მაღალი ტატრები
იერსახე
მაღალი ტატრები | |
---|---|
მაღალი ტატრები | |
კოორდინატები: 49°10′ ჩ. გ. 20°08′ ა. გ. / 49.167° ჩ. გ. 20.133° ა. გ. | |
ქვეყანა | სლოვაკეთი პოლონეთი |
უმაღლესი წერტილი | გერლახოვსკი-შტიტი |
სიმაღლე | 2655 მ |
სიგრძე | 65 კმ |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდები |
მაღალი ტატრები (სლოვაკ. Vysoké Tatry; პოლ. Tatry Wysokie) — ქედი სლოვაკეთსა და პოლონეთში. ტატრებისა და მთელი კარპატების რკალის უმაღლესი ნაწილი. მაქსიმალური სიმაღლე 2655 მ (გერლახოვსკი-შტიტი). სიგრძე 65 კმ. დამახასიათებელია ალპური ტიპის რელიეფი და ძველი გამყინვარების ნიშნები. არის ხეობები, ტბები, ჩანჩქერები. ეროვნული პარკი.