შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

მარტინ ლუთერი
მარტინ ლუთერი

მარტინ ლუთერი (დ. 10 ნოემბერი, 1483, აისლებენი — გ. 18 თებერვალი, 1546, აისლებენი) — გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე, როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს.

მის გვიანდელ შრომებში, განსაკუთრებით – „ებრაელების და მათი ტყუილების შესახებ“, ლუთერი ებრაელების მიმართ გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას. ის წერს, რომ ებრაელების სინაგოგები და სახლები უნდა დაინგრეს, მათი ქონების კონფისკაცია მოხდეს და თავისუფლება შეეზღუდოთ. ამ ანტისემიტური განწყობის გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

სიახლეები

მარია კორინა მაჩადო

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


31 ოქტომბერი — ამ დღეს...

მარტინ ლუთერი
მარტინ ლუთერი
  • 475 : რომულუს ავგუსტულუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
  • 1517 : პროტესტანტული რეფორმაციამარტინ ლუთერი (სურათზე) თავის 95 თეზისს ვიტენბერგის ეკლესიის კარზე აქვეყნებს.
  • 1892 : ართურ კონან დოილი „შერლოკ ჰოლმზის თავგადასავლებს“ აქვეყნებს.
  • 1922 : 39 წლის ასაკში ბენიტო მუსოლინი იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა.
  • 1941 : რაშმორის მთის კოლოსალური მონუმენტი გაიხსნა აშშ-ში.
  • 1956 : სუეცის კრიზისიდიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ეგვიპტის დაბომბვას იწყებენ, სუეცის არხის გახსნის იძულების მიზნით.
  • 1984 : ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი მოკლა საკუთარმა ორმა მცველმა; ნიუ-დელიში მასობრივი არეულობა დაიწყო.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი