შინაარსზე გადასვლა

მიროსლავ კლოზე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიროსლავ კლოზე
Miroslav Klose
კლოზე 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიროსლავ კლოზე
დაბადების
თარიღი
9 ივნისი, 1978
დაბადების
ადგილი
ოპოლე პოლონეთის დროშა პოლონეთი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრფორვარდი
ახალგაზრდული კარიერა
1987-1997 ბლაუბახი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–1999 ჰომბარგი 18 (11)
1999–2004 კაიზერსლაუტერნი 120 (44)
2004-2007 ვერდერი 89 (53)
2007–2011 ბაიერნი 98 (24)
2011–2016 ლაციო 139 (54)
ეროვნული ნაკრები
2001–2014 გერმანია 137 (71)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 31 მაისი, 2015

მიროსლავ კლოზე (გერმ. Miroslav Klose; დ. 9 ივნისი, 1978, ოპოლე, პოლონეთი) — ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების რეკორდსმენი თავდამსხმელი. ის არის მსოფლიო ჩემპიონატებისა და გერმანიის ნაკრების ყველაზე დროის საუკეთესო ბომბარდირი.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში კლოზეს დებიუტი შედგა 2001 წელს, პირველი დიდი ტურნირი ითამაშა კი ითამაშა ერთი წლის შემდეგ, 2002 წლის მუნდიალზე, რომელიც სამხრეთ კორეასა და იაპონიაში გაიმართა. მან პირველივე მატჩში საუდის არაბეთის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც გერმანიამ 8-0 მოიგო, ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს მისი პირველი სანაკრებო გოლები იყო. 24 წლის კლოზემ სამივე გოლი თავით გაიტანა. ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ირლანდიასთან კლოზემ მიხაელ ბალაკის ჩაწოდება მიიღო და კვლავ თავით გაიტანა. გუნდს მისი გოლი გამარჯვებისთვის არ ეყო, რადგან რობი კინმა გაათანაბრა — 1-1. სულ მან ჩემპიონატზე 5 გოლის გატანა მოახერხა. ბოლო გოლი კლოზემ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კამერუნის ნაკრებს გაუტანა, ისიც თავით. კლოზე გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთი თავური გოლის გატანა მოახერხა.[1] მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ჩემპიონატის ფინალში გავიდა და კლოზემ ყველა მატჩში ითამაშა, მან მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

იგივე შედეგი, ხუთი გატანილი გოლი გაიმეორა კლოზემ 2006 წელს გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემპიონატის გახსნის მატჩში კოსტა-რიკის წინააღმდეგ კლოზემ დუბლი შეასრულა. ასევე დუბლი შეასრულა კლოზემ ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ეკვადორის წინააღმდეგ. მიხაელ ბალაკისა და ბასტიან შვაინშტაიგერის პასებით ისარგებლა. მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებთან თამაშისას, რომელშიც გერმანია მარცხდებოდა 0-1 კლოზემ ტიმ ბოროვსკის გადაცემის შემდეგ მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე თავური გოლით გაათანაბრა ანგარიში და იხსნა გუნდი მარცხისგან. მატჩი გერმანიამ პენალტების სერიაში მოიგო და საბოლოოდ მესამე ადგილზე დაასრულა ტურნირი, თუმცა კლოზეს მეტი გოლი არ გაუტანია. არგენტინასთან გატანილი გოლი კი მისთვის მეათე იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე. სწორედ ამავე ჩემპიონატზე დაამყარა ბრაზილიელმა რონალდომ ახალი რეკორდი: 15 გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე.

სამხრეთ აფრიკაში გამართულ 2010 წლის მუნდიალზე კლოზე კვლავ ნაკრების ძირითადი თავდამსხმელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში იმ სეზონში სათადარიგო ფეხბურთელი იყო. 32 წლის კლოზე აცხადებდა, რომ ეს ალბათ მისი უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი იქნებოდა. კლოზემ პირველივე მატჩში ასვტრალიის ნაკრებთან გაიტანა კიდევ ერთი გოლი თავური დარტყმით. მან 26-ე წუთზე ფილიპ ლამის ჩაწოდებით ისარგებლა. შემდგომ მატჩში სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ კლოზემ პირველივე ტაიმში წითელი ბარათი მიიღო და გამოტოვა შემდეგი მატჩიც განას წინააღმდეგ. კლოზე დაბრუნდა მეოთხედფინალში, რომელშიც გერმანია ინგლისს დაუპირისპირდა. მე-16 წუთზე კლოზემ მანუელ ნოიერის დარტყმის შემდეგ მოუგო დუელი მეტიუ აპსონს და გახსნა ანგარიში მატჩში, რომელიც გერმანიამ 4-1 მოიგო. მეოთხედფინალში კი კლოზემ კვლავ გაუტანა არგენტინას, ამჯერად ორი გოლი. პირველ ტაიმში თომას მიულერის მიერ გატანილ გოლს კლოზემ ჯერ მეორე ტაიმის დასაწყისში დაამატა რეთი გოლი, ისარგებლა რა ლუკაშ პოდოლსკის მიერ შექმნილი სახიფათო მომენტით, ხოლო მატჩის მიწურულს მესუთ ოზილის პასით კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ეს კლოზეს მეოთხე გოლი იყო ტურნირზე. ნახევარფინალში ესპანეთთან გერმანია 0-1 დამარცხდა, მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ კლოზემ ტრავმის გამო მნაწილეობა ვერ მიიღო. ჩემპიონატზე გატანილი ოთხი გოლით კლოზემ გაიმეორე მისი განთქმული თანამემამულის, გერდ მიულერის შედეგი — 14 გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე — და მიუახლოვდა რეკორდსმენ რონალდოს.

2014 წლის მაისში იოახიმ ლევმა, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელმა, კლოზე 2014 წლის მუნდიალზე წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა. „ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გოლების რეკორდის დამყარება ჩემი მიზანია“ განაცხადა კლოზემ.[2] ეს ჩემპიონატი კლოზემ დაიწყო, როგორც სათადარიგო ფეხბურთელმა. ის შეცვლაზე შევიდა განას ნაკრებთან მატჩში, სადაც დაამატა ბენედიქტ ჰოვედესის თავით დარტყმულს. გატანილი გოლით კლოზემ გაიმეორა რონალდოს რეკორდი. მეოთხედფინალი და ნახევარფინალი კლოზემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრების კარში გატანილი გოლით კლოზე მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კლოზე 16 გოლით მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ის ამავდროულად ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში შეძლო გაეტანა მინიმუმ 4 გოლი სამ ტურნირზე (2002, 2006 და 2010 წლებში). კლოზეს ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (136) აქვს ჩატარებული ლოთარ მათეუსის (150) შემდეგ და აქვს ყველაზე მეტი გატანილი გოლი (71).

  • ბუნდესლიგის ბომბარდირი: (1) 2006
  • გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი: (1) 2006
  • გერმანიის ჩემპიონი: (2) 2008, 2010
  • გერმანიის თასის გამარჯვებული: (2) 2008, 2010
  • ჩემიპონთა ლიგის ფინალისტი: (1) 2010
  • იტალიის თასის გამარჯვებული: (1) 2013
  • მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: (1) 2002
  • მსოფლიოს ჩემპიონი (1): 2014
  • მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: (2) 2006, 2010
  • მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: (1) 2006
  • ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: (1) 2008

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: