შინაარსზე გადასვლა

ნატურალიზაცია (ბიოლოგია)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატურალიზაცია (ფრანგ. naturalisation < ლათ. naturalis — ბუნებრივი), მცენარეთა და ცხოველთა ინტროდუქციის ერთ-ერთი შედეგი, რომლის დროსაც შესაძლებელია ორგანიზმების ნივთიერებათა ცვლის შეცვლა, მაგრამ ეს ცვლილებები განისაზღვრება ორგანიზმის რეაქციის ნორმით. მაგ., სარეველა მცენარეებს და მავნებელ ცხოველებს გენოტიპის ფართო რეაქციის ნორმა აქვთ და ვრცელდებიან დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა ადგილში. ამ დროს პოპულაციის ან სახეობის გენეტიკური სტრუქტურა არ იცვლება. ზოგჯერ ნატურალიზაციაში იგულისხმება მცენარეების ან ცხოველების გადასახლება ისეთ ადგილებში, რომლებიც საცხოვრებელი პირობებით ემსგავსება მათ სამშობლოს.

  • ქსე, ტ. 7, გვ. 329, თბ., 1984