მაწუხელასებრნი (ლათ.Tabanidae) — სისხლმწოვი მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-30 მმ აღწევს. აქვთ მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის ორგანოები. ცნობილია 3000 სახეობა. მაწუხელასებრნი შინაური ცხოველების ექტოპარაზიტებია. სისხლს წოვს მხოლოდ დედალი, მამალი ყვავილის ნექტარით იკვებება. მაწუხელასებრნი შინაური ცხოველებისა და ადამიანის პროტოზოული, ბაქტერიული და ვიტუსული დაავადებების გამომწვევთა გადამტანები არიან. მაგ., გადააქვთ ჯილეხის ბაცილები, ტულარების გამომწვევი, ცხენის ინფექციური ანემიის ვირუსი, ძროხის ტრიპანოსომოზისა და სხვა გამომწვევები.