მობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი — ტელეფონი, რომელსაც ფართო გეოგრაფიულ არეალში მოძრაობის მიუხედავად, რადიოსიგნალის საშუალებით შეუძლია სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება. მოწყობილობა ამას ფიჭური კავშირის საშუალებით აკეთებს, რასაც მობილური ტელეფონის ოპერატორი უზრუნველყოფს. ამის საპირისპიროდ, არსებობს რადიოტელეფონი, რომელიც მხოლოდ მოკლე მანძილზე, საკუთარი საბაზო სადგურის ახლომახლო მოქმედებს.
გარდა სატელეფონო ფუნქციისა, თანამედროვე მობილურ ტელეფონებს სხვა მრავალი სერვისის მხარდაჭერაც აქვს, მათ შორისაა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მულტიმედიური შეტყობინებები (MMS), ელექტრონული ფოსტა, წვდომა ინტერნეტთან, ახლო მანძილის უკაბელო კომუნიკაციები (infrared, Bluetooth), ბიზნეს აპლიკაციები, თამაშები და ფოტოგრაფია. მობილურ ტელეფონებს, რომელთაც ეს და სხვა ზოგადი კომპიუტერული შესაძლებლობები აქვს, სმარტფონი ეწოდება.
პირველი ხელით სატარებელი ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლას თანამშრომლებმა, ჯონ ფრენსის მიტჩელმა[1][2] და დოქტორმა მარტინ კუპერმა წარმოადგინეს. მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც 2 კილოგრამს იწონიდა.[3] 1983 წელს, გამოვიდა პირველი კომერციული მობილური Motorola DynaTAC. 1983-დან 2014 წლამდე, მობილური ტელეფონების რაოდენობა ნულიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა; პროპორციულად 100%-ით მოიცვა მსოფლიო მოსახლეობა და ეკონომიკური პირამიდის ფსკერამდე დავიდა.[4] 2014 წლისათვის, მობილური ტელეფონების მოწინავე მწარმოებლები იყვნენ Samsung, Nokia, Apple და LG.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელით სატარებელი მობილური რადიოტელეფონი რადიოინჟინერიის ძველი ოცნებაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღწერის ხილვა შესაძლებელია ამერიკელი მწერლის, რობერტ ჰაინლაინის 1948 წლის მხატვრულ ნოველაში „კოსმოსური კადეტი“. ნაწარმოების მთავარი გმირი, რომელიც კოლორადოდან აიოვაში, თავის სახლში მიდის, მამამისისგან სატელეფონო ზარს იღებს ტელეფონზე, რომელიც მას ჯიბეში უდევს. ათი წლის შემდეგ, ართურ კლარკის ესეში აღწერილია „პერსონალური პატარა და კომპაქტური გადამცემი, რომლის ტარებაც ყველა ადამიანს შეუძლია“. კლარკი წერს: „მოვა დრო, როცა ჩვენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეგვეძლება სხვა ადამიანისთვის დარეკვა, უბრალოდ ნომრების აკრეფით“. კლარკის ხედვით, ამ მოწყობილობას ასევე ექნებოდა გლობალური პოზიციონირების სისტემა, ისე, რომ „არასოდეს არავინ აღარ დაიკარგება“. მოგვიანებით, „მომავლის პროფილებში“ მან იწინასწარმეტყველა, რომ მსგავსი მოწყობილობა 1980-იანი წლების შუაში გამოჩნდებოდა.[6]
ფიჭური ტელეფონების ადრეულ წინაპრებს შორისაა გემებისა და მატარებლების ანალოგური რადიოტელეკომუნიკაციები. ნამდვილი მობილური ტელეფონების შექმნის ისტორია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება. მობილური ტელეფონების განვითარება თანმიმდევრული თაობებით იწყება „0G“-დან (0 თაობა), მაგალითად Bell System-ის მობილური ტელეფონების სერვისი და მისი მემკვიდრე Improved Mobile Telephone Service-ი. 0G“ სისტემები ფიჭური არ იყო, ჰქონდა რამდენიმე ერთდროული ზარის მხარდაჭერა და საკმაოდ ძვირიც იყო.
ხელით სატარებელი პირველი მობილური ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლამ წარმოადგინა. პირველი კომერციული ავტომატიზებული ფიჭური ქსელი 1979 წელს იაპონიაში, კომპანია NTT-მა გაუშვა. 1981 წელს მას მოჰყვა კომპანია Nordic Mobile Telephone, რომელმაც ქსელი ერთდროულად გაუშვა დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში.[7] 1980-იანი წლების შუაში მათ სხვა ქვეყნები მიჰყვნენ. პირველი თაობის სისტემებს („1G“) გააჩნდა ოდნავ მეტი 0G-ზე მხარდაჭერა, მაგრამ ჯერ კიდევ ანალოგურ ტექნოლოგიებს იყენებდნენ.
1991 წელს ფინეთში, კომპანია Radiolinja-მ GSM სტანდარტში გაუშვა მეორე თაობის (2G) ციფრული ფიჭური ტექნოლოგია, რამაც ამ სექტორში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია და სასტიკ ბრძოლაში უხმო 1G-ზე მომუშავე მობილურ ოპერატორებს.
2001 წელს იაპონიაში, კომპანია NTT DoCoMo-მა გაუშვა WCDMA სტანდარტზე მომუშავე მესამე თაობის (3G) ქსელი.[8] ამას მოჰყვა HSPA ოჯახზე დაფუძნებული 3.5G და 3G+ ქსელები, რომლებიც მონაცემთა უსწრაფესი გადაცემისა და შესაძლებლობებისათვის UMTS სისტემებს იყენებს.
2009 წლისთვის ნათელი გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში, 3G ქსელები უძლური იყო ისეთი ინტენსიური გამტარუნარიანობის აპლიკაციების წინაშე, როგორიცაა მაგალითად სტრიმინგ-მედია.[9] თანდათანობით, ინდუსტრიამ მონაცემების ოპტიმიზების მიზნით მე-4 თაობის ტექნოლოგიებზე მუშაობა დაიწყო, რომლის სიჩქარეც არსებულ 3G ტექნოლოგიებზე ათჯერ სწრაფი უნდა ყოფილიყო. კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ორი ტექნოლოგია, რომელიც 4G-დ შეირაცხა, იყო WiMAX (გაუშვა კომპანია Sprint-მა აშშ-ში) და LTE სტანდარტი, რომელიც მომხმარებლებს პირველად სკანდინავიაში, კომპანია TeliaSonera-მ შესთავაზა.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მობილურ ტელეფონებს მრავალი საერთო მახასიათებელი გააჩნია, თუმცა მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ დამატებითი ფუნქციების შექმნით საკუთარი პროდუქტი განასხვავონ, რათა ის მომხმარებლისათვის უფრო მიმზიდველად იქცეს. ამ ყველაფერმა, ბოლო 20 წლის მანძილზე, მობილური ტელეფონების განვითარებაში უდიდესი ინოვაციები შეიტანა.
ყველა ტელეფონისათვის დამახასიათებელი საერთო კომპონენტებია:
- ბატარეა, რომელიც ტელეფონის ფუნქციების კვების წყაროა;
- შეყვანის მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებს ტელეფონთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს. ყველაზე გავრცელებული შეყვანის მექანიზმია პატარა კლავიატურა, მაგრამ სმარტფონთა უმრავლესობა სენსორულ ეკრანს იყენებს.
- ეკრანი, რომელიც აჩვენებს მომხმარებლის მიერ შესრულებულ ოპერაციებს, ტექსტურ შეტყობინებებს, კონტაქტებს და ა. შ.
- უმთავრესი — მობილური ტელეფონის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს დარეკვისა და ტექსტური შეტყობინების გაგზავნის საშუალებას აძლევს.
- GSM ტელეფონები სერვისებზე წვდომისათვის სიმ-ბარათს იყენებს, ზოგიერთი CDMA მოწყობილობას კი ასევე აქვს მსგავსი ბარათი, რომელსაც R-UIM-ს უწოდებენ.
- ინდივიდუალური GSM, WCDMA, iDEN და ზოგიერთი თანამზგავრული მოწყობილობები უნიკალურადაა იდენტიფიციებული International Mobile Station Equipment Identity (IMEI) კოდით.
