შინაარსზე გადასვლა

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022
كأس العالم لكرة القدم 2022
← 2018
2026 →
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022
ტურნირის დეტალები
ადგილი კატარის დროშა კატარი
      ქალაქები 5
      სტადიონები 8
ტურნირის ვადები 20 ნოემბერი - 18 დეკემბერი
მონაწილე 32
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი არგენტინის დროშა არგენტინა (მესამე ტიტული)
მეორე ადგილი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მესამე ადგილი ხორვატიის დროშა ხორვატია
მეოთხე ადგილი მაროკოს დროშა მაროკო
ტურნირის სტატისტიკა
დასწრება 3 404 252  (53 191 თამაშზე)
მატჩები 64
გოლები 172  (2.69 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ი საფრანგეთის დროშა კილიან მბაპე  (8 გოლი)
საუკეთესო მოთამაშე არგენტინის დროშა ლიონელ მესი

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022ფიფა-ს მსოფლიო თასის 22-ე გათამაშება, რომელიც კატარში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა და მასში 32-მა ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. 2022 წლის ჩემპიონატი იყო პირველი მუნდიალი, რომელიც არაბულ სამყაროში ჩატარდა. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა ახლო აღმოსავლეთში, ისლამურ ქვეყანაში და ასევე პირველად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში — შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი ქვეყნის ვინაობა ცნობილი გახდა 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში.

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, ლიონელ სკალონის თავკაცობით მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება.[1] ფინალში, რომელიც 18 დეკემბერს ლუსაილის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და რომლის ძირითადი (2–2) და დამატებითი (1–1) დრო ფრედ (3–3) დასრულდა, არგენტინელებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში ანგარიშით 4–2 დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი ხორვატიის ნაკრებმა მოიპოვა. მეოთხე ადგილი დაიკავა მაროკოს ნაკრებმა, რომელიც გახდა პირველი აფრიკული და არაბული გუნდი, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.

ორგანიზატორი ქვეყნის არჩევანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიფას განცხადებით, რომელიც 2009 წლის 18 მარტს გასაჯაროვდა, 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ორგანიზების თაობაზე 9 განაცხადი მიიღეს, რომლებიც წარადგინეს: ავსტრალიამ, ინგლისმა, ინდონეზიამ, მექსიკამ, რუსეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა (ერთობლივი განაცხადი), ბელგიამ და ნიდერლანდებმა (ერთობლივი განაცხადი). სამხრეთ კორეამ და კატარმა განაცხადი მხოლოდ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეიტანეს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევნები 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში გაიმართა. კატარს მუნდიალის მასპინძლობაზე ეცილებოდნენ ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია.

კენჭისყრა ოთხ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში ტურნირის მასპინძლობისთვის რბოლას ავსტრალია გამოეთიშა, მეორე ტურში — იაპონია, ხოლო მესამე ტურში ყველაზე ნაკლები ხმა სამხრეთ კორეამ მიიღო. გადამწყვეტი ტურის ბრძოლაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კატარის განაცხადებს შორის გაჩაღდა, კატარმა გაიმარჯვა.

პრეტენდენტები ხმები
პირველი ტური მეორე ტური მესამე ტური მეოთხე ტური
კატარის დროშა კატარი 11 10 11 14
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 3 5 6 8
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 4 5 5 გამოეთიშა
დროშა: იაპონია იაპონია 3 2 გამოეთიშა
დროშა: ავსტრალია ავსტრალია 1 გამოეთიშა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მონაწილეობა 32-მა გუნდმა მიიღო. ადრე შემოთავაზებული იყო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა 48 გუნდამდე და ზოგიერთი მატჩის მეზობელ ქვეყნებში ჩატარება, მაგრამ ფიფამ ამ ინიციატივის მიღებაზე უარი განაცხადა 2019 წლის მაისში. ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 2020 წელს შედგა, თუმცა თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 2019 წელს ჩატარდებოდა. ფინალური ეტაპის წილისყრა 2022 წლის 1 აპრილს გაიმართა.

პირველად ჩემპიონატზე არ ყოფილა არცერთი დებიუტანტი გუნდი, რომელიც მუნდიალის ფინალურ ეტაპზე შესარჩევი ტურნირის გავლით მოხვდა. კატარი ავტომატურად კვალიფიცირდა ჩემპიონატზე, როგორც მასპინძელი და ამ შემთხვევაში ერთადერთი დებიუტანტი გუნდი იყო, თუ არ ჩავთვლით 1950 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებს, სადაც მხოლოდ ინგლისისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნული გუნდები იყვნენ დებიუტანტები, მაგრამ ისინი მუნდიალზე შესარჩევი ტურნირის გავლის შემდეგ მოხვდნენ.

რეგიონების მიხედვით მუნდიალის ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირდნენ შემდეგი გუნდები (ფრჩხილებში გუნდების შემდეგ მითითებულია ტურნირის წინ ფიფას მსოფლიო რეიტინგში მათივე პოზიციები):

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ხუთი ქალაქის 8 სტადიონმა უმასპინძლა. სიცხის დასაძლევად კატარელებმა სტადიონები აღჭურვეს ჰაერის გაგრილების სისტემებით, რომლებიც ტემპერატურას არაუმეტეს +27°C-მდე ინარჩუნებდნენ. პირველი სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 4 წლის შემდეგ დასრულდა. 2021 წელს ყველა სტადიონი მზად იყო მატჩების მისაღებად.

ლუსაილი ალ-ხორი დოჰა
„ლუსაილი“ „ალ-ბაითი“ „სტადიონი 974“ „ალ-თუმამა“
ტევადობა: 80 000 ტევადობა: 60 000 ტევადობა: 40 000 ტევადობა: 40 000
ტურნირის მასპინძელი ქალაქები კატარში
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 (კატარი)
ალ-რაიანი ალ-ვაქრა
„ედიუკეიშენ სიტი“ „აჰმად ბინ ალი“ „ხალიფა“ „ალ-ჯანუბი“
ტევადობა: 45 350 ტევადობა: 44 740 ტევადობა: 40 000 ტევადობა: 40 000
The adidas Al Rihla

2022 წლის 30 მარტს Adidas-მა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა.

ბურთს ეწოდა „ალ რიჰლა“ (არაბ. الْرِّحْلَة — არაბულიდან ითარგმნება როგორც „მოგზაურობა“). იგი შთაგონებულია კატარის კულტურით, არქიტექტურით, ტრადიციული იალქნიანი გემებითა და დროშით. ბურთის მარგალიტისფერ ფონზე დატანილი გამოკვეთილად ხასხასა ფერები სიმბოლურად ტურნირის მასპინძელ ქვეყანასა და თამაშის მუდმივად მზარდ სიჩქარეს გამოხატავენ.

მოგვიანებით, 2022 წლის 11 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებისა და ფინალური მატჩისთვის Adidas-მა „ალ რიჰლას“ ვარიაცია, სახელწოდებით „ალ ჰილმი“ წარადგინა (არაბ. الحلم — არაბულიდან ითარგმნება როგორც „ოცნება“ და სიმბოლურად გამოხატავს ყველა ერის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და ფიფას მსოფლიო თასის აღმართვის ოცნებას).

„ალ ჰილმი“ უპირატესად ოქროსფერია ნარინჯისფერი დეტალებით და შთაგონებულია დოჰას მიმდებარე უდაბნოებით, მსოფლიო ჩემპიონატის თასითა და კატარის ეროვნული დროშით. „ალ ჰილმი“ შეიცავს Adidas-ის ყველა იმავე „Connected Ball“ ტექნოლოგიის სახელით ცნობილ რევოლუციურ გაჯეტს, რომელიც გამოიყენება „ალ რიჰლასთვის“. ბურთში ჩამონტაჟებულია 14 გრამამდე წონის 500 ჰც ინერციული მოძრაობის სენსორი, რომელიც აგზავნის მონაცემებს 500-ჯერ წამში. სენსორი უზრუნველყოფს ბურთის მოძრაობის ყველა ელემენტის (როგორიცაა მისი დარტყმის სიჩქარე, მანძილი, ბრუნი, ტრაექტორია, მოთამაშის პოზიცია და სხვ.) უპრეცედენტოდ მაღალი სიზუსტით ფიქსირებას და იკვებება დატენვის ბატარეით. ტექნოლოგია შეუმჩნეველია მოთამაშეებისთვის და არ ახდენს გავლენას ბურთის მოძრაობაზე.

ამ სენსორებიდან მიღებული მონაცემები შესაძლებელს ხდის ბურთზე უმცირესი შეხების დაფიქსირებასაც კი და აუმჯობესებს მსაჯების მიერ გადაწყვეტილების მიღების ხარისხს და სიჩქარეს VAR-ის სისტემის გამოყენებით და ასევე გამოიყენება ნახევრად ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენის ტექნოლოგიაშიც, რომელიც პირველად კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე დაინერგა.

აღნიშნული ტექნოლოგია სტადიონების სახურავებქვეშ დაყენებულ თორმეტ სპეციალურ ვიდეო სათვალთვალო კამერას იყენებს, რათა თვალყური ადევნოს ბურთის პოზიციას და განსაზღვროს თითოეული მოთამაშის პოზიციის 29 წერტილი წამში 50-ჯერ, რაც დიდი სიზუსტით აფიქსირებს მოთამაშის კიდურებისა და სხეულის ყველა ნაწილის პოზიციას თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენის თვალსაზრისით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ „ალ რიჰლას“ სენსორული ბურთი წამში 500-ჯერ აგროვებს მონაცემებს, რაც უზრუნველყოფს დარტყმის მომენტის ზუსტ განსაზღვრას, ეს ყოველივე შესაძლებელს ხდის მსაჯებისთვის მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრონ, როდის არის თამაშგარე მდგომარეობა და როდის არა.

წილისყრა და გუნდების განთესვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალური ტურნირის წილისყრა, რომელმაც ჯგუფების შემადგენლობა განსაზღვრა, 2022 წლის 1 აპრილს დოჰას საგამოფენო ცენტრში შედგა. მასში მონაწილეობა 32-მა გუნდმა მიიღო. კატარი, როგორც ჩემპიონატის ორგანიზატორი, ფიფას 2022 წლის 31 მარტის რეიტინგის მიხედვით შვიდ საუკეთესო გუნდთან ერთად გათამაშების პირველ კალათაში მოხვდა. კატარმა A ჯგუფში ავტომატურად პირველი ადგილი დაიკავა. დანარჩენ შვიდ ჯგუფში პირველ ადგილზე მოხდა დარჩენილი შვიდი გუნდის განთესვა პირველი კალათიდან. მე-2, მე-3 და მე-4 კალათები ასევე ფიფას 2022 წლის 31 მარტის რეიტინგიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა.
შენიშვნა: ფრჩხილებში მითითებულია ფიფას რეიტინგი.

კალათა 1 კალათა 2 კალათა 3 კალათა 4

კატარის დროშა კატარი (51) (მასპ.)
ბრაზილიის დროშა ბრაზილია (1)
ბელგიის დროშა ბელგია (2)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი (3)
არგენტინის დროშა არგენტინა (4)
ინგლისის დროშა ინგლისი (5)
ესპანეთის დროშა ესპანეთი (7)
პორტუგალიის დროშა პორტუგალია (8)

მექსიკის დროშა მექსიკა (9)
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები (10)
დანიის დროშა დანია (11)
გერმანიის დროშა გერმანია (12)
ურუგვაის დროშა ურუგვაი (13)
შვეიცარიის დროშა შვეიცარია (14)
აშშ-ის დროშა აშშ (15)
ხორვატიის დროშა ხორვატია (16)

სენეგალის დროშა სენეგალი (20)
ირანის დროშა ირანი (21)
იაპონიის დროშა იაპონია (23)
მაროკოს დროშა მაროკო (24)
სერბეთის დროშა სერბეთი (25)
პოლონეთის დროშა პოლონეთი (26)
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა (29)
ტუნისის დროშა ტუნისი (35)

კამერუნის დროშა კამერუნი (37)
კანადის დროშა კანადა (38)
ეკვადორის დროშა ეკვადორი (46)
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი (49)
განის დროშა განა (61)
უელსის დროშა უელსი (18)
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა (31)
ავსტრალიის დროშა ავსტრალია (42)

ჯგუფი A ჯგუფი B ჯგუფი C ჯგუფი D
კატარის დროშა კატარი ინგლისის დროშა ინგლისი არგენტინის დროშა არგენტინა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ეკვადორის დროშა ეკვადორი ირანის დროშა ირანი საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი ავსტრალიის დროშა ავსტრალია
სენეგალის დროშა სენეგალი აშშ-ის დროშა აშშ მექსიკის დროშა მექსიკა დანიის დროშა დანია
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები უელსის დროშა უელსი პოლონეთის დროშა პოლონეთი ტუნისის დროშა ტუნისი
ჯგუფი E ჯგუფი F ჯგუფი G ჯგუფი H
ესპანეთის დროშა ესპანეთი ბელგიის დროშა ბელგია ბრაზილიის დროშა ბრაზილია პორტუგალიის დროშა პორტუგალია
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა კანადის დროშა კანადა სერბეთის დროშა სერბეთი განის დროშა განა
გერმანიის დროშა გერმანია მაროკოს დროშა მაროკო შვეიცარიის დროშა შვეიცარია ურუგვაის დროშა ურუგვაი
იაპონიის დროშა იაპონია ხორვატიის დროშა ხორვატია კამერუნის დროშა კამერუნი სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა

გათამაშებაში მონაწილე გუნდები გადანაწილებული არიან 8 ჯგუფში (თითოეულ ჯგუფში 4 ნაკრები). თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გადავა ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე.

გუნდი



გტ
გშ
+/-

ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 3 2 1 0 5 1 +4 7
სენეგალის დროშა სენეგალი 3 2 0 1 5 4 +1 6
ეკვადორის დროშა ეკვადორი 3 1 1 1 4 3 +1 4
კატარის დროშა კატარი 3 0 0 3 1 7 −6 0
20 ნოემბერი, 2022
კატარი კატარის დროშა 0–2 ეკვადორის დროშა ეკვადორი „ალ-ბაითი“, ალ-ხორი
21 ნოემბერი, 2022
სენეგალი სენეგალის დროშა 0–2 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები „ალ-თუმამა“, დოჰა

25 ნოემბერი, 2022
კატარი კატარის დროშა 1–3 სენეგალის დროშა სენეგალი „ალ-თუმამა“, დოჰა
25 ნოემბერი, 2022
ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა 1–1 ეკვადორის დროშა ეკვადორი „ხალიფა“, დოჰა

29 ნოემბერი, 2022
ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა 2–0 კატარის დროშა კატარი „ალ-ბაითი“, ალ-ხორი
29 ნოემბერი, 2022
ეკვადორი ეკვადორის დროშა 1–2 სენეგალის დროშა სენეგალი „ხალიფა“, დოჰა
გუნდი



გტ
გშ
+/-

ინგლისის დროშა ინგლისი 3 2 1 0 9 2 +7 7
აშშ-ის დროშა აშშ 3 1 2 0 2 1 +1 5
ირანის დროშა ირანი 3 1 0 2 2 7 −5 3
უელსის დროშა უელსი 3 0 1 2 1 6 −5 1
21 ნოემბერი, 2022
ინგლისი ინგლისის დროშა 6–2 ირანის დროშა ირანი „ხალიფა“, დოჰა
21 ნოემბერი, 2022
აშშ აშშ-ის დროშა 1–1 უელსის დროშა უელსი „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი

25 ნოემბერი, 2022
უელსი უელსის დროშა 0–2 ირანის დროშა ირანი „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
25 ნოემბერი, 2022
ინგლისი ინგლისის დროშა 0–0 აშშ-ის დროშა აშშ „ალ-ბაითი“, ალ-ხორი

29 ნოემბერი, 2022
ირანი ირანის დროშა 0–1 აშშ-ის დროშა აშშ „ალ-თუმამა“, დოჰა
29 ნოემბერი, 2022
უელსი უელსის დროშა 0–3 ინგლისის დროშა ინგლისი „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
გუნდი



გტ
გშ
+/-

არგენტინის დროშა არგენტინა 3 2 0 1 5 2 +3 6
პოლონეთის დროშა პოლონეთი 3 1 1 1 2 2 0 4
მექსიკის დროშა მექსიკა 3 1 1 1 2 3 −1 4
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 3 1 0 2 3 5 −2 3
22 ნოემბერი, 2022 (2022-11-22)
13:00
არგენტინა არგენტინის დროშა 1–2 საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი „ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 012
მსაჯი: სლოვენიის დროშა სლავკო ვინჩიჩი
მესი გოლი 10' (პენ.) ანგარიში სალეჰ ალ-შეჰრი გოლი 48'
სალემ ალ-დავსარი გოლი 53'
22 ნოემბერი, 2022 (2022-11-22)
19:00
მექსიკა მექსიკის დროშა 0–0 პოლონეთის დროშა პოლონეთი „სტადიონი 974“, დოჰა
მაყურებელი: 39 369
მსაჯი: ავსტრალიის დროშა კრის ბითი
ანგარიში

26 ნოემბერი, 2022 (2022-11-26)
16:00
პოლონეთი პოლონეთის დროშა 2–0 საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი „ედიუკეიშენ სიტი“, ალ-რაიანი
მაყურებელი: 44 259
მსაჯი: ბრაზილიის დროშა ვილტონ სამპაიო
პიოტრ ჟილინსკი გოლი 39'
რობერტ ლევანდოვსკი გოლი 82'
ანგარიში
26 ნოემბერი, 2022 (2022-11-26)
22:00
არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 მექსიკის დროშა მექსიკა „ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 966
მსაჯი: იტალიის დროშა დანიელე ორსატო
მესი გოლი 64'
ენცო ფერნანდესი გოლი 87'
ანგარიში

30 ნოემბერი, 2022 (2022-11-30)
22:00
პოლონეთი პოლონეთის დროშა 0–2 არგენტინის დროშა არგენტინა „სტადიონი 974“, დოჰა
მაყურებელი: 44 089
მსაჯი: ნიდერლანდების დროშა დანი მაკელი
ანგარიში ალექსის მაკალისტერი გოლი 46'
ხულიან ალვარესი გოლი 67'
30 ნოემბერი, 2022 (2022-11-30)
22:00
საუდის არაბეთი საუდის არაბეთის დროშა 1–2 მექსიკის დროშა მექსიკა „ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 84 985
მსაჯი: ინგლისის დროშა მაიკლ ოლივერი
სალემ ალ-დავსარი გოლი 90+5' ანგარიში ენრი მარტინი გოლი 47'
ლუის ჩავესი გოლი 52'
გუნდი



გტ
გშ
+/-

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 3 2 0 1 6 3 +3 6
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 3 2 0 1 3 4 −1 6
ტუნისის დროშა ტუნისი 3 1 1 1 1 1 0 4
დანიის დროშა დანია 3 0 1 2 1 3 −2 1
22 ნოემბერი, 2022
დანია დანიის დროშა 0–0 ტუნისის დროშა ტუნისი „სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი
22 ნოემბერი, 2022
საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 4–1 ავსტრალიის დროშა ავსტრალია „ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა

26 ნოემბერი, 2022
ტუნისი ტუნისის დროშა 0–1 ავსტრალიის დროშა ავსტრალია „ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა
26 ნოემბერი, 2022
საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 2–1 დანიის დროშა დანია „სტადიონი 974“, დოჰა

30 ნოემბერი, 2022
ტუნისი ტუნისის დროშა 1–0 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი „სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი
30 ნოემბერი, 2022
ავსტრალია ავსტრალიის დროშა 1–0 დანიის დროშა დანია „ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა
გუნდი



გტ
გშ
+/-

იაპონიის დროშა იაპონია 3 2 0 1 4 3 +1 6
ესპანეთის დროშა ესპანეთი 3 1 1 1 9 3 +6 4
გერმანიის დროშა გერმანია 2 0 1 1 6 5 +1 1
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 3 0 1 2 3 11 −8 1
23 ნოემბერი, 2022
გერმანია გერმანიის დროშა 1–2 იაპონიის დროშა იაპონია „ხალიფა“, დოჰა
23 ნოემბერი, 2022
ესპანეთი ესპანეთის დროშა 7–0 კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა „ალ-თუმამა“, დოჰა

27 ნოემბერი, 2022
იაპონია იაპონიის დროშა 0–1 კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
27 ნოემბერი, 2022
ესპანეთი ესპანეთის დროშა 1–1 გერმანიის დროშა გერმანია „ალ-ბაითი“, ალ-ხორი

1 დეკემბერი, 2022
იაპონია იაპონიის დროშა 2–1 ესპანეთის დროშა ესპანეთი „ხალიფა“, დოჰა
1 დეკემბერი, 2022
კოსტა-რიკა კოსტა-რიკას დროშა 2–4 გერმანიის დროშა გერმანია „ალ-ბაითი“, ალ-ხორი
გუნდი



გტ
გშ
+/-

მაროკოს დროშა მაროკო 3 2 1 0 4 1 +3 7
ხორვატიის დროშა ხორვატია 3 1 2 0 4 1 +3 5
ბელგიის დროშა ბელგია 3 1 1 1 1 2 −1 4
კანადის დროშა კანადა 3 0 0 3 2 7 −5 0
23 ნოემბერი, 2022
ბელგია ბელგიის დროშა 1–0 კანადის დროშა კანადა „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
23 ნოემბერი, 2022
მაროკო მაროკოს დროშა 0–0 ხორვატიის დროშა ხორვატია „ალ-ბაითი“, ალ ხორი

27 ნოემბერი, 2022
ბელგია ბელგიის დროშა 0–2 მაროკოს დროშა მაროკო „ალ-თუმამა“, დოჰა
27 ნოემბერი, 2022
ხორვატია ხორვატიის დროშა 4–1 კანადის დროშა კანადა „ხალიფა“, დოჰა

1 დეკემბერი, 2022
ხორვატია ხორვატიის დროშა 0–0 ბელგიის დროშა ბელგია „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
1 დეკემბერი, 2022
კანადა კანადის დროშა 1–2 მაროკოს დროშა მაროკო „ალ-თუმამა“, დოჰა
გუნდი



გტ
გშ
+/-

ბრაზილიის დროშა ბრაზილია 3 2 0 1 3 1 +2 6
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 3 2 0 1 4 3 +1 6
კამერუნის დროშა კამერუნი 3 1 1 1 4 4 0 4
სერბეთის დროშა სერბეთი 3 0 1 2 5 8 −3 1
24 ნოემბერი, 2022 (2022-11-24)
13:00
შვეიცარია შვეიცარიის დროშა 1–0 კამერუნის დროშა კამერუნი „ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა
მაყურებელი: 39 089
მსაჯი: არგენტინის დროშა ფაკუნდო ტელიო
ბრელ ემბოლო გოლი 48' ანგარიში
24 ნოემბერი, 2022 (2022-11-24)
22:00
ბრაზილია ბრაზილიის დროშა 2–0 სერბეთის დროშა სერბეთი „ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 103
მსაჯი: ირანის დროშა ალირეზა ფაგანი
რიშარლისონი გოლი 62'73' ანგარიში

28 ნოემბერი, 2022 (2022-11-28)
13:00
კამერუნი კამერუნის დროშა 3–3 სერბეთის დროშა სერბეთი „ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა
მაყურებელი: 39 789
მსაჯი: არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა მოჰამედ აბდულა მოჰამედი
ჟან-შარლ კასტელეტო გოლი 29'
ვენსან აბუბაქარი გოლი 63'
ერიკ შუპო-მოტინგი გოლი 66'
ანგარიში სტრახინია პავლოვიჩი გოლი 45+1'
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი გოლი 45+3'
ალექსანდარ მიტროვიჩი გოლი 53'
28 ნოემბერი, 2022 (2022-11-28)
19:00
ბრაზილია ბრაზილიის დროშა 1–0 შვეიცარიის დროშა შვეიცარია „სტადიონი 974“, დოჰა
მაყურებელი: 43 649
მსაჯი: სალვადორის დროშა ივან ბარტონი
კაზემირო გოლი 83' ანგარიში

2 დეკემბერი, 2022 (2022-12-02)
22:00
სერბეთი სერბეთის დროშა 2–3 შვეიცარიის დროშა შვეიცარია „სტადიონი 974“, დოჰა
მაყურებელი: 41 378
მსაჯი: არგენტინის დროშა ფერნანდო რაპალინი
ალექსანდარ მიტროვიჩი გოლი 26'
დუშან ვლახოვიჩი გოლი 35'
ანგარიში ჯერდან შაჩირი გოლი 20'
ბრელ ემბოლო გოლი 44'
რემო ფროილერი გოლი 48'
2 დეკემბერი, 2022 (2022-12-02)
22:00
კამერუნი კამერუნის დროშა 1–0 ბრაზილიის დროშა ბრაზილია „ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 85 986
მსაჯი: აშშ-ის დროშა ისმაილ ელფათი
ვენსან აბუბაქარი გოლი 90+2' ანგარიში
გუნდი



გტ
გშ
+/-

პორტუგალიის დროშა პორტუგალია 3 2 0 1 6 4 +2 6
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 3 1 1 1 4 4 0 4
ურუგვაის დროშა ურუგვაი 3 1 1 1 2 2 0 4
განის დროშა განა 3 1 0 2 5 7 −2 3
24 ნოემბერი, 2022
ურუგვაი ურუგვაის დროშა 0–0 სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა „სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი
24 ნოემბერი, 2022
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 3–2 განის დროშა განა „სტადიონი 974“, დოჰა

