხელნაწერების გადაწერაც კი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნორვეგიელებს კითხვა დაავიწყდათ, ამბობს ერთი მწერალი. მაგრამ თუ ამ მხრივ ნორვეგია ბევრ რამეში ჩამორჩა, დანიის უღელქვეშ მყოფი უფრო მეტად დემოკრატიული განვითარებით წავიდა სახელმწიფო მოწყობის საქმეში. ფეოდალიზმის ნარჩენები საბოლოოდ XVII საუკუნეში გაქრა, არისტოკრატია კი სამეფო კარის არარსებობის გამო ვეღარ ჩამოყალიბდა. 1613 წელს ჰანზასგან დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ნორვეგიის ვაჭრობა, ტყისა და თევზჭერის მრეწველობა სწრაფი ტემპებით განვითარდა. მოსახლეობის მთელი ნამატი ქალაქებისკენ იძვროდა, რაც ურბანული ცენტრების განვითარებასა და აყვავებას უწყობდა ხელს. XVIII საუკუნის დამლევს დანია-ინგლისის ომის დროს, ნორვეგიელებში ეროვნულობის სიყვარულმა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვამ გაიღვიძა. ინგლისის კრეისერები იმდენი წლები იდგნენ დანიის ნაპირებთან, რომ ორი ქვეყნის განშორება თავისუფლად მოხერხდებოდა, რომ არა უფლისწულ ავგუსტ-ქრისტიან ჰოლშტეინ-გლუსბურგელის სწორი მართვა, რომელმაც ნორვეგიელებს თავი შეაყვარა და უდიდესი ნდობა გამოიწვია ხალხის მასებში. მისი სიკვდილის შემდეგ, 1809 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის აზრი კვლავ გაღვივდა. ჩამოყალიბდა ნორვეგიის კეთილდღეობის საზოგადოება. საზოგადოებამ 1811 წელს დანიელთა მხრიდან ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ, მაინც მოახერხა ქრისტიანიაში უნივერსიტეტის დაარსება, ამდენად, კოპენჰაგენმა ნორვეგიული კულტურის ცენტრის სტატუსი დაკარგა. განსაკუთრებულად მაშინ გამძლავრდა ნორვეგიელთა დამოუკიდებლობისადმი რბოლა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შვედეთის მეფემ 1814 წელს დანიის მეფე აიძულა ნორვეგია მისთვის დაეთმო.
ნორვეგია XIX საუკუნეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კილის შეთანხმებით, შემდეგი იყო გათვალისწინებული: ნორვეგია შვედეთის მეფეს უნდა ეკუთვნოდეს და შვედეთთან ერთად გაერთიანებულ სამეფოს უნდა წარმოადგენდეს, ახალი მეფე კი ნორვეგიას ისე უნდა წარმართავდეს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ადგილობრივი კანონების, უფელებებისა და პრივილეგიების გათვალისწინებით. ნორვეგიელი ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ დანიას შვედეთისთვის არ დაუთმია უფლება ნორვეგიის ფლობისა, რადგან თავად დანიას არ ჰქონია ასეთი უფლება: ნორვეგია და დანია ტყუპი ძმებივით იყვნენ, თუმცა დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით, და მათ მხოლოდ ერთი მონარქი აერთიანებდათ. მას მხოლოდ ერთ რამეში ჰქონდა თავისუფლება — უარი ეთქვა ტახტზე, ასეთ დროს კი ნორვეგია უფლებას მიიღებდა დამოუკიდებლად ემართა ქვეყანა. ნორვეგიის მმართველი იმხანად პრინცი ქრისტიან-ფრიდრიხი იყო, 28 წლის კაცი, მიზანსწრაფული და ენერგიული. რაწამს დაინახა მეფემ ნორვეგიელთა შეურიგებელი წინააღმდეგობა, რომ ქვეყანა შვედეთის პროვინციად ქცეულიყო, მან საბჭო მოიწვია და თავი რეგენტად გამოაცხადა, ნორვეგიელებს კი სთხოვა ეიდსვოლდეში სეიმი გაემართათ, რომელიც ახალ კონსტისტუციას შეიმუშავდებდა. ამის შემდეგ ჯარმა და სამოქალაქო გვარდიამ მოედანზე საზეიმოდ დადო ფიცი, რომ ნორვეგიის დამოუკიდებლობას დაიცავდა: ეს ფიცი ხალხმა და რეგენტად ქცეულმა უფლისწულმაც გაიმეორეს. ეროვნულ დამფუძნებელ ყრილობაზე არჩევნები ჩატარდა. 10 აპრილს კრება გაიხსნა, კომიტეტში 15 ადამიანი იყო ფალზენის წარმომადგენლობით, მათ კონსტიტუციის მოსამზადებლად კანონპროექტი შეიმუშავეს შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით:
- ნორვეგია აყალიბებს თავისუფალ, დამოუკიდებელ და განუყოფელ სამეფოს. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს.
- გადასახადების საქმის წარმოება ხალხის წარმომადგენლების უშუალო გადასაწყვეტია.
- ომის გამოცხადების ან მშვიდობის ჩამოგდების უფლება მეფეს ეკუთვნის.
- სასამართლო ხელისუფლება ცალკეა საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.
- პრესის თავისუფლება.
- ევანგელისტურ-ლუთერანული რწმენა სახელმწიფო რელიგიად ცხადდება, თუმცა, დასაშვებია რწმენის სრული თავისუფლებაც: მხოლოდ იეზუიტებისთვის არის ქვეყანაში შესვლა აკრძალული; ასევე დაუშვებელია ბერ-მონაზვნური ორდენებისა და ებრაელების დაშვება სამეფოში.
- მეფეს აქვს უფლება გასცეს ორდენები სახელმწიფო დამსახურების მიხედვით, მაგრამ, არ აქვს უფლება ჩამოარიგოს ჩინები თანამდებობის შეუფერებლად. ვერანაირი პირადი და სამემკვიდრეო უპირატესობები ვერ იქნება გადაცემული. ფალზენის მოთხოვნით, გაუქმდა ყველა თავადური ტიტული ან ამ ტიტულთან დაკავშირებული უპირატესოსობები.
- მეფეს აქვს veto suspensivum, და არა absolutum.
- მეფეს არ აქვს უფლება მიიღოს რაიმე სხვა სახის გვირგვინი ტორთინგის ⅔-ის ნებადაურთველად.
- მეფე სახელმწიფოს ამჟამინდელ ფარგლებში უნდა ცხოვრობდეს.
1814 წლის 19 მაისს ნორვეგიის მეფედ რეგენტი უფლისწული ქრისტიან-ფრიდრიხი ერთხმად იქნა არჩეული. შვედეთის ხელისუფლება ნორვეგიელი ხალხის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა; შვედეთმა ნორვეგიის დასაპყრობად ჯარი მიმართა. უცხო სახელმწიფოთა მხრიდან კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებლად. ნორვეგიულ ჯარებს გამოუცდელი ადამიანები სარდლობდნენ, რამაც რიგითი ჯარისკაცები ღალატსა და გაცემაზე აალაპარაკა. მეორე მხრივ, შვედეთის მემკვიდრე პრინცი კარლ-იოანი ერთობ წინდახედულად მოქმედებდა, დიდი ყოყმანის შემდეგ მან ნორვეგიელებთან, როგორც დამოუკიდებელ და ღირსეულ ერთან, გადაწყვიტა შეკავშირება. წინადადება მიღებულ იქნა, საზღვაო კონვენციას ხელი 14 აგვისტოს მოეწერა, კილის ხელშეკრულება კი თავად შვედეთის მხრიდან გაუქმდა. მეფე ქრისტიანმა ტორთინგი 1814 წლის 7 აგვისტოს მოიწვია. მსჯელობისას თანდათან გამოიკვეთა, რომ გაერთიანება გამოსავალი იყო, რადგან ნორვეგიას ძვირადღირებული ბრძოლის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა. მეფემ ყრილობას გზავნილი გადასცა, სადაც გამოხატავდა განზრახვას დაეტოვიბინა ტახტი და შესაბამისად, გაეთავისუფლებინა ნორვეგია ფიცისგან. ნორვეგიისა და შვედეთის გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად, ქვეყანას შვედი კომისრები ეწვივნენ. შემუშავდა შემდეგი შეთანხმება: ნორვეგია ჩამოაყალიბებს თავისუფალ და დამოუკიდებელ სამეფოს, რომელსაც ერთიანი მეფე ეყოლება შვედეთთან. ყველა შინა საქმეში ნორვეგია აბსოლუტური თავისუფლებით ისარგებლებს, საგარეო საქმიანობაში კი შვედეთის დარად. ნორვეგიას საკუთარი საგარეო საქმეები მარტოს უნდა ეწარმოებინა, თუმცა, თუკი ორივე სახელმწიფოს შეეხებოდა საკითხი, მაშინ შვედეთ-ნორვეგიის გაერთიანებულ საბჭოს უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება. ნორვეგიას ყოველთვის შეეძლო შვედეთის საშინაო საქმეებში ჩარევა, როდესაც კი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს შეეხებოდა საქმე. ამ მშვენიერ იმედებს ახდენა არ ეწერა. შვედეთმა ამოჩემებულ იდეას — ნორვეგიის დაპყრობას — ვერ უღალატა, ხოლო ნორვეგიას თავდაცვითი პოზიციიდან არ დასცალდა გამოსვლა. პირველ ხანებში შვედებს უხაროდათ, მიიჩნევდნენ, რომ ნორვეგია საბოლოოდ იყო დაპყრობილი, ზოგიერთი კი ფიქრობდა, რომ ნორვეგია თანდათან თვითონაც გადაწყვეტდა შვედეთთან შერწყმას, ამდენად, ერთი მთლიანი ერის მიღება გახდებოდა შესაძლებელი. მაგრამ, ვინაიდან საქმე სურვილებისამებრ არ წავიდა, შვედეთში უკნაყოფილებამ იმატა.
პირველი შეტაკება ნორვეგიისა შვედეთთან 1815 წელს მოხდა, როდესაც სტორთინგმა ადგილობრივი თავად-აზნაურობა და სამემკვიდრეო უფლებები გააუქმა. კარლ-იოანი სტორთინგის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. მუქარას მუქარა მოსდევდა, იყო პრესის შეზღუდვის მცდელობები, სხვა სახელმწიფოთა ჩარევით დამუქრებები, მაგრამ, დემოკრატიულად განწყობილ ნორვეგიას აზრი ვერ შეაცვლევინეს. ასევე შეუდრეკლად აგრძელებდნენ მოღვაწეობას ნორვეგიის წარმომადგენლები მომავალშიც. მეფემ 1824 წელს, კონსტიტუციაში შესატანად, მთელი რიგი შემზღუდავი ცვლილებებისა წარმოადგინა. არც ერთი ეს წინადადება ტორთინგმა არ მიიღო. დიდ სირთულეს ქმნიდა საკითხი ნორვეგიის საგარეო წარმომადგენლობის შესახებ. 1836 წელს დადგინდა, რომ ნორვეგიას როგორც გაერთიანებული საბჭოს წევრ-ქვეყანას სახელმწიფოებრივი საკითხების გადაჭრისას ხმის უფლება ეძლეოდა, თუმცა, ამ ხმას ნულოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ასეთი „დათმობა“ არავის აწყობდა. იმავე წელს გაუქმდა მიწის უკანასკნელი გადასახდელიც. 1838 წელს სოფლის მეურნების საქმიანობა იქნა რეფორმირებული, შედეგად, მასზე ადმინისტრაციული ჩარევის უფლება ყველას ჩამოერთვა. 1839 წელს ახალი წინადადება დაისვა, შეცვლილიყო სამეფო ვეტო აბსოლუტურით და მომხდარიყო სტორთინგის ნატურალიზაცია. 1842 წელს სტორთინგმა გადაწყვიტა, რომ ნორვეგიაში ნატურალიზაციისთვის მეფის სანქცია არ იყო საჭირო. 1840-იან წლებში ახალი ბრძოლა დაიწყო შტატჰალტერობაზე, რაც N 14 კონსტიტუციით გადაწყდა, რომ სამეფოში შტატჰალტერობის უფლება განურჩევლად ჰქონდა შვედსაც და ნორვეგიელსაც. მოკლე ხანში ნორვეგიელებს აღარ მოეწონათ ამ კანონის შედეგები და შტატჰალტერობის საერთოდ გაუქმება მოითხოვეს.
XIX საუკუნის მეორე ნახევარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1859 წელს ტახტზე ასვლისას მეფე კარლ XV-მ დაპირება დადო, რომ ნორვეგიელთა მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, თუმცა, მას რიგსდაგი არ დაეთანხმა და მანაც ვერ შეასრულა დანაპირები. ამან ნორვეგიელები საშინლად აღაშფოთა. სტორთინგი ნორვეგიის შიდა საქმეებში შვედური რიგსდაგის ჩარევის სასტიკი წინააღმდეგი გამოდიოდა. ამის მიუხედავად, unionskomité მაინც იქნა წვეული, რომელმაც ახალი სამოკავშირეო საბჭო დააწესა ორივე ქვეყნისათვის, ამასთან, ორივე ქვეყანას საერთო მინისტრები უნდა ჰყოლოდათ და საერთო კონსტიტუცია უნდა ეღიარებინათ, რომელიც მაღლა იდგებოდა ცალკე რომელიმე სახელმწიფოს საკუთარ კონსტიტუციაზე. სტორთინგი ამ გადაწყვეტილებას შეძლებისდაგვარად უწვდა წინააღმდეგობას, მაგრამ, უკვე ნათელი იყო, მას საკმარისი ძალა აღარ შესწევდა ბრძოლისა, როდესაც საქმე ნორვეგიის დამოუკიდებლობის საკითხებს ეხებოდა. 1872 წელს ტახტზე ასულმა ოსკარ II-მ ნორვეგიული სტორთინგის განწყობა არაერთი დათმობით მოიპოვა. განწყობა იმდენად სახეცვლილი იყო, რომ ნორვეგია შვედეთს საბაჟო საქმიანობის (1874) გამარტივებასა და საერთო სკანდინავიური მონეტების მოჭრის საქმეშიც ეთანხმებოდა (1875). 1880 წელს ბრძოლა განახლდა. ხელისუფლება არმიისა და ფლოტის გაზრდას მოითხოვდა, სტორთინგი კი წინააღმდეგი იყო და ამ საკითხის გვერდის ავლით, შვეიცარიულის ყაიდაზე, მილიციის ინსტიტუტი დააწესა. მეფემ ეს პროექტი არ დაამტკიცა. სტორთინგმა მინისტრებს უჩივლა და გასამართლებასაც მიაღწია, მაგრამ, მეფემ განაჩენი გააუქმებინა. უნიის საკითხი ხელახლა 1885 წელს ამოტივტივდა, როდესაც შვედეთმა უცხოეთთან ურთიერთობების საკითხი ნორვეგიის უკითხავად გადაწყვიტა. მეფემ შეწყვიტა საგარეო საქმეთა მართვა, ეს საქმე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, რომელიც კონსტიტუციურ პასუხიმგებლობას კისრულობდა თავის თავზე. ამგვარად, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელში გადადიოდა ნორვეგიის საგარეო ურთიერთობების მართვის სადავეები, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნორვეგიის საგარეო საკითხების მართვას ამიერიდან შვედეთი მოახერხებდა. გარდა თავისი იდეური მნიშვნელობისა, საკითხს პრაქტიკული ხასიათის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ნორვეგიის ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის არსებობისთვის წერტილი დაესვა. საგარეო პოლიტიკა ნორვეგიისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, როგორც სავაჭრო ქვეყნისთვის, განსხვავებით მიწათმოქმედი შვედეთისაგან. დაიწყო ნორვეგიის სვერდრუპის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის ანალოგის მოლაპარაკებები. შედეგად, 1885 წლის 15 მაისს პროტოკოლი იქნა მიღებული:
დაწესდა, რომ სამინისტროს საბჭოში იმდენივე ნორვეგიელი წევრი შესულიყო, რამდენიც შვედი. ამის სანაცვლოდ კი ნორვეგიელებს უნდა ეღიარებინათ, რომ საგარეო პოლიტიკის საქმეები შვედეთის ხელში გადავიდოდა. სტორთინგი ისეთ გაურკვევლობაში მოექცა, რომ სვერდრუპს გადადგომა მოუწია. ამან მოლაპარაკებების შეწყვეტა გამოიწვია. მომდევნო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მემარცხენეები მოვიდნენ, შვედეთთან მოლაპარაკებები ისევ განახლდა, თუმცა, ასევე უშედეგოდ. ყოველნაირი მოლაპარაკება უნაყოფოდ სრულდებოდა, ამიტომაც, საქმე ახალ სტადიაზე გადავიდა, რომელიც 1891 წლის 30 იანვრის არჩევნებით გამოიხატა. გამარჯვებული მემარხცენეების პარტია გამოვიდა, რომელმაც პირდპირ მოითხოვა, რომ ნორვეგიას საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა. სტორთინგი, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოერიდა და სხვადასხვა სახის ნორვეგიული საკონსულოების ჩამოყალიბებას დასჯერდა, რომელთაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნდათ ზღვაოსნობითა და ვაჭრობით მცხოვრები ქვეყნისთვის. 1892 წლის 10 ივნისს სტორთინგმა ფული გამოყო ხსენებული მოთხოვნების საწარმოებლად, მაგრამ მეფემ მხარი არ დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. 1893 წელს რადიკალებმა დადგენილება მიიღეს, რომლის ძალითაც, მეფის სამოქალაქო სია და მინისტრთა შენახვის სახსრები უმცირდებოდა. სტორთინგის უმრავლესობამ ნორვეგიული საკონსულოების შვედურისგან გამოყოფის თარიღად 1895 წლის 1 იანვარი დაასახელა და მათი შენახვისთვის 340-350 კრონი განსაზღვრა. ხელისუფლებამ ამას უარით უპასუხა. ქვეყანა ორ პარტიად: მემარცხენეებად და მემარჯვენეებად გაიყო.
მემარჯვენეებს თანაბრობის პრინციპის გატარება სურდათ, თუმცა, მემარცხენეების აზრით, ეს სხვა არაფერი იყო, თუა არა, ქიმერა. მემარცხენეებს ნორვეგიისთვის ესოდენ დამამცირებელი მდგომარეობიდან გამოსავლად ორი ქვეყნის გაყოფა მიაჩნდათ, ასევე იმ კავშირის გაწყვეტა, რაც შეთანხმებაში არ იყო შესული. სტანგის კონსერვატიული კაბინეტის იმედი, 1894 წლის სტორთინგის არჩევნებზე უმრავლესობისთვის მიეღწია, ვერ გამართლდა: მემარცხენეებმა, მართალია, რამდენიმე პორტფელი დაკარგეს, მაგრამ, ხმათა უმრავლესობით, 59 წინააღმდეგ 55-ისა, მაინც გავიდნენ სტორთინგში. სტანგის კაბინეტმა 1895 წლის 31 იანვარს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მეფემ მემარცხენე პარლამენტარებს გარკვეული მოთხოვნები წაუყენა, თუმცა, ვერ მიიღო დადებითი პასუხი, ამიტომაც, სტანგის კაბინეტის განცხადება არ დააკმაყოფილა. ამ ამბავმა საპარლამენტო მემარცხენე ოპოციზია მეტისმეტად გააგულისა. მიუხედავად ამისა, სტანგის კაბინეტმა სტორთიგნთან მაინც მოახერხა თანხმობის მიღება შვედეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე, რისთვისაც 1895 წლის ნოემბერში პარლამენტარებმა 7 შვედისა და 7 ნორვეგიელისგან შემდგარი კომიტეტი აირჩიეს. ერთი თვით ადრე, ოქტომბერში, სტანგის სამინისტრო გადადგა და სტორთინგის ყველა პარტიისგან შემდგარ ჰაგარტის კოალიციურ კაბინეტს დაუთმო ადგილი. შერიგების საქმე კი მაინც ცუდად მიდიოდა. 1896 წელს სტორთინგმა 41 ხმით 40-ის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ შვედურ-ნორვეგიული დროშა შეცვლილიყო მხოლოდ ნორვეგიულით. დადგენილება მეორედ იქნა მიღებული და მეფემაც მეორედ თქვა უარი თავისი სანქციით. ამის პასუხად, სტორთინგმა ისევ მცირე სხვაობით, 58-ით 56-ის წინააღმდეგ, უარყო კონსერვატორების მიერ შემოტანილი წინადადება აღედგინათ მეფისა და კრონპრინცის სამოქალაქო პირთა სია და პირველისთვის დაფინანსება გაეზარდათ 326 000 კრონამდე, ხოლო მეორესთვის 88 000 კრონამდე, რაზეც ის 1893 წლამდე იმყოფებოდა.
ნორვეგიის სტოკჰოლმის გამოფენაში მონაწილეობა, რომელიც შვედეთის ხელისუფლების შეთავაზება იყო, მხარდაჭერილ იქნა მცირე სხვაობით - 58 პროცენტით 56-ის წინააღმდეგ. იაპონიასთან შვედურ-ნორვეგიული სავაჭრო ხელშეკრულების მიღებამ არაერთი შეტევა გამოიწვია ჰაგერუპზე, რომელმაც, რადიკალების აზრით, ნორვეგიის ინტერესები დათმო შვედეთის სასარგებლოდ. ამის მიუხედავად, ხელშეკრულება დამტკიცდა. ამავდროულად, როდესაც ევროპის ქვეყნებში არმიის გაძლიერებისათვის კონსერვატორები გამოდიან, ლიბერალები და რადიკალები კი წინააღმდეგნი არიან, ნორვეგიაში სავსებით საპირისპირო მდგომარეობა იყო; ჰაგერუპის წინადადება არმიის გადაიარაღების შესახებ არა მხოლოდ მიიღეს, არამედ დაფინანსებაც კი გაზარდეს, რადგან ნორვეგიაში შვედეთთან ომის საკითხს სერიოზულად განიხილავდნენ. 1896–1897 წლებში სტორთინგმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ხმის უფლება ეძლეოდათ იმ პირებსაც, ვინც ნორვეგიის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. საგრძნობლად გაფართოვდა საარჩევნო უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. რადიკალების მოთხოვნა ქალებისთვის ხმის უფლების მიცემის თაობაზე არ იქნა მიღებული. 1897 წლის კანონით სტორთინგს უფლებამოსილება ენიჭებოდა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეებზე გამოეძახა ნებისმიერი პირი, გარდა მეფისა და სამეფო გვარის სხვა წარმონადგენლისა. ის პირები, ვისაც სტორთინგი გამოიძახებდა და არ გამოცხადდებოდნენ, 1000-დან 10 000 კრონამდე თანხით ჯარიმდებოდნენ. ეს კანონი უკვე 1894 წელს იყო ვოტირებული, თუმცა, იმხანად მეფემ ნება არ დართო მის გატარებაზე. 1897 წლის დადგენილებით, საზეიმო დღეებში ყველა სავაჭრო-სამრეწველო ობიექტი უნდა დახურულიყო. იმავე 1897 წელს, 1894 წლის ნოველის მიხედვით, შემუშავდა კანონი სამუშაო საათებში დაშავებულთა დაზღვევის შესახებ. 1898 წელს საარჩევნო რეფორმა გატარდა, შედეგად, თუკი 1897 წელს საარჩევნი ხმის უფლება ჰქონდა მოსახლეობის 6–11 %-ს, უკვე ერთი წლის თავზე ეს მაჩვენებელი 20 %-მდე გაიზარდა.
1898 წლის მარტში შვედურ-ნორვეგიულმა შეთანხმების კომიტეტმა ორივე ქვეყნის პარლამენტებს მოხსენება წარუდგინა, საიდანაც ნათლად ჩანდა, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. შვედები, საერთო, შვედეთ-ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის დატოვებაზე იდგნენ. ნორვეგიელ წევრებს შორის აზრთა სხვაობა დაფიქსირდა; უმრავლესობა დათანხმდა საერთო კონსულების შენარჩუნებას კიდევ რამდენიმე წლით, ანუ სანამ ცალკეული ნორვეგიელი კონსულები და საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაინიშნებოდა, რადიკალურად განწყობილი უმცირესობა კი, ნორვეგიული საგარეო უწყების ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ დანიშვნას მოითხოვდა. 1898 წლის ნოემბერში სტორთინგმა მესამედ მიიღო დადგენილება შვედურ-ნორვეგიული დროშის კონკრეტულად ნორვეგიულით შეცვლის საკითხზე. მეფემ ამ სიახლის დაკანონებაზე ისევ და ისევ უარი განაცხადა, მაგრამ კანონი ძალაში მაინც შევიდა, როგორც სტორთინგის მიერ სამჯერ მიღებული. ნორვეგიის სახელმწიფო საბჭოს წევრები მეფეს ურჩევდნენ არ ჩაეგდო ეს პროექტი და ამით საკუთარი იმიჯი არ შეელახა; მაგრამ, მეფე თავისაზე იდგა და აცხადებდა, რომ შვედურ-ნორვეგიული დროშა თავის დროზე ნორვეგიელმა ხალხმა აღატაცებით მიიღო და ოკეანის სანაპიროებზე მრავალი წელი ლაღად ფრიალებდა. 15 თებევრვალს გუსტავმა განაცხადა, რომ ჰააგის მშვიდობიან კონფერენციაზე შვედეთი და ნორვეგია ერთი დელეგატით იქნებიან წარმოდგენილნი ნაცვლად ორისა, როგორც ეს ნორვეგიის სტორთინგს სურს. ეს განცხადება მეფეს ძვირად დაუჯდა; ქრისტიანიაში შესვლისას მას გამძვინარებვული ხალხის მანიფესტაცია დაუხვდა. სტოკჰოლმში დაბრუნებისას კი მას შვედი ხალხი აღტაცებით შეხვდა. სწორედ აქ გამოჩნდა, რომ შვედეთ-ნორვეგიის ბრძოლა ხელისუფლებების დონეზე კი არა, რიგითი ადამიანების დონეზე წარმოებდა. 1899 წლის მაისში სტორთინგმა ერთხმად მოახდინა ექსტრაორდინალური კრედიტის ვოტირება არმიისა და ფლოტისთვის 11,5 მლნ კრონის გამოყოფის შესახებ. ოსკარმაც ქვეყნის სადავეები კვლავ ხელში აიღო.
XX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1905 წლის დამდეგს ჰაგერუპი გადადგა; მისი ადგილი მიხელსენმა დაიკავა. ამავე წლის მაისში სტორთინგმა საარჩევნო კანონი მიიღო, რომლითაც პირდაპირი არჩევნები დაკანონდა. სტორთინგის წევრთა რაოდენობა 114-დან 123-მდე გაიზარდა. ქვეყანა მხარეებად დაიყო, თუმცა, არა მართლზომიერად, რადგან, თითოეულ ქალაქს (2000 მცხოვრების ზემოთ) შეეძლო ჰყოლოდა საკუთარი დეპუტატი; შედეგად თითოეულ დაბას თითო დეპუტატი აკურსივის ტექსტიღმოაჩნდა, 200 000-იან ქრისტიანიას კი მხოლოდ ხუთი. წლის დამდეგს მეფე ოსკარმა ავადმყოფობის გამო გვირგვინი მემკვიდრე გუსტავს გადასცა, რომელიც ნორვეგიელებს არ ესიმპათიურებოდათ.
