მოჰამედ შია ალ-სუდანი
მოჰამედ შია ალ-სუდანი | |
---|---|
არაბ. محمد شياع السوداني | |
დაბადების თარიღი | 4 მარტი, 1970[1] (54 წლის) |
დაბადების ადგილი | ბაღდადი |
მოქალაქეობა | ერაყი |
განათლება | Baghdad College და Q115012701?[2] |
მოჰამედ შია ალ-სუდანი (არაბ. محمد شياع السوداني; დ. 4 მარტი, 1970) — ერაყელი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 2022 წლის 27 ოქტომბრიდან. პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე: მრეწველობისა და მინერალების მინისტრი, შრომისა და სოციალური საქმეების მინისტრი, ვაჭრობის დროებითი მინისტრი, ფინანსთა დროებითი მინისტრი, მიგრაციისა და გადაადგილების დროებითი მინისტრი,[3] სოფლის მეურნეობის დროებითი მინისტრი[4] და ადამიანის უფლებათა მინისტრი.[5][6] 2009-2010 წლებში იყო მაისანის მუჰაფაზის გუბერნატორი.[7]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალ-სუდანი დაიბადა ბაღდადში 1970 წლის 4 მარტს, საშუალო კლასის შიიტი არაბების ოჯახში. მამამისი, რომელიც წარმოშობით მაისანის მუჰაფაზიდან იყო, მუშაობდა ერაყის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული ბანკის თანამშრომლად. 10 წლის ასაკში ალ-სუდანი გახდა მოწმე მამისა და კიდევ ხუთი ოჯახის წევრის დახვრეტისა, რომლებიც იყვნენ ისლამური დავას პარტიის წევრები. აღნიშნული პარტია, იყო აკრძალული და ეწინაღმდეგებოდა ბაასისტურ რეჟიმს.
ალ-სუდანის აქვს ბაკალავრის ხარისხი ბაღდადის უნივერსიტეტიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით და მაგისტრის ხარისხი პროექტების მართვაში. დაოჯახებულია და ჰყავს ოთხი შვილი.
ალ-სუდანი მონაწილეობდა 1991 წლის აჯანყებებში, რომლებიც დაიწყო სპარსეთის ყურის ომის დამთავრების შემდეგ. 1997 წელს დაინიშნა მაისანის სოფლის მეურნეობის ოფისში, სადაც იყო კუმაიტისა და ალი ალ-შარქის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტების უფროსი, სოფლის მეურნეობის წარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეროვნული კვლევის პროგრამის ზედამხედველი ინჟინერი.
აშშ-სა და მისი მოკავშირეების ერაყში შესვლის შემდეგ 2003 წელს, ალ-სუდანი მუშაობდა კოორდინატორად მაისანის პროვინციის ადმინისტრაციასა და კოალიციურ დროებით ხელისუფლებაში. 2004 წელს დაინიშნა ქალაქ ამარის მერად. 2005 წელს აირჩიეს მაისანის მუჰაფაზის საბჭოს წევრად. 2009 წელს დაინიშნა მუჰაფაზის გუბერნატორად.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანის უფლებათა მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნური ალ-მალიქის მთავრობაში იყო ადამიანის უფლებათა მინისტრი 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც დაამტკიცა პარლამენტმა 2010 წლის 21 დეკემბერს.
მისი სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მასობრივი საფლავების მოძიებაზე ერაყში, რომლებიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის პერიოდში შეიქმნა. 2011 წელს ორი ასეთი შემთხვევა აღრიცხეს: ერთი — ანბარში, მეორე — ალ-დივანიაში.[8][9]
პრემიერ-მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის ერაყის პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, საკოორდინაციო ჩარჩომ ოფიციალურად წამოაყენა ალ-სუდანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის მაისში.[10] მან წარმატებით ჩამოაყალიბა მთავრობა, რომელიც დამტკიცდა წარმომადგენლობით საბჭოში 27 ოქტომბერს.[11]
2023 წლის იანვარში Wall Street Journal-თან ინტერვიუში ალ-სუდანმა დაიცვა აშშ-ის ჯარების ყოფნა ქვეყანაში, არ დაადგინა მათი გაყვანის ვადა, მიუთითა რა ნატოს ჯარებზე, რომლებიც ეხმარებიან ერაყის ერთეულებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში.[12]
The Economist-ი აღნიშნავს, რომ ალ-სუდანი დაკავშირებულია სახალხო მობილიზაციის ძალებთან (PMF).[13] მის მთავრობას გაზრდილი აქვს სახალხო მობილიზაციის ძალების რაოდენობა 116 000-მდე. დღესდღეობით სულ დაახლოებით 230 000 კაცია, და მისი ბიუჯეტი შეადგენს 2,7 მილიარდ აშშ დოლარს.[13]
2023 წლის 20 ივლისს ალ-სუდანმა გააძევა შვედეთის ელჩი ერაყიდან და გაუქმა შვედური კომპანიების სამუშაო ნებართვები ყურანის დაწვის გამო.[14]
2023 წლის 10 ოქტომბერს ჩავიდა მოსკოვში და შეხვდა პუტინს.[15] 21 ოქტომბერს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ ისრაელ-ჰამასის ომში.[16] შეხვედრისას ირანის პრეზიდენტთან აღწერა ჰამასის თავდასხმა როგორც „ღაზის ხალხის მიმართ ღაზის რეჟიმის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი“.[17]
