შინაარსზე გადასვლა

ნეუკენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ნეუკენი
Neuquén
დროშა გერბი

ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
პროვინცია ნეუკენი
კოორდინატები 38°58′00″ ს. გ. 68°04′00″ დ. გ. / 38.96667° ს. გ. 68.06667° დ. გ. / -38.96667; -68.06667
ქალაქის მერი მარტინ ფარისანო
დაარსდა 1904
ფართობი 63 კმ²
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 265,000 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 3.204,25 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი +54 299
საფოსტო ინდექსი Q8300
ოფიციალური საიტი muninqn.gov.ar
ნეუკენი — არგენტინა
ნეუკენი
ნეუკენის პროვინცია და მისი მდებარეობა არგენტინაში

ნეუკენი (ესპ. Neuquén) — ქალაქი არგენტინაში, ნეუკენის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების — ლიმაისა და ნეუკენის შერწყმის ადგილას. ნეუკენი პატაგონიის უდიდესი ქალაქია, მოსახლეობა შეადგენს 265,000 ადამიანს (2001).

ქალაქი საკმაოდ მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ცენტრია, შემოსაზღვრულია რა ნაყოფიერი მიწებით, რომლებსაც მდინარე ლიმაისა და ნეუკენის წყლები რწყავს. მრეწველობის ასევე მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს ნაბთობქიმიური მრეწველობა, რაც მოიცავს პროვინციის სხვადასხვა ადგილებში ნავთობის მოპოვებას და გადამუშავებას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]