შინაარსზე გადასვლა

მიტელშნაუცერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიტელშნაუცერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 14,5-15,5 კგ.
სიმაღლე 40-50 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

მიტელშნაუცერი (საშუალო შნაუცერი) (გერმ. Mittelschnauzer) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში შუა საუკუნეებში.

ვირთხისმჭერთა და მოდარაჯე ძაღლების ამ ჯიშს ხშირად ტერიერებს მიაკუთვნებენ. ის გაჩნდა სამხრეთ გერმანიაში და შვეიცარია - საფრანგეთის მოსაზღვრე რეგიონებში. ოდესღაც მას შნაუცერ-პინჩერს უწოდებდნენ. მიტელშნაუცერი ყურადღებიანი მოდარაჯეა, მისგან იღებენ სათავეს ცვერგშნაუცერი და რიზენშნაუცერი. დიდი მხატვრები ალბრეხტ დიურერი და რემბრანდტი უკვე ხატავდნენ მიტელშნაუცერის მსგავს ძაღლებს. შესაძლოა, ეს უძველესი ჯიში შპიცების და მოდარაჯე ძაღლების შეჯვარების შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში მიტელშნაუცერი ძირითადად კომპანიონის სახით ჰყავთ, ის მაინც ინარჩუნებს მეცხვარე ძაღლის თვისებას, ადვილად იწვრთნება, შეუძლია ნანადირევის მოტანა მიწაზე და წყლიდან. კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცივეს, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, კარგი მოდარაჯეა, ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს. მიტელშნაუცერს აქვს გრძელი თავი, რომელიც ცხვირისკენ ვიწროვდება, დაკუნთული თეძოები, გრძელი წვერი და ულვაშები, უხეში ბალანი, რომელიც შეიძლება იყოს შავი ნაცრისფრით, ან შავი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: