შინაარსზე გადასვლა

ნეო-ფუტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენის ეკონომიკის და ბიზნესის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და სასწავლო ცენტრი, ავტორი ზაჰა ჰადიდი

ნეო-ფუტურიზმი — გვიანი მე-20 საუკუნისა და 21 საუკუნის მიმართულება ხელოვნებაში, დიზაინსა და არქიტექტურაში. მიმართულება უკან იტოვებს პოსტ-მოდერნიზმის სკეპტიკურ ხასიათსა და იდეალისტურ რწმენას.

ეს ავანგარდისტული მოძრაობა არის სწრაფად მზარდი ქალაქების პრაქტიკულობის ფუტურისტული ცვლა. სწრაფი ინდუსტრიალიზაციის აზრმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომია, წამოიღო აზროვნების სრულიად ახალი ნაკადი ცხოვრებაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში და ამან მიგვიყვანა ჯერ პოსტ-მოდერნიზმთან, შემდეგ ნეომოდერნიზმთან და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნეო-ფუტურიზმი. დასავლეთ ქვეყნებში ფუტურისტული არქიტექტურა განვითარდა არტ დეკოში, გუგიში და ჰაი-ტექ არქიტექტურაში და საბოლოოდ ნეო-ფუტურიზმში. ნეო-ფუტურისტულ ქალაქმშენებლებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს და არტისტებს სჯერათ რომ ქალაქები გარეთ უშვებენ ემოციებს გარკვეული ფაქტორებით, რომლებიცაა ეკოლოგიური განვითარება, ეთიკური ღირებულებები და ახალი მატერიალები. ნეო-ფუტურისტები თვლიან რომ ახალი ტექნოლოგიებით უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი ცხოვრების ხარისხი ქალაქთა მაცხოვრებლებისთვის.

ნეო-მოდერნიზმმა გზა გაიკაფა 60-იანი წლების შუა რიცხვებში ჰოლ ფოსტერის, კონცეფციის ავტორის, წყალობით. ამ მიმდევრობის აღმოცენების სხვა წევრები არიან, ამერიკელი არქიტექტორი ბაქმინისტერ ფულერი, ფინელ-ამერიკელი არქიტექტორი და ინდუსტრიული დიზაინერი ერო სარინენი, ბრიტანული ავანგარდისტული არქიტექტორთა ჯგუფი (პიტერ კუკი, ვარენ ჩაკი, რონ ჰერონი, დენის კრომპტონი, მაიკლ უები და დევიდ გრინი), ამერიკული ავანგარდისტული არქიტექტორთა ჯგუფი ArchiGO, დანიელი არქიტექტორი ჰენინგ ლარსენი, ჩეხელი არქიტექტორი ჯან კაპლიცკი, შვედი არტისტი საიმონ შტალენჰაგი, იტალიელი მოქანდაკე მარკო ლოდოლა, ამერიკელი კონცეპტუალური არტისტი სიდ მედი, ამერიკელი სცენარისავტორი გრეგ ალენი და რუსი პოეტი ანდრეი ვოზნესენსკი.

ნეო-ფუტურიზმი ხელახლა აღზევდა 2007 წელს, ნეო-ფუტურისტული ქალაქ მანიფესტის გავრცელების შემდეგ, რომელიც შესული იყო BIE-სთვის წარდგენილ კანდიდატურაში, რომელიც დაწერა ნოვატორულმა დიზაინერმა ვიტო დი ბარიმ, წარსული იუნესკოს დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელმა წევრმა, რომ შემოეხაზა ხედვა ქალაქ მილანისთვის საყოველთაო Expo 2015-თვის. დი ბარიმ განსაზღვრა თავისი ნეო-ფუტურისტული ხედვა როგორც „ხელოვნების ურთიერთ-გამდიდრება, მოწინავე ტექნოლოგიებით და ეთიკური ღირებულებებით შევქმნით გაცილებით უკეთეს ცხოვრების ხარისხს“. მან მიუთითა The Fourth Pillar-ის მდგრადი განვითარების თეორიას და ასევე თქვა რომ სახელი, ნეო-ფუტურიზმი, იყო შთაგონებული გაერთიანებულ ერთა მოხსენებით „ჩვენი საერთო მომავალი“. ჟან-ლუი კოენმა განმარტა ნეო-ფუტურიზმი, ტოგორც ტექნოლოქიის შედეგი. ეტან ჯ. ფილდმა დაწერა რომ თანამედროვე ნეო-ფუტურისტულ ესთეტიკაში მექანიზმი გარდაიქმნება შემოქმედებითი პროცესის განუყრელ ელემენტად და იწვევს არტისტული სახის უკიდურესობას, რაც იქნებოდა შეუძლებელი წინა კომპიუტერული ტექნოლოგიებით. რეინერ ბანამის განმარტება თუ რა არის „une architecture autre“ ასეთია, „ეს არის არქიტექტურა რომელიც ტექნიკურად ძლევს ყველა წინამორბედ არქიტექტურას და ეუფლება გამომხატველობით ფორმას“, ბანამი ასევე წერს ნეო-ფუტურიზმზე „ფორმა არ უნდა მიყვებოდეს ფუნქციას არყოფნამდე“.

ნეო-ფუტურისტული არქიტექტურისა და ხელოვნების ხელახლა აღზევდა 21-ე საუკუნის არქიტექტორების, ზაჰა ჰადიდისა და სანტიაგო კალატრავას, დამსახურებაა და ასევე მისი იდეის ავტორის, ვიტო დი ბარის.

ნეო-ფუტურისტები არიან, ფრანგი არქიტექტორი დენის ლამინგი, ამერიკელი არტისტები ერინ სპარლერი, მარლოუ როდეილი, Studio-X, ლორი მესონი, პანაიოტის ტერზისი და მიგელ ოვეილი. ფრანგი დიზაინერი პატრიკ ჟუენი, ბრიტანელი არტისტი ოლივია პიკი, იაპონელი დიზაინერი იუიმა ნაკაზატო, შვედი არტისტი საიმონ შტალენჰაგი და ბერძენი არტისტი ჩარის ტსევისი. ნაო-ფუტურისტმა შთანთქა ჰაი-ტექ არქიტექტურის რამდენიმე თემა და იდეა. ტექნოლოგია და კონტექსტი არის მთავარი ფოკუსი ამ მიმდინარეობის რამდენიმე არქიტექტორისთვის. ასეთი არქიტექტორები არიან ბაქმინისტერ ფულერი, ნორმან ფოსტერი, კენზო ტანგი, რენზო პიანო, რიჩარდ როჯერსი, ფრეი ოტო და სანტიაგო კალატრავა.