28 ნოემბერი, 2022
სამხრეთი კორეა სამხრეთ კორეის დროშა 2–3 განის დროშა განა „სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი
28 ნოემბერი, 2022
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 2–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი „ლუსაილი“, ლუსაილი

2 დეკემბერი, 2022
სამხრეთი კორეა სამხრეთ კორეის დროშა 2–1 პორტუგალიის დროშა პორტუგალია „სიტი სთეიდიუმი“, ალ-რაიანი
2 დეკემბერი, 2022
ურუგვაი ურუგვაის დროშა 2–0 განის დროშა განა „ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა
 
მერვედფინალიმეოთხედფინალინახევარფინალიფინალი
 
              
 
3 დეკემბერი – „ხალიფა“
 
 
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები3
 
9 დეკემბერი – „ლუსაილი“
 
აშშ-ის დროშა აშშ1
 
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები2 (3)
 
3 დეკემბერი – „აჰმად ბინ ალი“
 
არგენტინის დროშა არგენტინა (პენ.)2 (4)
 
არგენტინის დროშა არგენტინა2
 
13 დეკემბერი – „ლუსაილი“
 
ავსტრალიის დროშა ავსტრალია1
 
არგენტინის დროშა არგენტინა3
 
5 დეკემბერი – „ალ-ჯანუბი“
 
ხორვატიის დროშა ხორვატია0
 
იაპონიის დროშა იაპონია1 (1)
 
9 დეკემბერი – „ედიუკეიშენ სითი“
 
ხორვატიის დროშა ხორვატია (პენ.)1 (3)
 
ხორვატიის დროშა ხორვატია (პენ.)1 (4)
 
5 დეკემბერი – „სტეიდიუმ 974“
 
ბრაზილიის დროშა ბრაზილია1 (2)
 
ბრაზილიის დროშა ბრაზილია4
 
18 დეკემბერი – „ლუსაილი“
 
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა1
 
არგენტინის დროშა არგენტინა (პენ.)3 (4)
 
4 დეკემბერი – „ალ-ბაითი“
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი3 (2)
 
ინგლისის დროშა ინგლისი3
 
10 დეკემბერი – „ალ-ბაითი“
 
სენეგალის დროშა სენეგალი0
 
ინგლისის დროშა ინგლისი1
 
4 დეკემბერი – „ალ-თუმამა“
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი2
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი3
 
14 დეკემბერი – „ალ-ბაითი“
 
პოლონეთის დროშა პოლონეთი1
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი2
 
6 დეკემბერი – „ედიუკეიშენ სითი“
 
მაროკოს დროშა მაროკო0 მატჩი მესამე ადგილისთვის
 
მაროკოს დროშა მაროკო (პენ.)0 (3)
 
10 დეკემბერი – „ალ-თუმამა“17 დეკემბერი – ხალიფა
 
ესპანეთის დროშა ესპანეთი0 (0)
 
მაროკოს დროშა მაროკო1ხორვატიის დროშა ხორვატია2
 
6 დეკემბერი – „ლუსაილი“
 
პორტუგალიის დროშა პორტუგალია0 მაროკოს დროშა მაროკო1
 
პორტუგალიის დროშა პორტუგალია6
 
 
შვეიცარიის დროშა შვეიცარია1
 

3 დეკემბერი, 2022 (2022-12-03)
18:00
ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა 3–1 აშშ-ის დროშა აშშ „ხალიფა“, დოჰა
მაყურებელი: 44 846
მსაჯი: ბრაზილიის დროშა ვილტონ სამპაიო
მემფის დეპაი გოლი 10'
დეილი ბლინდი გოლი 45+1'
დენზელ დიუმფრიზი გოლი 81'
ანგარიში ჰაჯი რაიტი გოლი 76'

3 დეკემბერი, 2022 (2022-12-03)
22:00
არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 ავსტრალიის დროშა ავსტრალია „აჰმად ბინ ალი“, ალ-რაიანი
მაყურებელი: 45 032
მსაჯი: პოლონეთის დროშა შიმონ მარცინიაკი
მესი გოლი 35'
ხულიან ალვარესი გოლი 57'
ანგარიში ენცო ფერნანდესი გოლი 77' (ა.გ.)

4 დეკემბერი, 2022 (2022-12-04)
18:00
საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 3–1 პოლონეთის დროშა პოლონეთი „ალ-თუმამა“, დოჰა
მაყურებელი: 40 989
მსაჯი: ვენესუელის დროშა ხესუს ვალენსუელა
ჟირუ გოლი 44'
მბაპე გოლი 74'90+1'
ანგარიში ლევანდოვსკი გოლი 90+9' (პენ.)

4 დეკემბერი, 2022 (2022-12-04)
22:00
ინგლისი ინგლისის დროშა 3–0 სენეგალის დროშა სენეგალი „ალ-ბაითი“, ალ-ხორი
მაყურებელი: 65 985
მსაჯი: სალვადორის დროშა ივან ბარტონი
ჰენდერსონი გოლი 38'
კეინი გოლი 45+3'
საკა გოლი 57'
ანგარიში

5 დეკემბერი, 2022 (2022-12-05)
18:00
იაპონია იაპონიის დროშა 1–1
(დ.დ.)
ხორვატიის დროშა ხორვატია „ალ-ჯანუბი“, ალ-ვაკრა
მაყურებელი: 42 523
მსაჯი: აშშ-ის დროშა ისმაილ ელფათი
დაიძენ მაედა გოლი 43' ანგარიში პერიშიჩი გოლი 55'
  პენალტები  
ტაკუმი მინამინო აცილებული
კაორუ მიტომა აცილებული
ტაკუმა ასანო გატანილი
მაია იოშიდა აცილებული
1–3 გატანილი ნიკოლა ვლაშიჩი
გატანილი მარსელო ბროზოვიჩი
აცილებული მარკო ლივაია
გატანილი მარიო პაშალიჩი

5 დეკემბერი, 2022 (2022-12-05)
22:00
ბრაზილია ბრაზილიის დროშა 4–1 სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა „სტადიონი 974“, დოჰა
მაყურებელი: 43 847
მსაჯი: საფრანგეთის დროშა კლემან ტურპენი
ვინისიუს ჟუნიორი გოლი 7'
ნეიმარი გოლი 13' (პენ.)
რიშარლისონი გოლი 29'
ლუკას პაკეტა გოლი 36'
ანგარიში პეკ სინ-ჰო გოლი 76'

6 დეკემბერი, 2022 (2022-12-06)
18:00
მაროკო მაროკოს დროშა 0–0
(დ.დ.)
ესპანეთის დროშა ესპანეთი „ედიუკეიშენ სიტი“, ალ-რაიანი
მაყურებელი: 44 667
მსაჯი: არგენტინის დროშა ფერნანდო რაპალინი
ანგარიში
  პენალტები  
აბდელჰამიდ საბირი გატანილი
ჰაქიმ ზიეში გატანილი
ბადრ ბენუნი აცილებული
აშრაფ ჰაკიმი გატანილი
3–0 აცილებული პაბლო სარაბია
აცილებული კარლოს სოლერი
აცილებული სერხიო ბუსკეტსი

6 დეკემბერი, 2022 (2022-12-06)
22:00
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 6–1 შვეიცარიის დროშა შვეიცარია „ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 83 720
მსაჯი: მექსიკის დროშა სესარ არტურო რამოსი
გონსალუ რამუში გოლი 17'51'67'
პეპე გოლი 33'
რაფაელ გერეირუ გოლი 55'
რაფაელ ლეაო გოლი 90+2'
ანგარიში მანუელ აკანჯი გოლი 58'

9 დეკემბერი, 2022 (2022-12-09)
18:00
ხორვატია ხორვატიის დროშა 1–1
(დ.დ.)
ბრაზილიის დროშა ბრაზილია „ედიუკეიშენ სიტი“, ალ-რაიანი
მაყურებელი: 43 893
მსაჯი: ინგლისის დროშა მაიკლ ოლივერი
ბრუნო პეტკოვიჩი გოლი 117' ანგარიში ნეიმარი გოლი 105+1'
  პენალტები  
ნიკოლა ვლაშიჩი გატანილი
ლოვრო მაიერი გატანილი
ლუკა მოდრიჩი გატანილი
მისლავ ორშიჩი გატანილი
4–2 აცილებული როდრიგო
გატანილი კაზემირო
გატანილი პედრო
აცილებული მარკინიოსი

9 დეკემბერი, 2022 (2022-12-09)
22:00
ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა 2–2
(დ.დ.)
არგენტინის დროშა არგენტინა „ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 235
მსაჯი: ესპანეთის დროშა ანტონიო მატეუ ლაოსი
ვაუტ ვეგჰორსტი გოლი 83'90+11' ანგარიში ნაუელ მოლინა გოლი 35'
მესი გოლი 73' (პენ.)
  პენალტები  
ვირჯილ ვან დეიკი აცილებული
სტივენ ბერგჰუისი აცილებული
ტეუნ კოპმეინერსი გატანილი
ვაუტ ვეგჰორსტი გატანილი
ლუკ დე იონგი გატანილი
3–4 გატანილი მესი
გატანილი პარედესი
გატანილი მონტიელი
აცილებული ფერნანდესი
გატანილი ლაუტარო მარტინესი

10 დეკემბერი, 2022 (2022-12-10)
18:00
მაროკო მაროკოს დროშა 1–0 პორტუგალიის დროშა პორტუგალია „ალ-თუმამა“, დოჰა
მაყურებელი: 44 198
მსაჯი: არგენტინის დროშა ფაკუნდო ტელიო
იუსეფ ენ-ნესირი გოლი 42' ანგარიში

10 დეკემბერი, 2022 (2022-12-10)
22:00
ინგლისი ინგლისის დროშა 1–2 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი „ალ-ბაითი“, ალ-ხორი
მაყურებელი: 68 895
მსაჯი: ბრაზილიის დროშა ვილტონ სამპაიო
კეინი გოლი 54' (პენ.) ანგარიში ორელიან ჩუამენი გოლი 17'
ოლივიე ჟირუ გოლი 78'

13 დეკემბერი, 2022 (2022-12-13)
22:00
არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 ხორვატიის დროშა ხორვატია „ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 966
მსაჯი: იტალიის დროშა დანიელე ორსატო
მესი გოლი 34' (პენ.)
ალვარესი გოლი 39'69'
ანგარიში

14 დეკემბერი, 2022 (2022-12-14)
22:00
საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 2–0 მაროკოს დროშა მაროკო „ალ-ბაითი“, ალ-ხორი
მაყურებელი: 68 294
მსაჯი: მექსიკის დროშა სესარ არტურო რამოსი
თეო ერნანდესი გოლი 5'
რანდალ კოლო მუანი გოლი 79'
ანგარიში

მატჩი მესამე ადგილისათვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

17 დეკემბერი, 2022 (2022-12-17)
18:00
ხორვატია ხორვატიის დროშა 2–1 მაროკოს დროშა მაროკო „ხალიფა“, დოჰა
მაყურებელი: 44 137
მსაჯი: კატარის დროშა აბდულრაჰმან ალ-ჯასიმი
იოშკო გვარდიოლი გოლი 7'
მისლავ ორშიჩი გოლი 42'
ანგარიში აშრაფ დარი გოლი 9'

18 დეკემბერი, 2022 (2022-12-18)
18:00
არგენტინა არგენტინის დროშა 3–3
(დ.დ.)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი „ლუსაილი“, ლუსაილი
მაყურებელი: 88 966
მსაჯი: პოლონეთის დროშა შიმონ მარცინიაკი
მესი გოლი 23' (პენ.)108'
დი მარია გოლი 36'
ანგარიში მბაპე გოლი 80' (პენ.)81'118' (პენ.)
  პენალტები  
მესი გატანილი
დიბალა გატანილი
პარედესი გატანილი
მონტიელი გატანილი
4–2 გატანილი მბაპე
აცილებული კომანი
აცილებული ორელიან ჩუამენი
გატანილი რანდალ კოლო მუანი

ფიფას მსოფლიო თასის მფლობელი 2022

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
 მსოფლიო ჩემპიონი

2022  
არგენტინის დროშა
არგენტინა
მესამე წოდება
წინამორბედი:
2018
მსოფლიო ჩემპიონატი
2022
შემდეგი:
2026

ტურნირის დასასრულს ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგი ინდივიდუალური ჯილდოები გადასცა: ოქროს ბუცი (საუკეთესო ბომბარდირს), ოქროს ბურთი (საუკეთესო მოთამაშეს) და ოქროს ხელთათმანი (საუკეთესო მეკარეს).[2][3][4][5][6]

ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი ორჯერ მოიგო.[7]
კილიან მბაპემ ტურნირზე ყველაზე მეტი — რვა გოლი შეაგდო და ოქროს ბუცი გადაეცა.[8]
ოქროს ბურთი ვერცხლის ბურთი ბრინჯაოს ბურთი
არგენტინის დროშა ლიონელ მესი საფრანგეთის დროშა კილიან მბაპე ხორვატიის დროშა ლუკა მოდრიჩი
ოქროს ბუცი ვერცხლის ბუცი ბრინჯაოს ბუცი
საფრანგეთის დროშა კილიან მბაპე არგენტინის დროშა ლიონელ მესი საფრანგეთის დროშა ოლივიე ჟირუ
8 გოლი, 2 ასისტი
ითამაშა 597 წუთი
7 გოლი, 3 ასისტი
ითამაშა 690 წუთი
4 გოლი, 0 ასისტი
ითამაშა 423 წუთი
ოქროს ხელთათმანი
არგენტინის დროშა ემილიანო მარტინესი
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე
არგენტინის დროშა ენცო ფერნანდესი
ფიფას ფეარ-პლეის ჯილდო
ინგლისის დროშა ინგლისი

გარდა ამისა, FIFA.com-მა შეადგინა ტურნირზე გატანილი გოლებიდან 10 საუკეთესო გოლის ჩამონათვალი, რომელთაგან მომხმარებლებმა ხმის მიცემის წესით მათ შორის ტურნირის ყველაზე საუკეთესო გოლი გამოავლინეს. საბოლოოდ, მომხმარებელთა გადაწყვეტილებით ტურნირის ყველაზე საუკეთესო გოლის ავტორისთვის განკუთვნილი ჯილდოს მფლობელი ბრაზილიელი რიშარლისონი გახდა სერბეთთან ჯგუფური ეტაპის მატჩში გატანილი გოლის წყალობით.

მოთამაშე ნაკრები გოლი წუთი
კილიან მბაპე საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 8 597
ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა 7 690
ოლივიე ჟირუ საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 4 424
ხულიან ალვარესი არგენტინის დროშა არგენტინა 4 468
მარკუს რაშფორდი ინგლისის დროშა ინგლისი 3 137
გონსალუ რამუში პორტუგალიის დროშა პორტუგალია 3 153
ალვარო მორატა ესპანეთის დროშა ესპანეთი 3 182
ბუკაიო საკა ინგლისის დროშა ინგლისი 3 214
კოდი გაკპო ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 3 253
ენერ ვალენსია ეკვადორის დროშა ეკვადორი 3 257
რიშარლისონი ბრაზილიის დროშა ბრაზილია 3 326

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]