შინაარსზე გადასვლა

მერი ბერდის მიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი ბერდის მიწა (წითლად) ანტარქტიდის რუკაზე

მერი ბერდის მიწა (ინგლ. Marie Byrd Land) — დასავლეთ ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი. განლაგებულია ელსუორთის მიწასა და როსის ტერიტორიას სანაპიროებს (დ. გ. 103° და 158°) შორის.

ყინულის სისქე საშუალოდ 1000-2000 მეტრია, ალაგ-ალაგ 4000 მეტრამდე. მყინვარის საფარის საფუძველი ხშირად დევს ზღვის დონეზე დაბლა. ყველაზე მაღალი წერტილია — სიდლის მთა (4181 მეტრი). მერი ბერდის მიწას გარს ეკვრის ამუნდსენის ზღვა.

მიწამ თავის დასახელება მიიღო 1929 წელს რიჩარდ ბერდის მეუღლის პატივსაცემად. სანაპიროს ნაწილებს ჰქვიათ ნაპირები (სონდერსის ნაპირი, რუპერტის ნაპირი, ჰობსის ნაპირი, ბაკუტისის ნაპირი, უოლგრინის ნაპირი).

1951 წელს ანტარქტიდაში იაპონიის ტერიტორიული პრეტენზიების ლიკვიდაციის შემდეგ (სექტორი დასავლეთის გრძედის 80°-დან დასავლეთის გრძედის 150°-მდე) მერი ბერდის მიწა აღმოჩნდა ამ კონტინენტის ერთადერთი „არავის ტერიტორია“, ანუ ისეთი, რომელიც არ არის მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ოფიციალური პრეტენზიის ობიექტი. აშშ-ს უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ 1959 წლამდე ვერ მოასწრეს ამის გაკეთება, როდესაც ხელი მოეწერა ანტარქტიდის შესახებ შეთანხმებას, რომელმაც უვადოდ გაყინა ყველა პრეტენზია სამხრეთი გრძედის 60°-ის სამხრეთით ნებისმიერი მიწის მფლობელობაზე.

მერი ბერდის მიწაზე ყველაზე უფრო ცნობილი პოლარული სადგურებიარუსული «რუსკაია» და ამერიკული «ბერდი».

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: