მუჰამედ ალი ჩოუდჰური
მუჰამედ ალი ჩოუდჰური | |
პაკისტანის მე-4 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 აგვისტო 1956 – 12 სექტემბერი 1956 | |
მონარქი | ელისაბედ II (1956 წლის 12 მარტამდე) |
წინამორბედი | მუჰამედ ალი ბოგრა |
მემკვიდრე | ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი |
დაბადებული | 15 ივლისი 1905 ჯალანდჰარი, პენჯაბი ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 2 დეკემბერი, 1980 (75 წლის) კარაჩი, პაკისტანი |
პოლიტიკური პარტია | სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგა პაკისტანის მუსლიმთა ლიგა"ნიზამი ისლამი" |
განათლება | პენჯაბის უნივერსიტეტი კოლეჯი ისლამია |
რელიგია | ისლამი |
მუჰამედ ალი ჩოუდჰური (ურდუ چوہدری محمد علی), დ. 15 ივლისი 1905, ჯალანდჰარი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 2 დეკემბერი 1980, კარაჩი, პაკისტანი) — პაკისტანელი სახელმწიფო მოღვაწე, პაკისტანის პრემიერ მინისტრი (1955-1956 წწ).[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუჰამედ ალი ჩოუდჰური არეინების მიწისმესაკუთრეთა ტომს მიეკუთვნებოდა. მისი სახელის წინ დამატებული პრეფიქსი ჩოუდჰური აღნიშნავს მისი ოჯახის მიწის მფლობელთა სტატუსს.
1925 წელს დაამთავრა პენჯაბის უნივერსიტეტი, მიიღო ქიმიის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1927 წელს — ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 1928 წლამდე კითხულობდა ლექციებს ისლამურ კოლეჯში.
1928 წელს იგი შევიდა სახელმწიფო სამსახურში ბრიტანეთის კოლონიალურ ადმინისტრაციაში. ჯერ ბუღალტრად მუშაობდა აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურში, შემდეგ — ბაჰავალპურის შტატის აუდიტის სამსახურში. 1936 წელს იგი გადაიყვანეს ბრიტანეთის ინდოეთის ფინანსთა მინისტრის, ჯეიმზ გრიგის პირადი მდივნის თანამდებობაზე, ხოლო 1945 წელს — პირველ ინდოელ ფინანსურ მრჩეველად (financial adviser). 1946-1947 წლებში გახლდათ Partition Council -ის ორი მდივანიდან ერთ-ერთი, რომელსაც თავმჯდომარეობდა ლორდ მაუნტბატენი. მას ევალებოდა მუშაობა დოკუმენტზე „განყოფილების ადმინისტრაციული შედეგები“.
ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შემდეგ მან არჩევანი პაკისტანის სასარგებლოდ გააკეთა. 1947-1948 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 1948-1951 წლებში — პაკისტანის მთავრობის გენერალური მდივანი. ამ თანამდებობაზე მან აქტიური წვლილი შეიტანა სამოქალაქო ბიუროკრატიის შექმნაში და ქვეყნის პირველი ფედერალური ბიუჯეტის მომზადებაში. 1951-1954 წლებში იყო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.[3][4]
1955-1956 წლებში გახლდათ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. მთავარი აქცენტი გაკეთდა პაკისტანის კონსტიტუციის შემუშავებაზე და მხარი დაუჭირა „ბოგრას ფორმულას“, მიუხედავად მისი კრიტიკისა მმართველი ელიტის ნაწილის მხრიდან. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში 1956 წლის 23 მარტს გამოქვეყნდა პაკისტანის კონსტიტუციის პირველი კოდექსი, სადაც ეროვნული სახელმწიფო გამოცხადდა ისლამურ რესპუბლიკად მმართველობის საპარლამენტო ფორმით. 1955 წელს აირჩიეს მუსლიმთა ლიგის პრეზიდენტად. თუმცა, მთავრობაში მის მიერ გატარებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, რის შედეგადაც რამდენიმე ხელმძღვანელ თანამდებობა გადაეცა რესპუბლიკურ პარტიას და“ ავამის ლიგას“, „მუსლიმთა ლიგის“ ინიციატივით, საპარლამენტო უმრავლესობამ მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. რესპუბლიკური პარტიისა და პრეზიდენტის ისკანდერ მირზას მხარდაჭერის მიუხედავად, ის იძულებული გახდა გადამდგარიყო.[5][6]
გადადგომის შემდეგ მუჰამედ ჩოუდჰური გადავიდა კორპორატიულ სექტორში და მუშაობდა ეროვნულ ბანკში ეკონომისტად. 1957-1959 წლებში იყო ელჩი ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი —იაპონიაში. 1956 წლამდე ის იყო მმართველი „მუსლიმთა ლიგის“ პარტიის წევრი. 1962 წელს იგი გახდა მემარჯვენე „ნიზამ-ი-ისლამის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. იგი იდევნებოდა „ მუსლიმთა ლიგის“ მიერ.[7]
1967 წელს გამოაქვეყნა თავისი მემუარები.
მუჰამედ ალი ჩოუდჰურის უფროსი ვაჟი, ხალიდ ანვერი, გახდა ცნობილი იურისტი და კონსტიტუციური ექსპერტი, მსახურობდა იუსტიციის მინისტრად ნავაზ შარიფის მთავრობაში, ხოლო მისი უმცროსი ვაჟი, დოქტორი ამჯად აჰსან ალი გახდა ცნობილი ექიმი.
1982 წლის 2 დეკემბერს გული გაუჩერდა კარაჩის მამულში. იქვეა დაკარძალული.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Chaudhry Muhammad Ali–Former Prime Minister of Pakistan". storyofpakistan.com. Lahore, Punjab, Pakistan: Nazaria-i-Pakistan Trust. 1 June 2003. Retrieved 11 April 2016.
- ↑ "Chaudhry Muhammad Ali Becomes Prime Minister". storyofpakistan.com. Lahore, Punjab, Pakistan: Nazaria-i-Pakistan Trust. 1 June 2003. Retrieved 29 January 2018.
- ↑ Naz, Huma (1990). Bureaucratic Elites & Political Developments in Pakistan, 1947-58. National Institute of Pakistan Studies, Quaid-i-Azam University. p. 157. Retrieved 29 January 2018.
- ↑ Lyon, Peter (2008). Conflict Between India and Pakistan: An Encyclopedia. ABC-CLIO. p. 9. ISBN 978-1-57607-712-2.
In 1947 he became secretary-general to the government [of Pakistan] ... Mirza did not want Suhrawardy to replace him [Choudhury Muhammad Ali] as prime minister and tried energetically but unsuccessfully to dissuade Choudhury Muhammad Ali from resigning. But Suhrawardy's appointment as prime minister was nonetheless forthcoming ... During the early years of the Mohammed Ayub Khan regime, Ali acted as an adviser to the National Bank of Pakistan. In 1962 he joined the opposition, but soon increasing frailty prevented him from playing an active or formal role.
- ↑ "Chaudhri Mohammad Ali—prime minister of Pakistan". Encyclopædia Britannica. London, Eng. U.K. Retrieved 29 January 2018.
- ↑ "The Constitution of 1956". storyofpakistan.com. Nazaria-i-Pakistan Trust. 1 June 2003. Archived from the original on 25 November 2015. Retrieved 29 January 2018.
- ↑ Blattner, Elwyn James; Blattner, James Elwyn (1955). Who's who in Egypt and the Near East (ფრანგ.) Paul Barbey Press. p. 294. Retrieved 29 January 2018.
- ↑ Asian Recorder. K. K. Thomas at Recorder Press. 1981. Retrieved 29 January 2018.