შინაარსზე გადასვლა

ნახშირმჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნახშირმჟავა — სუსტი, 2 ფუძიანი ჟანგბადიანი მჟავაა. ქიმიური ფორმულაა H2CO3 ნახშირმჟავას ნაშთია - CO3 სახელწოდება მჟავა დამკვიდრდა ლათინური სიტყვის acer–ის (ქართულად "მჟავე") თარგმნის შედეგად. ნორმალური პირობებში არსებობს მხოლოდ წყლის ხსნარის სახით. ნახშირმჟავა არის რთული ნივთიერება, რომელიც შედგება ლითონის ატომით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადის ორი ატომისა და მჟავას ნაშთისაგან. ნახშირმჟავა წყალბადის შემცვლელი ნივთიერებაა, რომელიც წყალში გახსნისას წყალბადის ანიონს წარმოქმნის. წყალბადის ასეთ ატომს მჟავური წყალბადი ეწოდება. ნახშირმჟავას მარილებს - კარბონატები და ჰიდროკარბონატები ეწოდებათ.

  • მიღება

ნახშირმჟავა მიიღება ოქსიდის CO2 ურთიერთქმედება წყალთან.

CO2 ნაწილობრივ იხსნება წყალში.

ასევე კარბონატის მარილებზე მარილმჟავის მოქმედებით -მიმოცვლის რეაქცია.

CaCO3 + 2HCl = CaCl2 + CO2↑ + H2O

ნახშირმჟავა ურთიერთმოქმედებს ინდიკატორებთან და უცვლის ფერს. ინდიკატორი ნივთიერებაა, რომელიც მჟავაში ან ფუძეში შეტანისას ფერს იცვლის. ხშირად გამოიყენება ინდიკატორის შემცვლელი ქაღალდები. ინდიკატორებია; ლაკმუსი, მეთილნარინჯი, ფენოლფთალეინი.

  • ლაკმუსი იისფერია და მჟავაში წითლდება.
  • მეთილნარინჯი ნარინჯისფერია და მჟავაში ვარდისფერს იღებს.
  • ფენოლფთალეინი უფეროა და მჟავაში ფერს არ იცვლის.
  • მოქმედებს ლითონებთან:

H2CO3+2Na=Na2CO3+H2

ფუძე ოქსიდებთან და ამფოტერულ ოქსიდებთან.

ჰიდროოქსიდებთან ( ნეიტრალიზაციის რეაქცია)

H2CO3+2NaOH=Na2CO3+2H2O
  • ნახშირმჟავას ხსნარების გახურებისას H2CO3 ბოლომდე იშლება.

რადგანაც ეს მჟავა ორ ფუძიანია ის განიცდის ორ საფეხურიან დისოციაციას:

1. H2CO3 <=> HCO3 + H+
Ka1 = 2,5×10−4; pKa1 = 3,60 ტემპერატურა 25 °C

რადგანაც წყლის ხსნარებში ნახშირმჟავა გაწონასწორებულია ნახშირბადის დიოქსიდთან ერთად, სადაც მჟავის კონცენტრაცია ნაკლებია, ვიდრე СО2, რაც საკმაოდ ამცირებს მჯავიანობას:

1.CO2 + H2O <=> HCO3 + H+
Ka = 4,30×10−7; pKa = 6,36.
2. HCO3 <=> CO32− + H+
Ka2 = 5,61×10−11; pKa2 = 10,25 ტემპერატურაა 25 °C.

მუდმივი ელექტრო დისოციაცია = 4,5x10-7. კარბონატების უმრავლესობა წყალში ცუდად ხსნადი ან უხსნადი არიან. წყალში კარგად იხსნებიან კარბონატები Na, К, Rb, Cs, Tl+ და ამონიუმის კარბონატი. გახურებისას კარბონატები იშლებიან და წარმოიქმნება ლითონის ოქსიდსა და ნახშირბადის დიოქსიდს. რაც უფრო ძლიერადაა კათიონის ლითონური თვისებები, მით უფრო მდგრადია კარბონატი. Na2CO3 ლღვება დაშლის გარეშე, СаСО3 იშლება » 900° С, ხოლო Ag2CO3 218° С ტემპერატურის დროს. ნახშირმჟავის ფუძიანობის მიხედვით ის მარილების 2 რიგს იძლევა: საშუალო — კარბონატები, CO32- ანიონით და მჟავე — ჰიდროკარბონატი, HCO3- ანიონით.

ცნობილია ტუტე ლითონების ჰიდროკარბონატები MeHCO3. სუსტი გახურების დროს ისინი იოლად იშლებიან:

2MeHCO3 → Me2СО3 + CO2 + H2O

ჰიდროკარბონატების სტაბილურობა იზრდება Na-დან

Na+ к Cs+. იონები НСО3- ჩვეულებრივ ერთდებიან წჟალბადის კავშირებით ჯაჭვების წარმოქნით.
  • კარაპეტიანცი მ.ხ. დრაკინი ს.ი. საერთო და არაორგანული ქიმია. მ.: ქიმია 1994