შინაარსზე გადასვლა

მეზღვიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეზღვიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Stercorariidae

მეზღვიასებრნი (Stercorariidae) — ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარს: Stercorarius (3 სახეობა) და Catharacta (1 სახეობა). საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლში იშვიათად გვხვდება მოკლეკუდა მეზღვია (Stercorarius parasiticus), როგორც შემომფრენი ფორმა. მეზღვიასებრნი ბინადრობს ტუნდრასა და ზღვების სანაპიროებზე. დედალი 2 კვერცხს დებს, ინკუბაცია გრძელდება 28-30 დღეს. იკვებებიან თევზებით, უხერხემლოებით, მღრღნელებით, კენკრით. ანადგურებენ სხვა ფრინველების ბუდეებსაც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]