დაბალფასიან ტელეფონებს ხშირად ფუნქციურ ტელეფონებს უწოდებენ და მომხმარებელს ის მხოლოდ ძირითად სატელეფონო სერვისს სთავაზობს. უფრო მოწინავე კომპიუტერული შესაძლებლობების მოწყობილობებს კი, რომელთაც პროგრამული აპლიკაციების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ, სმარტფონებს უწოდებენ.
ტელეფონების ზოგიერთი სერია შემუშავდა ბაზრის მოცემული სეგმენტისათვის, მაგალითად, BlackBerry, რომელიც ფოკუსირებულია ელ-ფოსტის საჭიროების მქონე საწარმოო და კორპორატიულ მომხმარებლებზე; Sony-Ericsson-ის „Walkman“-ი მუსიკის მოყვარულებზე; Cybershot სერია კი კამერა-ტელეფონებზე; მულტიმედიურ ტელეფონებს შორისაა Nokia Nseries და ა. შ.
ტექსტური შეტყობინებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მობილურ ტელეფონებზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოყენებადი მონაცემთა აპლიკაციაა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზავნა. პირველი SMS შეტყობინება 1992 წელს კომპიუტერიდან ტელეფონზე გააგზავნეს გაერთიანებულ სამეფოში, ტელეფონიდან ადამიანმა ადამიანს კი SMS პირველად 1993 წელს გაუგზავნა ფინეთში.
2000 წელს, SMS-ის გამოყენებით, ფინეთში გაეშვა პირველი მობილური ახალი ამბების სერვისი.
სიმ-ბარათი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]GSM მახასიათებლის მქონე ტელეფონი ფუნქციონირებისათვის საჭიროებს მიკროჩიპს, რომელსაც Subscriber Identity Module-ს ან შემოკლებით სიმ-ბარათს (SIM) უწოდებენ. სიმ-ბარათი დაახლოებით პატარა საფოსტო მარკის ზომისაა და როგორც წესი, ტელეფონის ბატარეის ქვეშ თავსდება. SIM-ი უსაფრთხოდ ინახავს service-subscriber key (IMSI)-სა და Ki-ს, რომლებიც მობილური ტელეფონის მომხმარებლის იდენტიფიცირებისა და აუთენტიფიკაციისათვის გამოიყენება. სიმ-ბარათი მომხმარებელს საშუალებას აძლევს სულ ადვილად გამოცვალოს მობილური ტელეფონი, უბრალოდ, საჭიროა მისი ამოღება და ახალ მოწყობილობაში გადატანა.
პირველი სიმ-ბარათი 1991 წელს მიუნხენის სმარტ-ბარათების მწარმოებელმა კომპანიამ დაამზადა ფინურ ოპერატორ Radiolinja-სათვის.
მრავალბარათიანი ჰიბრიდული ტელეფონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰიბრიდულ მობილურ ტელეფონებში შესაძლებელია მაქსიმუმ 4 სიმ-ბარათის მოთავსება. მათ შორის, GSM და CDMA ქსელებში შესაძლოა ერთდროულად მოთავსდეს SIM და RUIM ბარათები.[10][11]
2010 წლიდან მოყოლებული, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით პოპულარულია ისეთ მზარდ ბაზრებზე, როგორებიცაა ინდოეთი და ინდონეზია.[12] 2011 წლის მე-3 კვარტალში, ნოკიამ 18 მილიონი დაბალფასიანი ორსიმიანი ტელეფონი გაყიდა, რითაც ფინურმა კომპანიამ იმ დანაკარგების ანაზღაურება სცადა, რაც მან ძვირადღირებულ სმარტფონთა ბაზარზე განიცადა.[13]
კოშერი ტელეფონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორთოდოქსული იუდაიზმის რელიგიაში ზოგიერთი ისეთი შეზღუდვა არსებობს, რაც სტანდარტულ მობილურ ტელეფონებთან თანხვედრაში ვერ მოდის. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ზოგიერთი რაბინისტული ორგანიზაცია მოითხოვდა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინების ფუნქციის მქონე ტელეფონები ბავშვებს არ გამოეყენებინათ.[14] ასეთი შეზღუდვის მქონე ტელეფონებს კოშერ-ტელეფონებს უწოდებენ და მისი მოხმარება ორთოდოქსი ებრაელების მიერ რაბინებისაგან ნებადართულია ისრაელსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
მობილური ტელეფონის ოპერატორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოში უდიდესი მობილური ოპერატორია China Mobile, რომელსაც 500 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს.[15] 2009 წლის მონაცემებით, უმსხვილესი 50 მობილური ოპერატორიდან თითოეულს 10 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავდა, 150 ოპერატორს კი მინიმუმ 1 მილიონი.[16] 2014 წელს, მსოფლიოში სულ 7 მილიარდზე მეტი აბონენტი იყო და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.
მწარმოებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლამდე ბაზრის ლიდერი ნოკია იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც შეჯიბრში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ჩაერთო ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Micromax, Nexian და i-Mobile, ნოკიამ ბაზრის დიდი წილი დაკარგა. ნოკიას ბაზარზე შეიჭრა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ანდროიდზე მომუშავე სმარტფონებმა. ამავე პერიოდში, ფინური კომპანიის ბაზრის წილი 56 %-დან 31 %-მდე დაეცა ინდოეთშიც. მისი წილი ძირითადად ჩინურმა და ინდურმა იაფფასიანმა მობილურებმა დაიკავა.[17]
Strategy Analytics-ის მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში ნოკიას სამსუნგმა გაუსწრო, კორეულმა კომპანიამ 93.5 მილიონი ტელეფონი გაყიდა, ფინურმა კი 82.7 მლნ. ამავე დროს, ამერიკულმა საფინანსო კომპანია Standard & Poor's-მა ნოკიას „ცუდ“ სტატუსამდე, BB+/B-მდე დააქვეითა, რადგან კომპანიას განიცდიდა დიდ დანაკარგებს, ლუმიას ხაზის სმარტფონები კი ვერ ანაზღაურებდა იმ დანაკარგებს, რაც მისთვის Symbian სმარტფონებს მოჰქონდა.[18]
2014 წლის მე-3 კვარტალში ტოპ-10 მწარმოებელი იყო: Samsung (20.6%), Nokia (9.5%), Apple Inc. (8.4%), LG (4.2%), Huawei (3.6%), TCL Communication (3.5), Xiaomi (3.5%), Lenovo (3.3%), ZTE (3.0%) და Micromax (2.2%).[19]
მობილური ტელეფონების მწარმოებელთა ხუთეული, 2013 | |||
---|---|---|---|
რანგი | მწარმოებელი | Gartner[20] | IDC[21] |
1 | Samsung | 24.6% | 24.5% |
2 | Nokia | 13.9% | 13.8% |
3 | Apple Inc. | 8.3% | 8.4% |
4 | LG | 3.8% | 3.8% |
5 | ZTE | 3.3% | - |
5 | Huawei | - | 3.0% |
სხვები | 34.0% | 46.4% |
ჩამოთვლილ მოწინავე მწარმოებელთა გარდა, სხვა მწარმოებლებს შორის არიან: TCL Communication, Lenovo, Sony Mobile Communications, Motorola. მიმდინარე პატარა და წარსულში ბაზარზე არსებულ მწარმოებლებს შორის კი Karbonn Mobile, Audiovox (now UTStarcom), BenQ-Siemens, BlackBerry, Casio, CECT, Coolpad, Fujitsu, HTC, Just5, Kyocera, Lumigon, Micromax Mobile, Mitsubishi Electric, Modu, NEC, Neonode, Openmoko, Panasonic, Palm, Pantech Wireless Inc., Philips, Qualcomm Inc., Sagem, Sanyo, Sharp, Sierra Wireless, SK Teletech, Soutec, Trium, Toshiba და Vidalco.
მობილური ტელეფონების გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგადად
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მობილური ტელეფონები სხვადასხვა მიზნებით გამოიყენება, მათ შორის ოჯახის წევრებთან კავშირის შესანარჩუნებლად, ბიზნესის წარმართვისთვის და ზოგადად, სატელეფო კავშირთან მუდმივი წვდომისათვის. ზოგიერთი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ერთზე მეტ მობილურს ატარებს, მაგალითად, ბიზნესის და პირადი გამოყენებისათვის. ამავე მიზეზებით იყენებენ მრავალსიმბარათიან მობილურებსაც. მობილური ტელეფონები საზოგადოებაში სხვა მრავალი კონტექსტითაც გამოიყენება, კერძოდ:
- როგორც მოტოროლას ფონდის კვლევებმა აჩვენა, მობილური ტელეფონის ყოველ მეათე მომხმარებელს, ოჯახის წევრებისგან საიდუმლოდ აქვს კიდევ ერთი ტელეფონი. როგორც წესი, ისინი ამ ტელეფონებს ქორწინებისგარეშე საქმეებისა და ფარული ბიზნეს-კავშირებისათვის იყენებენ.[22]
- ზოგიერთი ორგანიზაცია მობილური ტელეფონების საშუალებით ეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ. ამ შემთხვევაში ხშირად შეკეთებულ ტელეფონებს იყენებენ.
- მოკლე ტექსტურ შეტყობინებათა საყოველთაო გავრცელება მობილური ლიტერატურის ჩამოყალიბებით დასრულდა. პირველი ლიტერატურული ჟანრი, რომელიც ტექსტური შეტყობინებების საშუალებით ფიჭურ ხანაში გამოჩნდა, გარკვეულ საიტებზე SMS-ების საშუალებით მთლიან მოთხრობებს აგროვებს.[23]
- მობილური ტელეფონები აქტიურად გამოიყენება სახალხო ჟურნალისტიკაშიც, მაგალითად Reuters-სა და Yahoo!-ს მიერ. მსგავს საქმიანობას ასევე ეწევა სხვა მრავალი მცირე სააგენტო.
- გაეროს მონაცემებით, მობილური ტელეფონი უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტექნოლოგია. მისი წყალობით, შესაძლებელი გახდა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები უღარიბესი მოსახლეობის ცხოვრების პირობების ოდნავ მაინც გაუმჯობესება, თუნდაც იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ ისეთ ადგილებში, სადაც საკაბელო ტელეფონი ან ინტერნეტი ხელმიუწვდომელია, ეს ძირითადად ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ეხება. მობილური ტელეფონების გამოყენება ასევე აუმჯობესებს მიკრო-საწარმოების მუშაობას და ა. შ.[24]
- მალისა და აფრიკის სხვა ქვეყნებში, იმ არეალებში, სადაც მობილური კავშირის დაფარვის ზონა არაა, ხალხი სოფლიდან სოფლად ფეხით დადის, რათა ახლობლებსა და მეგობრებს ქორწილისა, ძეობისა თუ სხვა მოვლენების შესახებ უთხრას.
- ბოლო დროს, მობილურების გამოყენება დაიწყო სატელევიზიო ინდუსტრიამ — ცოცხალ ეთერს უშვებენ სხვადასხვა აპლიკაციებისა თუ მობილური ტელევიზიის მეშვეობით.[25] 86% ამერიკელების 86 % ტელევიზორის ყურებისას მობილურს იყენებს.
- მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში გავრცელებულია საზიარო მობილური ტელეფონების გამოყენება. ძირითადად ეს ეხება ურბანულ ინდოეთს, სადაც ოჯახის წევრები თუ მეგობრები მობილურ ტელეფონებს საზიაროდ ხმარობენ. ამის ძირითადი მიზეზი შესაძლოა ეკონომია იყოს, მაგრამ ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრადიციული თუ ოჯახური გენდერული პრობლემა.[26] სოფლებში ხშირია მხოლოდ ერთ მობილურზე წვდომა, რომელიც როგორც წესი, მასწავლებელს ან მისიონერს აქვს, თუმცა, საჭირო ზარებისათვის მთელი სოფლისათვისაა ხელმისაწვდომი.[27]
სმარტფონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სმარტფონებს გარკვეული განმასხვავებელი მახასიათებლები აქვს, თუმცა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის საზომით, ეს ის მობილურებია, რომლებსაც აქვს ინტერნეტ-კავშირი, რომელსაც ორგანიზაცია Active Mobile-Broadband subscriptions-ს უწოდებს (რაც ასევე აქვს ტაბლეტებს). განვითარებულ სამყაროში, ასეთი მობილურები ახლა აბსოლუტურად ჭარმობს ადრეული ეტაპის ტელეფონებს, თუმცა განვითარებად მსოფლიოში მათი მოცულობა მხოლოდ 20%-ია.
გავრცელებადი კონტენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მობილური ტელეფონის საშუალებით მედია-კონტენტის გავრცელებისა და გაყიდვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1998 წელს, ეს იყო რინგტონები, რომლებსაც ფინეთში Radiolinja ყიდიდა. ამის შემდეგ, სულ მალე გამოჩნდა სხვა მედია-კონტენტიც, მაგალითად ახალი ამბები, ვიდეო-თამაშები, ანეკდოტები, ჰოროსკოპი, სატელევიზიო კონტენტი და რეკლამა.
2006 წელს, მობილური ტელეფონების მედია-კონტენტში გადახდილმა თანხამ გადააჭარბა ინტერნეტის მედია-კონტენტში გადახდილ მაჩვენებელს და 31 მილიარდი დოლარი შეადგინა.[28] 2007 წელს, მობილურის მუსიკალურ კონტენტში გადახდილ იქნა 9.3 მილიარდი დოლარი, თამაშებში კი 5 მლრდ-ზე მეტი.[29]
მობილური საჭესთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანქანის მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენება ძალზე გავრცელებულია, მაგრამ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. როგორც ცნობილია, ამ დროს მატულობს უბედური შემთხვევის ალბათობა. სწორედ ამ მიზეზით, მანქანის მართვისას მობილურის გამოყენება ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია. ეგვიპტეში, ისრაელში, იაპონიაში, პორტუგალიასა და სინგაპურში აკრძალულია მობილურის მოხმარება როგორც ხელში ჭერით, ისე ხელის გარეშე. თუმცა, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთსა და აშშ-ის მრავალ შტატში აკრძალულია მხოლოდ ხელში ჭერით მოხმარება.
კომპლექსურობის გამო, ხშირად თავიანთი შესაძლებლობებით ისინი მობილური კომპიუტერები უფროა. ეს საკითხი კანონმდებლობაში ხშირად გაუგებრობებს წარმოშობს, რადგან კანონმდებელთათვის გაურკვეველი რჩება, რომელი ფუნქციის შესრულება შეიძლება იყოს უფრო ნაკლებ უსაფრთხო.
ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ინციდენტთა რაოდენობა ასევე გაზრდილია მობილური ტელეფონების მოხმარებისას ველოსიპედის ტარების დროს.[30]
მობილური ბანკინგი და გადახდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბევრ ქვეყანაში, მობილურ ტელეფონებს მობილური ბანკინგის სერვისისათვის იყენებენ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადახდების განხორციელება.
მობილური გადახდების სერვისი პირველად 1998 წელს ფინეთში დაინერგა, ქალაქ ესპოოში, კომპანია კოკა-კოლას მიერ. 1999 წელს იდეა ფილიპინებშიც გავრცელდა, სადაც იქაურმა ოპერატორებმა კომერციული მობილური გადახდების სერვისი განავითარეს.
თვალყურის დევნება და კონფიდენციალურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლო დროს, მობილური ტელეფონები გამოიყენება ადგილმდებარეობის მონაცემების შესაგროვებლად. როდესაც მობილური ჩართულია, მას ადვილად შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული მდებარეობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მობილურების დიდი ოდისეა დაარქივებული 2012-04-24 საიტზე Wayback Machine.
- მობილური და ჯანმრთელობა დაარქივებული 2011-06-28 საიტზე Wayback Machine.
- Mobile Phone Buying Guide დაარქივებული 2011-02-19 საიტზე Wayback Machine.
- Worldtimezone.com
- ITU.int ITU.int დაარქივებული 2010-07-28 საიტზე Wayback Machine.
- GSMworld.com დაარქივებული 2010-08-21 საიტზე Wayback Machine.