2024 წლის 17 თებერვალს შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მიუნხენში, სადაც სხვა მსოფლიო ლიდერებსაც შეხვდა.[18]
2024 წლის აპრილში დაგმო დამასკოს ირანის საელჩოზე ისრაელის დაბომბვა.[19] იგივე თვეში ეწვია აშშ-ს და შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.[20] შეხვდა ასევე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიპ ერდოღანს და ხელი მოაწერეს „ერაყის განვითარების გზის“ პროექტს.[21]
2024 წლის მაისში დაესწრო ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ხსოვნის ცერემონიალს, რომელიც საავიაციო კატასტროფის დროს დაიღუპა.[22]
2024 წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაგმო ლიბანის მიმართ ისრაელის აგრესია და შეხვდა სხვადასხვა ლიდერებს ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად.[23]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.basnews.com/ar/babat/866976
- ↑ https://www.bbc.com/arabic/middleeast-63256283
- ↑ Who is Mohammed Shia Al-Sudani. Washington Institute. ციტირების თარიღი: 2022-12-28
- ↑ محمد شياع السوداني.. رئيس الوزراء العراقي. AlJazeera. ციტირების თარიღი: 2024-05-10
- ↑ وزارة حقوق الانسان :: Ministry Of Human Rights. Humanrights.gov.iq. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-24. ციტირების თარიღი: 2012-10-20
- ↑ تشكيلة الحكومة العراقية :: Iraqi Cabinet Members. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-13. ციტირების თარიღი: 2024-11-21.
- ↑ Brown, Alan. (28 November 2010) Maysan Province receives new vocational training center. Defense Visual Information Distribution Service. ციტირების თარიღი: 2 January 2023
- ↑ الحيدري, نبيل (2011-08-10). „المقابر الجماعية في العراق...قصص َعذاب وهويات ضحاياها“. إذاعة العراق الحر (არაბული). ციტირების თარიღი: 2024-08-25.
- ↑ ب, بغداد-أ ف. استخراج رفات 812 شخصا من مقبرة جماعية غرب العراق ar. ციტირების თარიღი: 2024-08-25
- ↑ Coordination Framework nominate Mohammed Shia' Al Sudani as candidate for Iraqi prime minister (25 July 2022).
- ↑ Iraqi parliament approves new government headed by Mohammed Shia al-Sudani (27 October 2022).
- ↑ „Iraqi PM Backs Indefinite U.S. Troop Presence in Country: WSJ Interview“. US News & World Report. 15 January 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-18. ციტირების თარიღი: 2023-01-18.
- ↑ 13.0 13.1 „The Iraqi militias are copying their overmighty cousins in Iran“. The Economist. 8 June 2023. ISSN 0013-0613. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2023.
- ↑ Prime Minister orders to withdraw the Iraqi Chargé d'Affairs in Stockholm, and instructs the Swedish Ambassador to leave Iraqi territory (20 July 2023).
- ↑ Mahmoud, Sinan (10 October 2023). „Iraqi leader Al Sudani in Moscow to discuss Middle East situation with Putin“. The National. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2023. ციტირების თარიღი: 17 November 2023.
- ↑ Al-Rahim, Rend. Iraq, Sudani, and the War on Gaza. Arab Center Washington D.C. (25 October 2023). ციტირების თარიღი: 17 November 2023
- ↑ „Raisi meets Sudani, says Iran and Iraq have 'common position' on Gaza war“. Anadolu Agency. 6 November 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2023. ციტირების თარიღი: 17 November 2023.
- ↑ „Iraqi PM Mohammed Shia al Sudani meets with German Chancellor Olag Scholz in Munich, Germany at the Munich Security Conference“. Iraqi News Agency. 2024-02-17. p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-25. ციტირების თარიღი: 2024-02-25.
- ↑ „Iraqi PM, Iranian president discuss Israeli attack on Iranian consulate in Syria“. Xinhua News Agency. 4 April 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2024. ციტირების თარიღი: 12 April 2024.
- ↑ Baghdad Is Ready for a New Chapter in U.S.-Iraq Relations en.
- ↑ „Turkish President Erdogan makes rare state visit to Iraq“ (ინგლისური). 22 April 2024.
- ↑ „Iran’s Khamenei leads prayers at Raisi memorial before tens of thousands“. Al Jazeera (ინგლისური).
- ↑ Iraq | General Debate en (22 September 2023).