სტორთინგი გაიარა კანონპროექტმა შვედეთ-ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტყროების გაყოფისა და ნორვეგიისთვის განსაკუთრებული საკონსულოების შექმნის შესახებ; გუსტავმა სანქციონირებაზე უარი განაცხადა. მიხელსენის სამინისტრომ კი გადადგომით უპასუხა. რეგენტმა, ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მის მიღებაზე უარი განაცხადა. ამიტომ, ნორვეგიის სტორთინგმა 1905 წლის 7 ივნისს შვედეთთან უნიის გაწყვეტის დადგენილება მიღო. სტორთინგმა ყველა ხმით, ოთხი სოციალ-დემოკრატის გამოკლებით, იმის გამო, რომ ომი არ სურდა, მეფე ოსკარ II-ს სთხოვა ნორვეგიის სამეფო ტახტი მისი რომელიმე ვაჟისთვის დაეთმო. სოციალ-დემოკრატებს კი სიტუაციის გამოყენება და ნორვეგიის რესპუბლიკად გამოცხადება სწადდათ. სტორთინგის მიერ მიღებული რეზოლუცია ამბობს: „იმის გამოისობით, რომ სამინისტროს ყველა წევრმა უარი განაცხადა თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე, იმის გამო, რომ კონსტიტუციურმა სამეფო ხელისუფლებამ თავისი ფუნქციების შესრულება შეწყვიტა, — სტორთინგი გადამდგარი სამინისტროების ხელმძღვანელობას ავალებს დროებით ისევ აღიჭურვოს მეფის უფლება-მოვალეობებით და ნორვეგიის ხელისუფლების სახელით, მართოს ნორვეგიის სამეფო კონსტიტუციის თანახმად, რადგან მეფემ მოვალეობების შესრულება შეწყვიტა. სამინისტრომ უნდა გაწყვიტოს ნორვეგია-შვედეთის ერთმეფიანობის უნია“. ნორვეგიელი ხალხის მიმართ სტორთისნგის პროკლამაციაში იყო იმედი გამოთქმული, რომ ნორვეგიელი ხალხი ყველა ხალხთან ერთად, განსაკუთრებით კი, შვედებთან ერთად, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი და მრავალმხრივი კავშირები აქვს, იცხოვრებს სიმშვიდესა და ურთიერთგაგებაში.
ამის პასუხად, მეფემ სტორთინგის პრეზიდენტს მიმართა, რომ ის არც კონსტიტუციურ ფარგლებს გასცდენია და არც კანონი დაურღვევია, აი სტორთინგმა კი რევოლუციური ქმედება ჩაიდინა შვედეთთან უნიის გაწყვეტით. ამ მოლაპარაკებების შემდეგ პირველ ხანებში აშკარა იყო, რომ მეფე ომისათვის ემზადებოდა, იგივე სამსაზადისში იყო ნორვეგიის დრეობითი ხელისუფლებაც მიხელსენის მეთაურობით. მეფის სახელის ხსენება ეკლესიებში შეწყდა. მართლმსაჯულება დროებითი ხელისუფლების მიერ ხორციელდებოდა, რომელსაც ნორვეგიის მთელი არმია მიემხრო. ყველა ნორვეგიელმა, რომლებიც კი შვედეთ-ნორვეგიის დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა, პოსტები დატოვა, გარდა ვაშინგთონში მყოფი გრიპისა. დროებითმა ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩამოაყალიბა, მაგრამ, კონსულებს მანამ ვერ დანიშნავდა, სანამ ევროპის სახელმწიფოები მის დამოუკიდებლობას არ აღიარებდნენ. 20 ივნისს შვედეთის რიგსდაგის სესია გაიხსნა. შვედეთის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალადობისთვის მიმართვა შვედეთის ინტერესებში არ შედის, ამიტომ, ნორვეგიასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა საბჭოს. ომის საშიშროება ამით მოისპო.
ნორვეგიის დროებით ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა სურდა, რისთვისაც რეფერენდუმს მიმართა. 1905 წლის 13 აგვისტოს საყოველთაო კენჭისყრა შედგა შვედეთთან უნიის გაწყვეტის საკითხზე. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: რეფერენდუმში ხმის მიცემის უფლების მქონე 81 %-დან ყველა პირმა მიიღო მონაწილეობა. შვედეთთან კავშირის გაწყვეტას 321 197 ადამიანმა დაუჭირა მხარი წინააღმდეგ 161-ისა.
31 აგვისტოს შვედეთისა და ნორვეგიის პარლამენტთა მიერ არჩეული დელეგატების კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე ორივე მხარე მივიდა შეთანხმებამდე, რომ საზღვართან ახლომდებარე გამაგრებები მოშლილიყო. სტორთინგში ამან უკმაყოფილება გამოიწვია მემარცხენეებში, მაგრამ, ხმათა უმრავლესობის მიხედვით, კარლსტადტსის კონვენცია რატიფირებულ იქნა. ამის შემდგომ საკითხავი შეიქმნა ნორვეგია მონარქიად უნდა დარჩენილიყო, თუ რესპუბლიკად გარდაქმნილიყო. ქვეყანაში გაცხოველებული აგიტაცია დაიწყო. რესპუბლიკის დასამკვიდრებლად სოციალ-დემოკრატები და რადიკალები იბრძოდნენ. მმართველი მემარჯვენეები კი მონარქიის შენარჩუნებისკენ იყვნენ მოწოდებულნი და აცხადებდნენ, რომ მეფობის შემთხვევაშიც ნორვეგია მსოფლიოში ყველაზე რესპუბლიკურ ქვეყნად დარჩება, რადგან აქ მეფის უფლებები იმაზე მეტად შეზღუდულია, ვიდრე ინგლისის მეფისა ან საფრანგეთის პრეზიდენტისაო. პრეზიდენტობა კი მემკვიდრეობითი უნდა იყოს, რადგან ეს ზედმეტ პრობლემებს ააცილებს ქვეყანას თავიდან, ანუ ნორვეგია უნდა იყოს მონარქიული. რესპუბლიკამ ნორვეგია შეიძლება პოლიტიკურად გაიმარტოხელოს, ხოლო მეფე კარლ დანიელი, ნორვეგიას რიგ ქვეყნებთან დააძმობილებს. როგორც ჩანს, ასეთმა განცხადებებმა ძლიერი ზეგავლენა იქონია ხალხზეც და სტორთინგზეც, ამიტომ, ერთხმად იქნა არჩრეული ნორვეგიის სამეფო ტახტზე დანიელი უფლისწული ჰააკონ VII-დ წოდებული.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნორვეგიის ძირითადი ტერიტორია მოიცავს სკანდინავიის ნახევარკუნძულის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილს; შორს მდებარე კუძული იან-მაიენი და შპიცბერგენის არქიპელაგი აგრეთვე ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიებია. ანტარქტიდის პეტრე I-ის კუნძული და სუბანტარქტიდული ბუვეს კუნძული ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიებია და ამიტომ იგი სამეფოს ნაწილად არ განიხილება. მის დაქვემდებარებაშია აგრეთვე ანტარქტიდის ნაწილი, ცნობილი როგორც დედოფალ მოდის მიწა.[8] შუა საუკუნეებიდან 1814 წლამდე ნორვეგია იყო დანიის სამეფოს ნაწილი. ნორვეგიის ტერიტორიები ჩრდილოდეთ ატლანტიდაში, ფარერის კუნძულები, გრენლანდია, ისლანდია, დარჩა დანიის საკუთრებაში, როცა ნორვეგია კილის ხელშეკრულებით შვედეთს გადასცეს.[9] ნორვეგიის ტეროტირიაში 1658 წლამდე შედიოდა ბოხუსლენი, 1645 წლამდე - ემიტლენდი და ხერედალენი,[8] 1668 წლამდე - შეტლენდი და ორკნეი,[10] ხოლო პერსის ხელშეკრულებამდე, 1266 წლამდე - ჰებრიდის კუნძულები და მენი.[11]