- Cell Phone, the ring heard around the world—a video documentary by the Canadian Broadcasting Corporation
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ John F. Mitchell Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-23. ციტირების თარიღი: 2015-01-23.
- ↑ Who invented the cell phone?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-23. ციტირების თარიღი: 2015-01-23.
- ↑ Heeks, Richard (2008). „Meet Marty Cooper – the inventor of the mobile phone“. BBC. 41 (6): 26–33. doi:10.1109/MC.2008.192. ISSN 0018-9162.
- ↑ „Mobile penetration“. 9 July 2010.
- ↑ http://www.topteny.com/top-10-best-selling-mobile-phone-brands-in-the-world-2014/
- ↑ Arthur C. Clarke: Profiles of the Future (1962, rev. eds. 1973, 1983, and 1999, Millennium edition with a new preface)
- ↑ Swedish National Museum of Science and Technology. Tekniskamuseet.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 29 July 2009.
- ↑ UMTS World. History of UMTS and 3G development. Umtsworld.com. ციტირების თარიღი: 29 July 2009.
- ↑ Fahd Ahmad Saeed. Capacity Limit Problem in 3G Networks. Purdue School of Engineering. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 23 April 2010.
- ↑ Example of a Triple SIM hybrid phone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-11. ციტირების თარიღი: 2015-02-12.
- ↑ The Latest F160 Quad Sim Quad Standby TV Java Phone with Qwerty Keyboard | Tri Sim Phones. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-11. ციტირების თარიღი: 2015-02-12.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-08. ციტირების თარიღი: 2015-02-12.
- ↑ Nokia boosted by sales of cheap handsets (20 October 2011).
- ↑ Pri's The World: Kosher Phones For Britain’s Orthodox Jews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2015-02-12.
- ↑ Tania Branigan. (11 January 2010) State owned China Mobile is world's biggest mobile phone operator. Guardian News and Media Limited. ციტირების თარიღი: 17 December 2011.
- ↑ Source: wireless intelligence
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-02. ციტირების თარიღი: 2015-02-15.
- ↑ Samsung May Have Just Become The King Of Mobile Handsets, While S&P Downgrades Nokia To Junk. ციტირების თარიღი: 28 April 2012.
- ↑ Gartner Says Sales of Smartphones Grew 20 Percent in Third Quarter of 2014. Gartner.
- ↑ Annual Smartphone Sales Surpassed Sales of Feature Phones for the First Time in 2013. ციტირების თარიღი: 13 February 2014.
- ↑ Worldwide Smartphone Shipments Top One Billion Units for the First Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 27 January 2014.
- ↑ „UK | Millions keep secret mobile“. BBC News. 16 October 2001. ციტირების თარიღი: 4 November 2009.
- ↑ Goodyear, Dana. (7 January 2009) Letter from Japan: I ♥ Novels. The New Yorker. ციტირების თარიღი: 29 July 2009.
- ↑ Lynn, Jonathan. „Mobile phones help lift poor out of poverty: U.N. study“. Reuters. ციტირების თარიღი: 2013-12-03.
- ↑ 4 Ways Smartphones Can Save Live TV. Tvgenius.net. ციტირების თარიღი: 4 June 2012.
- ↑ Donner, Jonathan, and Steenson, Molly Wright. "Beyond the Personal and Private: Modes of Mobile Phone Sharing in Urban India." In The Reconstruction of Space and Time: Mobile Communication Practices, edited by Scott Campbell and Rich Ling, 231–250. Piscataway, NJ: Transaction Publishers, 2008.
- ↑ Hahn, Hans and Kibora, Ludovic. "The Domestication of the Mobile Phone: Oral Society and New ICT in Burkina Faso". Journal of Modern African Studes 46 (2008): 87–109.
- ↑ source Informa 2007
- ↑ Downloads_Guide. Netsize. ციტირების თარიღი: 29 July 2009.
- ↑ de Waard, D., Schepers, P., Ormel, W. and Brookhuis, K., 2010, Mobile phone use while cycling: Incidence and effects on behaviour and safety, Ergonomics, Vol 53, No. 1, January 2010, pp 30–42.