მირეი დარკი
მირეი დარკი | |
---|---|
დაბადების სახელი | მირეი კრისტიან გაბრიელ ემე ეგროზი |
დაბადების თარიღი |
15 მაისი, 1938 ტულონი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
28 აგვისტო, 2017 (79 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
დაკრძალულია | პარიზი, მონპარნასი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
აქტიური | მსახიობი, ფოტომოდელი, რეჟისორი, სცენარისტი |
ჯილდოები | საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი |
მირეი დარკი (ფრანგ. Mireille Darc); ნამდვილი სახელი მირეი კრისტიან გაბრიელ ემე ეგროზი (ფრანგ. Mireille Aigroz; დ. 15 მაისი, 1938, ტულონი, საფრანგეთი — გ. 28 აგვისტო, 2017, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და ფოტომოდელი.[1]
კარიერის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მირეი ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო (ჰყავდა ორი უფროსი ძმა). მის ოჯახს საერთო არაფერი ჰქონდა ხელოვნებასთან. მისი მამა შვეიცარიაში დაიბადა, მებაღედ მუშაობდა, დედა სასურსათო მაღაზიის მფლობელი იყო. მირეიმ დაამთავრა დრამატული ხელოვნების კონსერვატორია მშობლიურ ტულონში. 1959 წელს პარიზში ჩასვლისთანავე მოდელად დაიწყო მუშაობა, შემდეგ მიიღო როლი სპექტაკლში "გმირი და ჯარისკაცი" (ბ. შოუს მიხედვით).
მირეი დარკის დებიუტი ტელევიზიაში 1960 წელს შედგა. ამას რასაც მოჰყვა მცირე როლების სერია, რაც მსახიობს დაეხმარა გამოცდილების მიღებაში.
პირველი დიდი როლი მიიღო ლე შანუას კომედიურ ფილმში" მუსიო“ სადაც პარტნიორობას უწევდა ჟან გაბენს (1964). მომდევნო წელს რეჟისორმა ჟორჟ ლოტნერმა ფილმისათვის "გალია" მოითხოვა, რომ ხუჭუჭა, მუქთმიანი გოგონა ( მირეი მაშინ სწორედ მასეთი იყო) პლატინის ქერათმიან ლამაზმანად გადაქცეულიყო.მაყურებელმა მირეი დარკი სწორედ ასეთი ქერათმიანი შეიყვარა. ფილმის შემდეგ მირეი დარკი ჟურნალისტებმა თანამედროვე ქალის ტიპად, „სექს-სიმბოლოდ“ გამოაცხადეს. მსახიობი ბრიჯიდ ბარდოზე არანაკლებ პოპულარული გახდა. ფილმში შესრულებული როლისათვის 1965 წელს მარ- დე -პლატას კინოფესტივალზე მირეი დარკმა დამსახურებული პრიზი მიიღო. ჯორჯ ლოტნერი მსახიობის ვარსკვლავური რეჟისორი გახდა. მათ ერთად 13 ფილმზე იმუშავეს. მსახიობი ამავე დროს თეატრიც თამაშობდა.[2]
მირეი დარკი და ალენ დელონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წელს, ფილმ “ჯეფის“ გადასაღებ მოედანზე მირეი შეხვდა ალენ დელონს. (ამავე დროს გამოჩნდა ეპიზოდურ როლში ფილმში „ბორსალინო“) ამ შეხვედრამ განსაზღვრა მსახიობის ცხოვრება. ის გახდა დელონის ბიზნეს თანაშემწე (სუნამოები, მზა კაბები) და მისი სამოქალაქო მეუღლე. მირეი დარკი და ალენ დელონი ცამეტი წლის განმავლობაში ერთად იყვნენ. ეს იყო რეკორდი, რომლის მოხსნა სხვა ქალმა ვერ შეძლო. მირეი დადიოდა ევროპაში: ფლორენციიდან სტოკჰოლმში, რომიდან მადრიდში. აფორმებდა კონტრაქტებს, ეძებდა ახალ მაღაზიებს. როდესაც რომი შნაიდერის ვაჟი გარდაიცვალა, ალენ დელონი და მირეი მის გვერდით იყვნენ. ცდილობდნენ მძიმე დეპრესიიდან გამოეყვანათ. მირეის იგი მაღაზიებში დაყავდა, ახალ კაბებსა და ქუდებს ყიდულობდა ცდილობდა მის გაემხიარულებას. ალენ დელონის ვაჟი ენტონი ძალიან მიეჯაჭვა მირეის. მათ ბოლომდე კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს, რაც არ ითქმოდა მის ურთიერთობაზე მამასთან.
მირეიმ ალენ დელონს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა: დაწერა სცენარი ფილმისათვის Madly 1970 წელს იდეალური თანამედროვე სიყვარულის შესახებ. მან ასევე იმღერა ფილმში. მთავარი როლები ბუნებრივია, მირეიმ და ალენ დელონმა შეასრულეს.
მსახიობს ყველაზე დიდი პოპულარობა ივ რობერის ორ ფილმში მონაწილეობამ მოუტანა: „მაღალი ქერა მამაკაცი შავი ფეხსაცმლით“ და „მაღალი ქერა მამაკაცის დაბრუნება“(1974), სადაც იგი მთავარი გმირის-პიერ რიშარის მეგობარი ქალის როლს ასრულებდა.
მირეი დარკს ყოველთვის ჰქონდა გულის პრობლემები. მაგრამ 1970-იანი წლების ბოლოს შეტევები იმდენად მწვავე გახდა, რომ ოპერაციის გადადება აღარ შეიძლებოდა. მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო. 1980 წელს კარიერა გულის ოპერაციის გამო შეწყდა. ამავე დროს მთელი საფრანგეთი სუნთქვაშეკრული უყურებდა მოვლენების განვითარებას. ყველა ელოდა "ვარსკვლავურ ქორწილს". მაგრამ ასე არ მოხდა. (ალენ დელონი მიზეზად ასახელებმდა იმ გარემოებას, რომ მათ საერთო შვილები არ ჰყავდათ).
1980-იანი წლების დასაწყისშიალენ დელონმა მიატოვა მირეი ახალგაზრდა ენ პარილოს გულისთვის. 1983 წელს Dark-Delon წყვილი დაშორდა ერთმანეთს. გარეგნულად, მირეი მშვიდად იქცეოდა, ახლო მეგობრებსაც კი არ ჰქონდათ წარმოდგენა, თუ რა ხდებოდა მის სულში. როგორც ჩანს, მირეის ემოციურმა მდგომარეობამ, დეპრესიამ დაავადების და დაშორების ფონზე გამოიწვია ავტოკატასტროფა, როდესაც მიემგზავრებოდა იტალიიდან. დარკმა ერთ თვეზე მეტი გაატარა ჟენევის საავადმყოფოში, მისი გადარჩენა ექიმებმა სასწაულად მიიჩნიეს. დელონმა ყველაფერი გააკეთა მირეის გამოსაჯანმრთელებლად, თუმცა როდესაც მირეი დარკი საავადმყოფოდან გაწერეს, ალენ დელონი საბოლოოდ დაშორდა.
მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ დელონი და დარკი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს სერიალის "ფრანკ რივა" გადაღებებზე 2003 წელს. ასევე ერთად ითამაშეს სპექტაკლში 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის ივლისამდე „მარინის“ თეატრის სცენაზე.[3]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წელს მირეი გახდა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერი, მიიღო პრემია საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის (1981-1984), ევროკომისიის პრეზიდენტის (1985-1995) ჟაკ დელორისაგან. იმავე წელს მან გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია Tant que battra mon coeur.
2006 წელს მირეიმ მიიღო საპატიო ლეგიონის სამკერდე ნიშანი საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკისგან. მირეი ყველგან საპატიო და მისასალმებელი სტუმარი იყო. იგი უყვარდათ და პატივს სცემდნენ.[4][5][6]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წელს მსახიობმა რამდენჯერმე გადაიტანა ინსულტი. იგი კომაში გარდაიცვალა 2017 წლის 28 აგვისტოს 79 წლის ასაკში. დაკრძალეს 1 სექტემბერს პარიზში.[1][7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Mireille Darc est décédée à l'âge de 79 ans
- ↑ Le Figaro, 01.09.2017[მკვდარი ბმული]
- ↑ "Mireille Darc". AlloCiné. Archived from the original on 2013-02-13. Retrieved 2009-07-29.
- ↑ "Biography". Mireille DARC. Retrieved 28 August 2017
- ↑ "ORDRE NATIONAL DE LA LÉGION D'HONNEUR : Décret du 31 décembre 2015 portant élévation à la dignité de grand'croix et de grand officier" (PDF)(ფრანგულ ენაზე). Legiondhonneur.fr. Retrieved 2017-08-28.
- ↑ Décret du 15 mai 2009 (ფრანგულ ენაზე)
- ↑ "French film star Mireille Darc is dead"[მკვდარი ბმული]. Spiegel Online (in German). 28 August 2017. Retrieved 28 August 2017.