ნორვეგია მოქცეულია ჩრდილოეთის 57° და 81° განედებსა და აღმოსავლეთის 4° და 32° მერიდიანებს შორის.[12] ჩრდილოეთის ქვეყნებს შორის იგი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს და თუ სლავბარდსაც ჩავთვლით ნორვეგიის ტერიტორიაში, იგი უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანაც გამოდის.[13] ქვეყნის ტერიტორიას მიეკუთვნება ევროპის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაც.[14] კლდოვანი, არათანაბარი რელიეფის მქონე სანაპირო ფიორდებითა და ათასობით ნაწევრდება. სანაპიროს მთლიანი სიგრძე 2,532 კილომეტრია. ქვეყნის ძირითადი ნაწილის სანაპირო ზოლის სიგრძე ფიორდების ჩათვლით 28,953 კილომეტრია, ხოლო თუ კუნძულების სანაპირო ზოლსაც ჩავთვლით, მისი მთლიანი სიგრძე 100,915 კმ ხდება.[15] ნორვეგიის სახმელეთო საზღვრები შენდეგნაირად ნაწილდება: 1,619 კმ - შვედეთთან, 727 - ფინეთთან, 196 კმ - რუსეთთან. ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით ქვეყანა შეოსაზღვრულია ბარენცის, ნორვეგიის, ჩრდილოეთის ზღვებითა და სკაგერაკით.[16] შვედეთთან საზღვრის უმეტესობას სკანდინავიის მთები წარმოადგენენ.
ნორვეგიის ფართობი 385,207 კმ2-ია,[1] რომლის უდიდესი ნაწილში დომინირებს მთიანი, ან მაღალმთიანი რელიეფი. ნორვეგიას ეკუთვნის სოგნე-ფიორდიც, მსოფლიოში ყველაზე ღრმა და ამასთანავე ყველაზე გრძელი (204 კმ) ფიორდი. ჰორნინდალსვატნეტი არის ევროპის ყველაზე ღრმა ტბა.[17] ქვეყანაში სულ 400,000 ტბას ვხვდებით.[18][19] აგრეთვე ნორვეგიის ტეროტირიაში შედის 239,057 რეგისტრირებული კუნძული.[12] მრავალწლოვანი მზრალობის ნახვა ქვეყანაში, მაღალი მთების ტერიტორიასა და ფინმარკის საგრაფოში, შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. აგრეთვე, ქვეყანაში ვხვდებით უამრავ მყინვარს.
მიწა უმეტესად მყარი გრანიტისა და გნაისისგან შედგება; ასევე ხშირად ვხვდებით ფიქალს, ქვიშაქავასა და კირქვას. გალფსტრიმისა და დასავლეთის ქარების გამო, ნორვეგიაში ფიქსირდება იმაზე მაღალი ტემპერატურა და მეტი ნალექია, ვიდრე ეს იგივე ჩრდილოეთის განედზე მდებარე ტერიტორიების შემთხვევაშია. ქვეყნის ძირითადი ტერიტორია 4 სეზონით ხასიათდება (ზამთარი შედარებით ცივია, ხოლო ქვეყნის შიდა ტეროტირაზე შედარებით ნაკრები ნალექი მოდის). უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები ძირითადად ზღვის სუბარქტიკული კლიმატით ხასიათდება; შპიცბერგენში ვხვდებით არქტიკული ტუნდრის კლიმატს.
ქვეყანაში, გეოგრაფიული მდებარეობის, მრავალფეროვანი რელიეფისა და კლიმატის გამო (ძირითადად, მისი სიგრძის გამო), ვხვდებით იმაზე მეტ ჰაბიტატს, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყანაშია. ნორვეგიასა და მიმდებარე წყლებში ვხვდებით 60,000 სახეობას (ბაქტერიებისა და ვირუსების გამოკლებით).
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნორვეგიის იურისდიქცია ასევე ვრცელდება ზღვისიქითა ტერიტორიების რამდენიმე კუნძულზე, როგორებიცაა:სვალბარდის არქიპელაგი (ქართულად უფრო ცნობილია, როგორც შპიცბერგენის არქიპელაგი), ბუვე, იან მაიენი.
- სახელმწიფო სისტემა — კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური — მეფე (შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუქსბურგების დინასტიიდან): ჰოკონ VII (1905–1957), ოლაფ V (1957–1991), ჰარალდ V (HARALD V, 1991-დან).
- მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი (Jens Stoltenberg) (2005).
- საკანონმდებლო ორგანო — სტორთინგი, შედგება ორი პალატისაგან — ლაგთინგი (45 წევრი) და ოდელსთინგი (124 წევრი).
შეიარაღებული ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წლის მონაცემებით ნორვეგიის შეიარაღებული ძალები შედგებოდა: სახმელეთო ჯარებისაგან (15 800 ადამიანი), სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან (7900), სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან (9000); შეიარაღებაში გააჩნიათ 170 ტანკი, 270-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი და ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა, 700-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი; 320 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვები დანადგარი, საზენიტო საშუალებები; 79 საბრძოლო თვითმფრინავი, 12 წყალქვეშა ნავი, 50-ზე მეტი წყალზედა საბრძოლო ხომალდი და კატარღა. სამხედრო-საჰაერო ბაზები: ანეია, ევენესი, ერლანი. სამხედრო-საზღვაო ბაზები: ჰოკონსვერი, ოლავსვერნი, რამსუნი. ჯარების დაკომპლექტება ხდება გაწვევის საფუძველზე. რეზერვი 234 000 ადამიანი.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საგრაფო (fylke) 2024 | ადმინისტრაციული ცენტრი |
---|---|
ოსლო | ოსლო |
რუგალანი | სტავანგერი |
მიორე-ოგ-რუმსდალი | მოლდე |
ნურლანი | ბუდიუ |
ესტფოლდი | სარპსბორგი |
აკერსჰუსი | ოსლო |
ბუსკერუდი | დრამენი |
ინლანეტი | ხამარი |
ვესტფოლი | ტიონსბერგი |
ტელემარკი | შიენი |
აგდერი | კრისტიანსანი |
ვესტლანი | ბერგენი |
ტრენდელაგი | სტეინჰერი |
ტრომსი | ტრომსიო |
ფინმარკი | ვადსიო |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის ოქტომბრის მონაცემებით ნორვეგიის მოსახლეობა შეადგენს 5,096,300 სულ მოსახლეს. ნორვეგიელები ეთნიკურად ჩრდილოეთის ძველი გერმანელები არიან. XX საუკუნის მიწურულიდან, ნორვეგია ემიგრანტებს იზიდავს სამხრეთი და ცენტრალური ევროპიდან, შუა აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან, აზიიდან და სხვა ტერიტორიებიდან.
შობადობის საერთო მაჩვენებელი 2018 წელს თითო ქალზე 1.56 ბავშვი იყო.[21] 2018 წლის მონაცემებით ნორვეგიელების საშუალო ასაკი 39.3 წელი იყო.
2012 წელს ოფიციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ მთლიანი მოსახლეობის 86%-ის[22] სულ მცირე ერთი მშობელი მაინც იყო დაბადებული ნორვეგიაში. ქვეყანაში 710,000 ინდივიდზე მეტია (13%)[23] ემიგრანტი ან მათი შთამომავალი; აქ ცხოვრობს 117,000 ემიგრანტის (ემიგრანტების) ბავშვი, რომელიც ნორვეგიაში დაიბადა.
710,000 ემიგრანტიდან და მათი შთამომავლებიდან 323,000 (39%)[23] წარმომავლობით დასავლეთიდანაა (ავსტრალია, ჩრდილოეთი ამერიკა, ევროპა), ხოლო 505,000-ს (61%)[23] არადასავლური (პაკისტანი, სომალი, მაროკო, ერაყი, ირანი) წარმომავლობა აქვს.
2013 წელს ნორვეგიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მთლიანი მოსახლეობის 14% ან ემიგრანტი იყო, ან ემიგრანტი მშობლები ჰყავდა. 6% ევროპიდან, ჩრდილოეთი ამერიკიდან და ავსტრალიიდან იყო ჩამოსული, ხოლო 9% - აზიიდან, აფრიკიდან, ან ლათინური ამერიკიდან.[24]
2012 წელს, 660,000 ემიგრანტული ფესვების მქონე მცხოვრებიდან 407,262-ს გააჩნდა ნორვეგიის მოქალაქეობა (62.2%).[25]
მიგრანტები ნორვეგიის ყველა მუნიციპალიტეტში არიან დასახლებულები. 2012 წლის მონაცემებით ემიგრანტთა განსაკუთრებით დიდი ნაწილი ცხოვრობდა ოსლოსა (32%) და დრამენში (27%).[26] აგრეთვე, მათი 14% ცხოვრობდა სტავანგენში.[26] Reuters-ის ცნობით, ოსლო არის „ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი ევროპაში გაზრდილი ემიგრაციის გამო“.[27] ბოლო წლებში მოსახლეობის ნამატის დიდი ნაწილი სწორედ ემიგრანტი იყო. 2011 წელს, ახალშობილთა 11% იყო მიგრანტთა შთამომავალი.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ დაახლოეთბი ნორვეგიელების 4.7-5.3% ყოველკვირეულად დადიოდა ეკლესიაში.[28] მას შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი 2%-მდე დაეცა.[29][30]
2017 წლის მონაცემებით ნორვეგიელთა დაახლოებით 70.6% ნორვეგიის ეკლესიის წევრი იყო. 2010 წელს მოსახლეობის 10% არ აღიარებდა არცერთ რელიგიას, ხოლო 9% არა ნორვეგიის ეკესიის, არამედ სხვა რელიგიური ჯგუფის წევრი იყო.[31] 2009 წლის სამთავრობო სტატისტიკის მიხედვით, სხვა ქრისტიანული მიმდინარეობის მიმდევრები შეადგენენ მოსახლეობის 4.9%-ს; მათ შორის უდიდესია რომის კათოლიკური ეკლესია 83,000 მიმდევარით.[32] 2012 წლის 12 ოქტომბერს Aftenposten (ნორვეგიული საღამოს ფოსტა) იტყობიდებოდა, რომ ნორვეგიაში დაახლოებით 115,234 კათოლიკე იყო რეგისტრირბული; მომხსენებელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კათოლიკური ფონის მქონე ადამიანთა საერთო რაოდენობა 170,000-200,000 ან უფრო მაღალია.[33]
სხვა რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ორმოცდაათიანელები (39,600),[32] ნორვეგიის ევანგლისტური ლუთერანობის თავისუფალი ეკლესიის მიმდევრები (19,600),[32] მეთოდისტები (11,000),[32] ბაპტისტები (9,900),[32] აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (9,900),[32] ბრუნსტადის ქრისტიანული ეკლესიისა (6,800) და მეშვიდე დღის ადვენტისტული ეკლესიის (5,100) მიმდევრები, აგრეთვე ასურელები და ქალდეელები და სხვები. შვედეთურ, ფინურ და ისლანდიურ ჯგუფებს ჯამში 27,500 მიმდევარი ჰყავს.[32] არა-ქრისტიანულ რელიგიებს შორის უდიდესია ისლამი, რომელსაც 166,861 რეგისტრირებული მიმდევარი ჰყავს, ხოლო არაოფიციალურად მათი რიცხვი დაახლოებით 200,000-მდეა.[34] აღნიშნულ ჯგუფში ძირითადად შედიან: სომალელი, არაბი, ბოსნიელი, ქურთი და თურქი ემიგრანტები, აგრეთვე პაკისტანური წარმოშობის ნორვეგიელები.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები — ნავთი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, პირიტი, ნიკელი, რკინის მადანი, თუთია, ტყვია, თევზი, საშენი ხე-ტყე, ჰიდროენერგია. ექსპორტი — ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, გემები, თევზეული. ერთიანი ეროვნული პროდუქტი — 159 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე — 31 250 $. ვალუტა — ნორვეგიული კრონა (NOK).
ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერგენის ბრიგები, ალტას კლდის მხატვრობანი.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპორტი ნორვეგიის კულტურის ცენტრალური ნაწილია; პოპულარულ სპორტის სახეობებს შორის არის: ფეხბურთი, ხელბურთი, ბიატლონი, „Cross-country skiing“, „Ski jumping“, „Long track speed skating“; ქვეყანაში ნაკლებად პოპულარულია ყინულის ჰოკეი.
ნორვეგიაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა აქტიური გულშემატკივრის თვალსაზრისით ფეხბურთია. 2014-2015 წლების გამოკითხვით, მაყურებლების რაოდენობის მხრივ ფეხბურთი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ბიატლონსა და „cross-country skiing“-ს.[35] დახურულ სპორტის სახეობებს შორის ყველაზე პოპულარული ყინულის ჰოკეია.[36] ნორვეგიის ქალთა ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე ტიტული აქვს აქვს მოგებული, მათ შორისაა: ორი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (2008, 2012), სამი მსოფლიო ჩემპიონატი (1999, 2011, 2015) და ექვსი ევროპის ჩემპიონატი (1998, 2004, 2006, 2008, 2010, 2014).
ფეხბურთში ქალთა ეროვნულ ნაკრებს მოგებული აქვს 1995 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო თასი და 2000 წლის ოლიმპიური ფეხბურთის ტურნირი. ქალთა ნაკრებს აგრეთვე მოგებული აქვს ორი უეფას ევროპის ჩემპიონატი (1987, 1993). კაცთა საფეხბურთო ნაკრები სამჯერ ასპარეზობდა ფიფას მსოფლიო თასზე (1938, 1994 და 1998), ხოლო ერთხელ - ევროპის ჩემპიონატზე (2000). ფიფას რეიტინგის მიხედვით ნორვეგია მეორე ადგილს ორჯერ, 1993 და 1995 წელს, იკავებდა.[37]
ქვეყანაში პოპულარობას იხვეჭს ჭადრაკიც. მაგნუს კარლსენი ახლამდელი მსოფლიო ჩემპიონია.[38] ქვეყანას ჰყავს 10 დიდოსტატი და 29 საერთაშორისო მასტერი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
გაირანგერფიოორდის ჩანჩქერი
-
ოსლოფიორდი
-
ლოენვატნეტი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Norway.no, ნორვეგიის ოფიციალური პორტალი
- ნორვეგიის სტატისტიკა
- დასვენება ნორვეგიაში — ნორვეგიის ოფიციალური ტურისტული პორტალი დაარქივებული 2011-08-11 საიტზე Wayback Machine.
- კულტურულოგიური სტატიები ნორვეგიაზე დაარქივებული 2010-06-18 საიტზე Wayback Machine.
- ნორვეგია ვიკი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Arealstatistics for Norway 2019. Kartverket, mapping directory for Norway (2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-08. ციტირების თარიღი: 2019-03-22.
- ↑ Population, 2024-01-01 en. Statistics Norway (2024-02-21). ციტირების თარიღი: 2024-02-24.
- ↑ 3.0 3.1 2022 Human Development Index Ranking en. United Nations Development Programme (2023-03-13). ციტირების თარიღი: 2024-03-17.
- ↑ The World's Richest Countries. ციტირების თარიღი: 12 December 2014.
- ↑ The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 23 May 2016.
- ↑ Holter, Mikael (27 June 2017). „The World's Biggest Wealth Fund Hits $1 Trillion“. Bloomberg L.P. ციტირების თარიღი: 19 September 2017.
- ↑ Norway has another year with few murders en-GB (5 January 2016). ციტირების თარიღი: 4 September 2019
- ↑ 8.0 8.1 Holmesland, Arthur m.fl.: Norge, Oslo: Aschehoug, 1973.
- ↑ Kiel-traktaten. Danish translation 1814. Nasjonalbiblioteket/National Library of Norway, read 2 February 2014.
- ↑ Schei, Liv K.: Orkenøyene, Oslo: Grøndahl, 1985.
- ↑ Helle, Knut & Knut Mykland: Norge blir en stat. 1130–1319. Bergen: Universitetsforlaget, 1964.
- ↑ 12.0 12.1 Thuesen, Nils Petter; Thorsnæs, Geir; Røvik, Sissel (14 May 2018), "Norge", Store norske leksikon, http://snl.no/Norge. წაკითხვის თარიღი: 5 July 2018
- ↑ „Norge i nord, sør, øst og vest“. Kartverket (ნორვეგიული ბუკმოლი). 8 March 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 5 July 2018.
- ↑ „Explore North Cape, Europe's northernmost point“. The Independent (ინგლისური). 14 December 2017. ციტირების თარიღი: 5 July 2018.
- ↑ Statistisk årbok 2013: Geografisk oversikt. ციტირების თარიღი: 5 July 2018
- ↑ Central Intelligence Agency. Norway. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 20 June 2013.
- ↑ Minifacts about Norway 2009: 2. Geography, climate and environment. Statistics Norway. ციტირების თარიღი: 25 October 2009.
- ↑ Strøm, Kaare (1959). Innsjøenes verden. Oslo: Universitetsforlaget.
- ↑ Rogstad, Lars (1985). Opplegg For Ressursregnskp For Vann notat. Oslo: SSB/Statistics Norway.
- ↑ 20.0 20.1 Fylkesinndelingen fra 2024 no. Regjeringen (2022-07-05). ციტირების თარიღი: 2024-03-01.
- ↑ Key figures en. ციტირების თარიღი: 26 June 2019
- ↑ Persons with immigrant background by immigration category, country background and gender. 1 January 2012 (Corrected 30 April 2012). ssb.no
- ↑ 23.0 23.1 23.2 Questions about immigrant-related statistics. (20 June 2013) Key figures Immigration and immigrants. Ssb.no. ციტირების თარიღი: 15 February 2014.
- ↑ 12 prosent av befolkningen er innvandrere Statistics Norway (in Norwegian) retrieved 26 April 2013
- ↑ "Three categories of immigration background, country of birth and citizenship by country background and sex. 1 January 2012". Statistics Norway. 26 April 2012. Retrieved 27 April 2012. Archived 7 August 2011.
- ↑ 26.0 26.1 Innvandrere og norskfødte med innvandrerforeldre, 25 April 2013 Statistics Norway. Retrieved 30 December 2013
- ↑ Hare, Sophie. "Factbox – facts about Norway" დაარქივებული 2017-06-20 საიტზე Wayback Machine. , Reuters. 22 July 2011. Retrieved 22 July 2011.
- ↑ The People in the Church. dawnnorge.no. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 August 2007.
- ↑ KOSTRA (Municipality-State-Reporting): Church. Statistics Norway. ციტირების თარიღი: 29 August 2010.
- ↑ Church of Norway. Church services and participants, by diocese. 2005–2009 (Corrected 28 June 2010). Statistics Norway (28 June 2010). ციტირების თარიღი: 7 March 2011.
- ↑ More members in religious and philosophical communities. Statistics Norway. ციტირების თარიღი: 8 March 2009.
- ↑ 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 32.5 32.6 Members of Christian communities outside the Church of Norway. Statistics Norway. ციტირების თარიღი: 21 August 2010.
- ↑ Andreas Sletteholm: "Nå er det flere katolikker enn muslimer i Norge", Aftenposten, 3 December 2012
- ↑ Religious communities and life stance communities. Statistics Norway. ციტირების თარიღი: 9 December 2011.
- ↑ „Knock-out fra Northug & co“. Dagbladet. 22 June 2015. ციტირების თარიღი: 22 June 2015.
- ↑ Stor interesse for ishockey. NRK (13 April 2013). ციტირების თარიღი: 11 June 2016.
- ↑ FIFA/Coca-Cola World Ranking. FIFA (22 June 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 22 June 2015.
- ↑ Carlsen er verdensmester – Jeg er lykkelig og lettet. NRK (22 June 2015). ციტირების თარიღი: 22 June 2015.
|
|